დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “დასაქმების სახელმწიფო სამსახურის თანამდებობათა დაკავების წესის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 23 ივნისის №236/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 176/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 12/06/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 64, 21/06/2002 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 17/01/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470.230.000.11.119.005.362 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.362
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №176/ნ
2002 წლის 12 ივნისი
ქ. თბილისი
“დასაქმების სახელმწიფო სამსახურის თანამდებობათა დაკავების წესის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 23 ივნისის №236/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
“დასაქმების სფეროში რეფორმის განხორციელების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 22 თებერვლის №63 ბრძანებულების შესაბამისად, დასაქმების სახელმწიფო სამსახურის თანამდებობის საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრის მიზნით, ვბრძანებ:
1. “დასაქმების სახელმწიფო სამსახურის თანამდებობათა დაკავების წესის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 23 ივნისის №236/ნ ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“2. ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დებულებით დადგენილი წესით ხდება დასაქმების სახელმწიფო სამსახურის ყველა სტრუქტურული ერთეულის თანამდებობის დაკავება, გარდა:
ა) დასაქმების სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილეების, აპარატის უფროსის, მდივან-რეფერენტის;
ბ) საფინანსო სამმართველოს;
გ) საგარეო და საზოგადოებასთან ურთიერთობების სამმართველოს;
დ) საერთო განყოფილების;
ე) სტატისტიკური ანგარიშგებისა და ერთიანი საინფორმაციო ბაზის მართვის განყოფილების;
ვ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების;
ზ) დალისა (კოდორის) და პანკისის ხეობის, ერედვისა და ქურთის რაიონული განყოფილებების.”
ბ) ბრძანებიდან ამოღებულ იქნეს მე-3 პუნქტი;
გ) ბრძანების მე-5 პუნქტით დამტკიცებული, საკონკურსო პროგრამა (დანართი 2) ჩამოყალიბდეს თანდართული დანართის სახით (დანართი №1);
დ) ბრძანების მე-6 პუნქტით დამტკიცებული, დასაქმების სახელმწიფო სამსახურის საკონკურსო თანამდებობათა საკვალიფიკაციო მოთხოვნები (დანართი 3) ჩამოყალიბდეს თანდართული დანართის სახით (დანართი №2).
2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. გამყრელიძე
დანართი 1
დასაქმების სახელმწიფო სამსახურის თანამშრომელთა საკონკურსო პროგრამის საკითხები
I ჯგუფი
1. საქართველოს კანონი “დასაქმების შესახებ” (2001 წლის 28 სექტემბერი)
2. საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 22 თებერვლის №63 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულება “დასაქმების სახელმწიფო სამსახურის შესახებ”
3. საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 3 მაისის №177 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულება “სამუშაოს მაძიებელთა და უმუშევართა რეგისტრაციისა და აღრიცხვის შესახებ”
4. საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 28 თებერვლის №87 ბრძანებულება “საზოგადოებრივ სამუშაოთა ორგანიზების შესახებ დებულების თაობაზე”
5. “უმუშევრობის პრევენციული ღონისძიებების განხორციელების წესის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 25 იანვრის №24/ნ ბრძანება
6. “სტიპენდიისა და უმუშევრის შემწეობის დანიშვნისა და გაცემის წესის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 25 იანვრის №23/ნ ბრძანება
7. საქართველოს კანონი “მეწარმეთა შესახებ”
სამეწარმეო საქმიანობის ცნება. საწარმოს ცნება. ინდივიდუალური საწარმო. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება. კომანდიტური საზოგადოება. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება. სააქციო საზოგადოება. კოოპერატივი. რეგისტრაციის ცნება. სამეწარმეო რეესტრის ცნება და მნიშვნელობა. საწარმოს რეგისტრაციის პირობები. ფილიალის ცნება. ფილიალის რეგისტრაცია.
8. საქართველოს კანონი “მცირე საწარმოთა მხარდაჭერის შესახებ”
მცირე საწარმოს განსაზღვრის კრიტერიუმები. რა შემთხვევაში არ ჩაითვლება საწარმო მცირედ. დასაქმებულთა რაოდენობის განსაზღვრა მცირე საწარმოში.
II ჯგუფი
9. საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი
საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის ამოცანები. მუშაკთა ძირითადი შრომითი უფლებები და ვალდებულებები. შრომის ხელშეკრულების მხარეები და შინაარსი. სამუშაოზე მიღების გარანტიები. შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) ვადა. შრომის ხელშეკრულების დადება. საგამოცდო ვადა სამუშაოზე მიღებისას. შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი. ვადიანი შრომის ხელშეკრულების მოქმედების გაგრძელება. განუსაზღვრელი ვადით დადებული შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა მუშაკის ინიციატივით. ვადიანი შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) მოშლა მუშის ან მომსახურის ინიციატივით. შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) შეწყვეტა ადმინისტრაციის ინიციატივით. სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება. გათავისუფლებული მუშაკის კომპენსაციები და შეღავათები. ქალის შრომა. ახალგაზრდობის შრომა.
10. საქართველოს კანონი “სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ”
რა არის ლიცენზია. ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის სახეები და ლიცენზიის გაცემაზე უფლებამოსილი პირები. ლიცენზიის გამცემი ორგანოს უფლებამოსილება. ლიცენზიის მოქმედების ვადა. სალიცენზიო მოსაკრებელი. ლიცენზიის გაჩერება და გაუქმება.
11. საგადასახადო კოდექსი
გადასახადის სახეები
საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადები. ადგილობრივი გადასახადები.
ტერმინთა განსაზღვრებანი
საწარმოები; ინდივიდუალური საწარმო; ორგანიზაციები; საბიუჯეტო ორგანიზაცია; საქველმოქმედო ორგანიზაცია; ფიზიკური პირი-მეწარმე; საგადასახადო ვალდებულება.
საგადასახადო კოდექსში გამოყენებულ ტერმინთა განსაზღვრებები
გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი; ნათესავები; დასაბეგრი ქონების ადგილსამყოფელი; დასაბეგრი ბრუნვა; მომსახურების გაწევა; სამუშაო; სამუშაოს შესრულება; საქონლის მიწოდება; ფინანსური მომსახურება; დივიდენდი; ძირითადი საშუალებები; პროცენტი; ოჯახი; წმინდა მოგება; პარტნიორი; არაპირდაპირი გადასახადი.
საერთო სახელმწიფოებრივი გადასახადები
საშემოსავლო გადასახადი
გადასახადის გადამხდელები; დაბეგვრის ობიექტი; ერთობლივი შემოსავალი; საშემოსავლო გადასახადის განაკვეთები; პრეზუმციული გადასახადი; გადასახადის დაკავება გადახდის წყაროსთან.
მოგების გადასახადი
გადასახადის გადამხდელები; დაბეგვრის ობიექტი; გადასახადის განაკვეთები; გამოქვითვები და ზარალი.
დამატებული ღირებულების გადასახადი
დამატებული ღირებულების გადასახადის ცნება; გადასახადის გადამხდელები; სავალდებულო რეგისტრაცია; დაბეგვრის ობიექტი; საგადასახადო განაკვეთები.
აქციზი
აქციზის ცნება; გადასახადის გადამხდელები; დაბეგვრის ობიექტი.
ქონების გადასახადი
ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადი; გადასახადის გადამხდელები; დაბეგვრის ობიექტი; გადასახადის განაკვეთები.
საწარმოთა ქონების გადასახადი
გადასახადის გადამხდელები; დაბეგვრის ობიექტი; გადასახადის განაკვეთები.
მიწის გადასახადი
გადასახადის გადამხდელები; დაბეგვრის ობიექტი; მიწის გადასახადით დაბეგვრის პრინციპები; სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის დაბეგვრის ობიექტი; არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის დაბეგვრის ობიექტი; მიწის გადასახადისგან განთავისუფლება.
ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მესაკუთრეთა გადასახადი
გადასახადის გადამხდელები; დაბეგვრის ობიექტი; გადასახადის განაკვეთები; საგადასახადო შეღავათები.
სოციალური გადასახადი
სოციალური გადასახადის ცნება; გადასახადის გადამხდელები; დაბეგვრის ობიექტი; გადასახადის განაკვეთები; საგადასახადო შეღავათები.
გადასახადი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის
გადასახადის გადამხდელები; დაბეგვრის ობიექტი.
ადგილობრივი გადასახადები
გადასახადი ეკონომიკური საქმიანობისათვის
გადასახადის გადამხდელები; დაბეგვრის ობიექტი; გადასახადის განაკვეთები.
სათამაშო ბიზნესის გადასახადი
გადასახადის გადამხდელები; დაბეგვრის ობიექტი.
საკურორტო გადასახადი
გადასახადის გადამხდელები; დაბეგვრის ობიექტი; გადასახადის განაკვეთები;
სასტუმროს გადასახადი
გადასახადის გადამხდელები; დაბეგვრის ობიექტი; გადასახადის განაკვეთები.
რეკლამის გადასახადი
გადასახადის გადამხდელები; დაბეგვრის ობიექტი; გადასახადის განაკვეთები.
გადასახადი ადგილობრივი სიმბოლიკის გამოყენებისათვის
გადასახადის გადამხდელები; დაბეგვრის ობიექტი; გადასახადის განაკვეთები.
12. საქართველოს კანონი “განათლების შესახებ”
პროფესიული განათლება. პროფესიული გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება. უხარისხო სწავლებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სახელმწიფო დაკვეთა. სოციალური გარანტიები და უფლება-მოვალეობანი განათლების სფეროში.
13. საქართველოს კანონი “გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ”
გაკოტრებაუნარიანობა. გაკოტრების საფუძველი. გადახდისუნარიანობა, ზედავალიანება. გაკოტრების წარმოების ფორმალური წინაპირობა.
14. საბაჟო გადასახადები
საბაჟო გადასახადის სახეები. საბაჟო გადასახდელები. გადასახადები საბაჟოში. საბაჟო მოსაკრებლები.
III ჯგუფი
15. საქართველოს საბიუჯეტო სისტემა
საბიუჯეტო სისტემის სტრუქტურა. ბიუჯეტების შემოსავალი და ხარჯები. ბიუჯეტების ურთიერთდამოკიდებულება. საბიუჯეტო პროცესის ორგანიზაცია. საბიუჯეტო რეგულირება. საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავალი და ხარჯები. საგანგებო ბიუჯეტი. სპეციალური სახელმწიფო ფონდის არსი და მათი შექმნის წესი. სპეციალური სახელმწიფო ფონდების შემოსავალი და ხარჯები.
16. საქართველოს კანონი “საჯარო სამსახურის შესახებ”
საჯარო სამსახურისა და სახელმწიფო თანამდებობათა ცნება. საჯარო მოსამსახურის ცნება. მოხელის სამსახურში მიღება. მოხელის გამოსაცდელი ვადა. მოსამსახურის უფლებები და გარანტიები. მოხელის ატესტაცია. სამსახურიდან გათავისუფლება.
17. საქართველოს კანონი “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ”
ტერმინთა განმარტება
სახელმწიფო შესყიდვა; შემსყიდველი ორგანიზაცია; შესყიდვის ობიექტი; პრეტენდენტი; მიმწოდებელი; სამშენებლო სამუშაო; პრეფერენციული შეღავათი.
სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია
სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების საშუალებანი; ტენდერის ფორმის შერჩევის წესი; გამარჯვებულ პრეტენდენტებთან ხელშეკრულების დადება; სატენდერო მოსაკრებელი; ერთ პირთან მოლაპარაკება; სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ანგარიში.
IV ჯგუფი
18. საქართველოს ორგანული კანონი “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ”
ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ცნება. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები და თანამდებობის პირები. საკრებულოს კომპეტენცია. საკრებულოს აღმასრულებელი ორგანოები.
19. საქართველოს კანონი “აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ”
აღმასრულებელი ხელისუფლება
ა) სამთავრობო დაწესებულება;
ბ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება.
სამინისტროს სტატუსი.
20. საქართველოს კანონი “შეზღუდული შესაძლებლობის პირთა სოციალური დაცვის შესახებ”
ცნება “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის” განსაზღვრა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შრომის უფლებებოს რეალიზაცია. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შრომის პირობები. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პროფესიული მომზადება და კვალიფიკაციის ამაღლება.
დანართი 2
დასაქმების სახელმწიფო სამსახურის საკონკურსო თანამდებობების საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საქართველოს დასაქმების სახელმწიფო სამსახურში ქვემოთ ჩამოთვლილი საკონკურსო თანამდებობის დაკავების უფლება აქვს:
|
1. | სტატისტიკური ანგარიშგებისა და ანალიზის სამმართველოს უფროსი | ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლების მქონე პირი, რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის სულ მცირე სამი წლის გამოცდილება, ან ბ) ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს დასაქმების ერთიან სახელმწიფო ფონდში არანაკლებ სამი წლის მუშაობის სტაჟის მქონე პირი, - ტესტირებისას დაგროვილ ქულათა რაოდენობა აღემატება 170-ს. |
| 2.
| სტატისტიკური ანგარიშგებისა და ანალიზის სამმართველოს უფროსის მოადგილე
| ა) უმაღლესი განათლების ეკონომისტი ან სოციოლოგი, რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის სულ მცირე სამი წლის გამოცდილება, ან ბ) ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს დასაქმების ერთიან სახელმწიფო ფონდში არანაკლებ სამი წლის მუშაობის სტაჟის მქონე პირი, - ტესტირებისას დაგროვილ ქულათა რაოდენობა აღემატება 160-ს. |
| 3.
| შრომის ბაზრის ანალიზის განყოფილების უფროსი,
ქალაქის საკოორდინაციო განყოფილების უფროსი
| ა) უმაღლესი განათლების ეკონომისტი ან სოციოლოგი, რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის სულ მცირე სამი წლის გამოცდილება, ან ბ) ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს დასაქმების ერთიან სახელმწიფო ფონდში არანაკლებ სამი წლის მუშაობის სტაჟის მქონე პირი, - ტესტირებისას დაგროვილ ქულათა რაოდენობა აღემატება 150-ს. |
| 4.
| პროგრამების სამმართველოს უფროსი
| ა) უმაღლესი ეკონომიკური ან იურიდიული განათლების მქონე პირი, რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის სულ მცირე სამი წლის გამოცდილება, ან ბ) ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს დასაქმების ერთიან სახელმწიფო ფონდში არანაკლებ სამი წლის მუშაობის სტაჟის მქონე პირი, - ტესტირებისას დაგროვილ ქულათა რაოდენობა აღემატება 170-ს. |
|
5. | პროგრამების სამმართველოს უფროსის მოადგილე
| ა) უმაღლესი ეკონომიკური ან იურიდიული განათლების მქონე პირი, რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის სულ მცირე სამი წლის გამოცდილება, ან ბ) ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს დასაქმების ერთიან სახელმწიფო ფონდში არანაკლებ სამი წლის მუშაობის სტაჟის მქონე პირი, - ტესტირებისას დაგროვილ ქულათა რაოდენობა აღემატება 160-ს. |
| 6.
| შიდა კონტროლის სამმართველოს უფროსი
| ა) უმაღლესი ეკონომიკური ან იურიდიული განათლების მქონე პირი, რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის სულ მცირე სამი წლის გამოცდილება, ან ბ) ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს დასაქმების ერთიან სახელმწიფო ფონდში არანაკლებ სამი წლის მუშაობის სტაჟის მქონე, - პირი ტესტირებისას დაგროვილ ქულათა რაოდენობა აღემატება 170-ს. |
| 7.
| შიდა კონტროლის სამმართველოს უფროსის მოადგილე
| ა) უმაღლესი ეკონომიკური ან იურიდიული განათლების მქონე პირი, რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის სულ მცირე სამი წლის გამოცდილება, ან ბ) ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს დასაქმების ერთიან სახელმწიფო ფონდში არანაკლებ სამი წლის მუშაობის სტაჟის მქონე პირი, - ტესტირებისას დაგროვილ ქულათა რაოდენობა აღემატება 160-ს. |
| 8.
| იურიდიული სამმართველოს უფროსი
| უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი, რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ორი წლის სტაჟი, - ტესტირებისას დაგროვილ ქულათა რაოდენობა აღემატება 170-ს. |
| 9.
| იურიდიული სამმართველოს უფროსის მოადგილე
| უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი, რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ორი წლის სტაჟი, - ტესტირებისას დაგროვილ ქულათა რაოდენობა აღემატება 150-ს. |
| 10.
| აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სამსახურის უფროსი | უმაღლესი განათლების მქონე პირი, - ტესტირებისას დაგროვილ ქულათა რაოდენობა აღემატება 150-ს. |
| 11.
| რაიონული განყოფილების უფროსი,
აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სამსახურის უფროსის მოადგილე | ა) უმაღლესი განათლების ეკონომისტი ან იურისტი, ან ბ) ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს დასაქმების ერთიან სახელმწიფო ფონდში არანაკლებ სამი წლის მუშაობის სტაჟის მქონე პირი - ტესტირებისას დაგროვილ ქულათა რაოდენობა აღემატება 140-ს.
უმაღლესი განათლების მქონე პირი,
- ტესტირებისას დაგროვილ ქულათა რაოდენობა აღემატება 140-ს. |
| 12.
| პროგრამების სამმართველოს, შიდა კონტროლის სამმართველოს, შრომის ბაზრის ანალიზის განყოფილების, ქალაქის საკოორდინაციო განყოფილების მთავარი სპეციალისტი. თბილისის რაიონული განყოფილების უფროსის მოადგილე | უმაღლესი განათლების მქონე პირი, - ტესტირებისას დაგროვილ ქულათა რაოდენობა აღემატება 130-ს.
|
|
13. | პროგრამების სამმართველოს, ქალაქის საკოორდინაციო განყოფილების წამყვანი სპეციალისტი | უმაღლესი განათლების მქონე პირი, - ტესტირებისას დაგროვილ ქულათა რაოდენობა აღემატება 120-ს. |
| 14.
| რაიონული განყოფილების მთავარი სპეციალისტი | უმაღლესი განათლების მქონე პირი, - ტესტირებისას დაგროვილ ქულათა რაოდენობა აღემატება 120-ს. |
| 15.
| რაიონული განყოფილების წამყვანი სპეციალისტი | უმაღლესი განათლების მქონე პირი, - ტესტირებისას დაგროვილ ქულათა რაოდენობა აღემატება 110-ს. |
| 16.
| აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სამსახურის სპეციალისტი | უმაღლესი განათლების მქონე პირი, ტესტირებისას დაგროვილ ქულათა რაოდენობა აღემატება 100-ს |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები