„ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №48 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №48 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/02/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/02/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.158.016551
4
21/02/2022
ვებგვერდი, 23/02/2022
010250040.35.158.016551
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №48 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4

2022 წლის 21 თებერვალი

ქ. ბოლნისი

 

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №48 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

 „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტების საფუძველზე, „ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №48 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 21/11/2017, 010250040.35.158.016373) დამტკიცებულ დანართ №1-ში შევიდეს ცვლილებები და დამატებები:

მუხლი 1
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის 23-ე მუხლის მე-5 პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„5. საკრებულოს წევრი, გარდა საკრებულოს თავმჯდომარისა, ვალდებულია იყოს ერთი, მაგრამ არაუმეტეს ორი კომისიის წევრი.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„დ) კომისიის წევრის საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში.“.

3. დადგენილებით დამტკიცებულ დანართი №1-ს დაემატოს შემდეგი შინაარსის 401 მუხლი:

მუხლი 401. მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიცია

1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ უმრავლესობის ხელმოწერებით დადასტურებული მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრთა სია, რომელსაც იგი რეგისტრაციაში ატარებს. დაუშვებელია მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრთა სიაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს რომელიმე ფრაქციის წევრთა ნაწილის შეყვანა.

2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრთა სიაში მიეთითება მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის ლიდერი. მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის ლიდერი არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობა და შესაძლებელია ამ სტატუსის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობასთან შეთავსება. მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის ლიდერი უზრუნველყოფს უმრავლესობაში შემავალი ფრაქციებისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფრაქციო წევრთა მუშაობის საერთო პოლიტიკურ კოორდინაციას.

3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციას, უფრაქციო  წევრს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს დატოვოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობა. მისი დატოვების შესახებ იგი აცნობებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის  საკითხთა კომისიას. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობაში შემავალი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციაში შემავალ ფრაქციაში გაერთიანდა, იგი უმრავლესობიდან გასულად ჩაითვლება. შესაბამის ცვლილებას მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის  საკითხთა კომისიის წარდგინებით რეგისტრაციაში ატარებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო რეგისტრაციაში არ გაატარებს შესაბამის ცვლილებას, თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობაში შემავალ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა რაოდენობა მუნიციპალიტეტის საკრებულოს სრული შემადგენლობის უმრავლესობაზე ნაკლები გახდა. ასეთ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობა დაშლილად ითვლება. მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის დაშლის შემდეგ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს ამ მუხლით დადგენილი წესით წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრთა ახალი სია, რომელსაც იგი რეგისტრაციაში ატარებს.

4. მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრებს უფლება აქვთ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს ნებისმიერ დროს წარუდგინონ მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრთა განახლებული სია. ეს სია ახლდება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესით.

5. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ის  წევრი, რომელიც არ შედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობაში, განეკუთვნება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციას. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციის წევრთა სიას მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის  საკითხთა კომისიის წარდგინებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრთა სიის რეგისტრაციის ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრთა სიაში ცვლილების შეტანის შემდეგ უახლოეს სხდომაზე რეგისტრაციაში ატარებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი