„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ფორმების, გამოყენებისა და აღიცხვა-ანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 21 მარტის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/02/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/03/2022
სარეგისტრაციო კოდი 020080160.35.160.016740
7
28/02/2022
ვებგვერდი, 01/03/2022
020080160.35.160.016740
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ფორმების, გამოყენებისა და აღიცხვა-ანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 21 მარტის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
 
 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2022 წლის 28 თებერვალი

ქ. რუსთავი

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ფორმების, გამოყენებისა და აღიცხვა-ანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 21 მარტის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ფორმების, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 21 მარტის №37 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 23/03/2018 წ., 020080160.35.160.016474) პირველ მუხლში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:     

1.1 ამ მუხლის „ა“ პუნქტით დამტკიცებული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით (დანართი №1);

1.2 ამ მუხლის „ბ“ პუნქტით დამტკიცებული საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლით  გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით (დანართი №2);

1.3 ამ მუხლის „გ“ პუნქტით დამტკიცებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესში (დანართი №3):

ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1

1. წინამდებარე წესი შემუშავებულიამკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებსაქართველოს კანონისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანების შესაბამისად.

2. აღნიშნული წესის თანახმად მკაცრი აღრიცხვის ფორმების (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) გამოყენებისა და მისი აღრიცხვა-წარმოების უფლებამოსილება ენიჭება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას (შემდეგ   – „მუნიციპალური  ინსპექცია“).

ბ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3

მუნიციპალური ინსპექციის უფლებამოსილი პირი ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სამსახურის დებულებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, ასევე საქართველოს ორგანული კანონის – „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-80 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის ნაწილში საარჩევნო პლაკატების უკანონოდ ჩამოხსნის, ჩამოხევის, დაფარვის ან დაზიანების სამართალდარღვევებზე.

გ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თანამშრომლისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემა ხორციელდება მუნიციპალურ ინსპექციაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვასა და გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მიერ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემა აღირიცხება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №1).“.

დ) მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით განსაზღვრული ჟურნალების ფურცლები ინომრება რიგითობის მიხედვით. ჟურნალის გარეკანი და ფურცლები უნდა იქნეს ზონარგაყრილი. ამასთან ზონარის კვანძზე ეკვრება ეტიკეტი, რომელიც მოწმდება მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის ხელმოწერითა და ბეჭდით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარი შეროზია