დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ზოგიერთი კომუნალური მომსახურების ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 3 თებერვლის №52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 84 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 22/02/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/02/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280120000.10.003.023292 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ზოგიერთი კომუნალური მომსახურების ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 3 თებერვლის №52 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/02/2022, 280120000.10.003.023260) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5 1. ამ დადგენილებით მოსარგებლე ოჯახების მონაცემები ურთიერთშეთანხმებული ფორმატით, შესაბამისი თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით, მიეწოდება ელექტროენერგიის შესაბამის მიმწოდებლებს (მათ შორის, უნივერსალური მომსახურების შესაბამის მიმწოდებლებს) ან/და შესაბამის ლიცენზიანტს, რომელიც საკუთარი პასუხისმგებლობით უზრუნველყოფს სუბსიდიის ოდენობის გაანგარიშებასა და ასანაზღაურებელი თანხის (სუბსიდიის ოდენობის) თაობაზე სააგენტოსათვის მოთხოვნის გაგზავნას. სააგენტო არ არის უფლებამოსილი, მოახდინოს ამ მუხლის თანახმად მიწოდებული მონაცემების (ასანაზღაურებელი თანხის) სისწორის შემოწმება ან რაიმე სახის კორექტირება. 2. მუნიციპალიტეტების მიერ ელექტროენერგიის ან/და სასმელი წყლის/წყალარინების სუბსიდირება/შეღავათი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ამ დადგენილებით გათვალისწინებულ ოჯახებზე გავრცელდეს მას შემდეგ, რაც ელექტროენერგიის შესაბამისი მიმწოდებლის (მათ შორის, უნივერსალური მომსახურების შესაბამისი მიმწოდებლის) ან/და შესაბამისი ლიცენზიანტის მიერ გათვალისწინებული (გამოკლებული) იქნება ამ დადგენილებით განსაზღვრული სუბსიდიის ასანაზღაურებელი თანხა.“. 2. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის/წყალარინების სუბსიდირების მიზნით, ელექტროენერგიის შესაბამისი მიმწოდებლისთვის (მათ შორის, ელექტროენერგიის უნივერსალური მომსახურების შესაბამისი მიმწოდებლისთვის) ან შესაბამისი ლიცენზიანტისთვის თანხის გადარიცხვა არ წარმოადგენს ზემოაღნიშნული კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვას და საანგარიშგებო თვის ელექტროენერგიის და/ან სასმელი წყლის/წყალარინების საფასურის ანაზღაურება (სუბსიდირება) განხორციელდეს სააგენტოსა და ელექტროენერგიის შესაბამის მიმწოდებელთან (მათ შორის, ელექტროენერგიის უნივერსალური მომსახურების შესაბამის მიმწოდებელთან) ან შესაბამის ლიცენზიანტთან არსებული შეთანხმების/მოლაპარაკების შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები