„ახალციხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 24 დეკემბრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ახალციხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 24 დეკემბრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები ახალციხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/02/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/02/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.138.016457
11
25/02/2022
ვებგვერდი, 28/02/2022
190040000.35.138.016457
„ახალციხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 24 დეკემბრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ახალციხის მუნიციპალიტეტი
 

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2022 წლის 25 თებერვალი

ქ.ახალციხე

 

„ახალციხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 24 დეკემბრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს შემდეგი ცვლილება  „ახალციხის მუნიციპალიტეტის  2022 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის  24 დეკემბრის №7 დადგენილებით (matsne. gov. ge; 28/12/2021, სარეგისტრაციო კოდი: 190040000.35.138.016447) დამტკიცებულ დანართში:
1. მე-3 მუხლის პირველ პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ავთვისებიანი სიმსივნე/ავთვისებიანი სიმსივნე დაუზუსტებელი დაავადების მქონე მოსახლეობას დაუფინანსდება, სამედიცინო გამოკვლევები, მედიკამენტები, ამ დაავადებისთვის გათვალისწინებული სტაციონარული/ამბულატორიული მკურნალობა, მოთხოვნილი გადასახდელი თანხის 100%-ით, წლის განმავლობაში არაუმეტეს 2200 (ორიათასორასი) ლარისა.“

;

2. მე-7 მუხლში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 7. სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამა

1. ეს მუხლი მოიცავს, ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, 0-დან 12 წლის ასაკის ჩათვლით, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა (აუტიზმის სპექტრის, დაუნის სინდრომის, განვითარების ეტაპების შეფერხებისა და ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე)  სარეაბილიტაციო პროგრამების დაფინანსებას მათი სოციალური, მოტორული, შემეცნებითი, კომუნიკაციური, თვითმოვლისა და დამოუკიდებლად ფუნქციონირების უნარების ჩამოსაყალიბებლად. აღნიშნულ კატეგორიას, დაუფინანსდება, ამ დაავადებისთვის გათვალისწინებული სარეაბილიტაციო პროცედურები,  მოთხოვნილი გადასახდელი თანხის 60%-ით, წლის განმავლობაში არაუმეტეს 1200 (ერთიათასორასი) ლარისა.

2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: მშობელი ან ნებისმიერი დაინტერესებული პირი);

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) მოსარგებლის დაბადების მოწმობის (პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლი;

დ) მოსარგებლის რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა-სადაც მითითებული უნდა იყოს პირის ძირითადი დიაგნოზი);

ვ) შშმ ბავშვის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (არსებობის შემთხვევაში);

ზ)  ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი (ანგარიშ-ფაქტურა/ინვოისი და კალკულაცია)

თ) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის ან სხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული მიმართვა/საგარანტიო წერილი (არსებობის შემთხვევაში).

3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, შესრულებული სამუშაოს შესახებ საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე.’’

;

3. 29-ე მუხლში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 29. გარდამავალი დებულებები

1. მოქალაქისათვის სამედიცინო მომსახურების დაფინანსების შემთხვევაში გაიცემა ადმინისტრაციული დაპირება.

2. 2021 წელს გაცემული ადმინისტრაციული დაპირების საფუძველზე აღებული ფინანსური ვალდებულებების დაფარვა შესაძლოა განხორციელდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან.

3. ა(ა)იპ სტატუსის მქონე სამუსიკო და სამხატვრო სკოლებში, 2021-2022 სასწავლო წლის ფარგლებში, მოსწავლეთა სწავლის დაფინანსება 2022 წლის 1 იანვრიდან განხორციელდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან.

4. ამ წესის მე-8 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ახალშობილთა ოჯახების დაფინანსება განხორციელდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან.

5. წინამდებარე წესის თითოეული მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოქალაქეთათვის სოციალური დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სოციალური დახმარების მიზნობრივად გაცემის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომელიც უფლებამოსილია, იმ შემთხვევაში, თუ სხდომას ესწრება ხმის მიცემის უფლების მქონე წევრთა არანაკლებ ორი მესამედი.

6. ამ წესის წინამდებარე მუხლებით გათვალისწინებულ ყველა შემთხვევაში, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერში, ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულა მინიჭებული უნდა იყოს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

7. ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, წინამდებარე წესის ფარგლებში არ ფინანსდება შემდეგი სახის სამედიცინო მომსახურებები:

ა) სამედიცინო ჩვენებისა და ექიმის დანიშნულების გარეშე მკურნალობა, თვითმკურნალობა;

ბ) სანატორიულ-კურორტული მკურნალობა;

გ) ესთეტიკური ქირურგია, კოსმეტიკური მკურნალობა;

დ) საზღვარგარეთ ჩასატარებელი/ჩატარებული სამედიცინო მომსახურება;

ე) ფიზიოთერაპია (სამკურნალოდ, პროფილაქტიკის და რეაბილიტაციის მიზნით), გარდა ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.’’

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე