დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
„ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 87 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 23/02/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/02/2022 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/03/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.023295 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (24/02/2022 - 22/03/2022)
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/02/2016, 300160070.10.003.019106) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის 1018.4 ქვეთავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1018.4 ჩიხები. თუ საჭიროა ერთზე მეტი გასასვლელის ან გასასვლელთან მისადგომის გზა-კარი, გასასვლელთან მისადგომი ისე უნდა მოეწყოს, რომ დერეფნებში არ შეიქმნას 6,0 მ-ზე გრძელი ჩიხები. გამონაკლისი: 1. დწ-3 ჯგუფის დაკავებულობების მე-2, მე-3 ან მე-4 მდგომარეობაში (იხ. ქვეთავი 308.5) დერეფნის ჩიხის სიგრძე 15 მ-ს არ უნდა აღემატებოდეს. 2. სქ, სგ, სმ, დწ-1, სვ, სც-1, სც-2 (გარდა ამ გამონაკლისის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შენობებისა), სც-4 და დს ჯგუფების დაკავებულობებში, სადაც შენობა მთლიანადაა აღჭურვილი 903.3.1.1 ქვეთავის შესაბამისად დაყენებული ავტოსაშხეფი სისტემით, დერეფნის ჩიხის სიგრძე 15 მ-ს არ უნდა აღემატებოდეს. 3. დერეფნის ჩიხის სიგრძე არ უნდა შეიზღუდოს, თუ მისი სიგრძე ყველაზე მცირე სიგანეს 2,5-ჯერ არ აღემატება. 4. სც-2 ჯგუფს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შენობაში, სადაც დერეფნები მთლიანადაა აღჭურვილი 903.3.1.1 ქვეთავის შესაბამისად დაყენებული ავტოსაშხეფი სისტემით, დერეფნის ჩიხის სიგრძე 15 მ-ს არ უნდა აღემატებოდეს.“. |
მუხლი 2 |
ამ დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება იმ ობიექტებზე, რომლებზეც მშენებლობის ნებართვა 2022 წლის 1 მარტამდე გაიცა. |
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 მარტიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები