დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის, ყურძნისეული წარმოშობის სპირტის, ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის წარმოების, შენახვისა და რეალიზაციის სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 13 დეკემბრის №2-1009 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-139 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 24/02/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/02/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340050000.22.023.016713 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ : |
| მუხლი 1 |
„ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის, ყურძნისეული წარმოშობის სპირტის, ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის წარმოების, შენახვისა და რეალიზაციის სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 13 დეკემბრის №2-1009 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 13/12/2018, სარეგისტრაციო კოდი: 340050000.22.023.016555) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის, ყურძნისეული წარმოშობის სპირტის, ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის წარმოების, შენახვისა და რეალიზაციის სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების წესის“ მე-3 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ.დ) ღვინის, ღვინისეული სასმლის, ყურძნისეული წარმოშობის სპირტისა და სპირტიანი სასმელების ნაშთები და მათი წარმოების ტექნოლოგიური პროცესები;“; ბ) მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ღვინის, ღვინისეული სასმლის, ყურძნისეული წარმოშობის სპირტის და სპირტიანი სასმელების ნაშთები, მათი წარმომავლობა, წარმოების საწარმოო-ტექნოლოგიური პროცესები, გამოყენებული მასალები და ნივთიერებები.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები