№48-01 ხარაგაულის დაბის საარჩევნო ოლქის საარჩევნო უბნებში კენჭისყრის ახალი ვადის დანიშვნის თაობაზე

  • Word
№48-01 ხარაგაულის დაბის საარჩევნო ოლქის საარჩევნო უბნებში კენჭისყრის ახალი ვადის დანიშვნის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 21/2002
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 15/06/2002
დოკუმენტის ტიპი ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 63, 19/06/2002
სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.13.007.005.357
  • Word
21/2002
15/06/2002
სსმ, 63, 19/06/2002
010.340.000.13.007.005.357
№48-01 ხარაგაულის დაბის საარჩევნო ოლქის საარჩევნო უბნებში კენჭისყრის ახალი ვადის დანიშვნის თაობაზე
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.13.007.005.357

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო

კომისიის დადგენილება №21/2002

2002 წლის 15 ივნისი

ქ. თბილისი

№48-01 ხარაგაულის დაბის საარჩევნო ოლქის საარჩევნო უბნებში კენჭისყრის ახალი ვადის დანიშვნის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

1. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2002 წლის 8 ივნისის №94/2002 განკარგულების მე-2 პუნქტი.

2. №48-01 ხარაგაულის დაბის საარჩევნო ოლქის პირველ და მეორე საარჩევნო უბნებში კენჭისყრის ახალ ვადად განისაზღვროს 2002 წლის 30 ივნისი.

კომისიის თავმჯდომარე   ჯ. ლომინაძე