„სისტემურ-ელექტრონული ფორმით ლატარიის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ მოთამაშის რეგისტრაციის, იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 26 თებერვლის №43 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 52
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 22/02/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/02/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2022
სარეგისტრაციო კოდი 040170310.22.033.017558
52
22/02/2022
ვებგვერდი, 23/02/2022
040170310.22.033.017558
„სისტემურ-ელექტრონული ფორმით ლატარიის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ მოთამაშის რეგისტრაციის, იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 26 თებერვლის №43 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 
საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №52

2022 წლის 22 თებერვალი

ქ. თბილისი

„სისტემურ-ელექტრონული ფორმით ლატარიის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ მოთამაშის რეგისტრაციის, იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 26 თებერვლის №43 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სისტემურ-ელექტრონული ფორმით ლატარიის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ მოთამაშის რეგისტრაციის, იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 26 თებერვლის №43 ბრძანებით დამტკიცებული (www.matsne.gov.ge, 01/03/2021, სარეგისტრაციო კოდი: 040170310.22.033.017448) წესის:

1. მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მოთამაშე – „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირი, რომელიც თამაშობაში მონაწილეობს მოგების მიღების მიზნით, გარდა ამავე კანონის მე-3 მუხლის „ბ1“ და „ბ3“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისა;“.

2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა)  მოწყობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია მოთამაშის ვერიფიკაციის დღიდან ყოველწლიურად (ყოველი უწყვეტი 12 კალენდარული თვის დასრულებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა) მოახდინოს პირის ხელახალი ვერიფიკაცია ამ წესის მე-5 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად.“.

3. მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ – „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის ცვლილება დასაშვებია მხოლოდ ამ წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ – „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე წესით მოთამაშის ვერიფიკაციის გზით, ხოლო ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის ცვლილება დასაშვებია ამ წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე წესით მოთამაშის ვერიფიკაციის გზით. ამასთან, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის ცვლილების მიზნებისთვის, ამ წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესით ვერიფიკაცია გულისხმობს მოთამაშის ახალ აქტიურ ტელეფონის ნომერზე მოკლევადიანი ერთჯერადი კოდის მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით გაგზავნის გზით ვერიფიკაციას და მისი გამოყენება დასაშვებია იმ პირობით, რომ სათამაშო ანგარიშის სხვა პირის მიერ გამოყენების თავიდან არიდების მიზნით ოპერატორს დანერგილი აქვს შესაბამისი პროცედურა ან/და მისი მხრიდან მიღებულია დამატებითი ზომები.“.

4. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. ოპერატორი ვალდებულია მოთამაშის ხელახალი ვერიფიკაციის უზრუნველსაყოფად განახორციელოს ყველა შემდეგი ღონისძიება:

ა) მოთამაშის აქტიურ ტელეფონის ნომერზე მოკლევადიანი ერთჯერადი კოდის მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით გაგზავნა;

ბ) საქართველოს მოქალაქის და ბინადრობის მოწმობის მფლობელის შემთხვევაში, პირის საიდენტიფიკაციო მონაცემების სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში გადამოწმება;

გ) სანქციადაკისრებულ პირთა სიაში გადამოწმება. ამ მიზნით, ოპერატორი უფლებამოსილია სააგენტოდან მიიღოს მოთამაშის შესახებ შემდეგი ინფორმაცია: სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, დაბადების ადგილი, პირადი ნომერი, დოკუმენტის ნომერი, გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა, ფოტოსურათი და რეგისტრირებული საცხოვრებელი მისამართი.“.

5. მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) არ დაუშვას მოთამაშე სათამაშოდ და არ მიიღოს თანხა ან/და ფსონები ამ წესის (ელექტრონულად იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის შემთხვევაში) და ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესის (პირისპირ (არაელექტრონულად) იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის შემთხვევაში) შესაბამისად იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის გარეშე, ასევე, ამ წესის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ყოველწლიური ხელახალი ვერიფიკაციის გარეშე;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 1 მარტიდან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი