დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 23 თებერვლის №123 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 22 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 22/02/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/02/2022 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 22/02/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.017211 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 23 თებერვლის №123 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 23 თებერვლის №123 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 23/02/2015, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016412) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების:
1. მე-5 მუხლის: ა) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი: „ბ1) დასავლეთის რეგიონული სამმართველო;“; ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) დისციპლინური დევნის I სამმართველო;“; გ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი: „გ1) დისციპლინური დევნის II სამმართველო;“. 2. მე-6 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. ადმინისტრაცია (მთავარი სამმართველო)“; ბ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) ოპერატიულ-სამორიგეო სამსახური.“. 3. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „გ“და „გ1“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. 4. მე-7 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი: „მუხლი 71. დასავლეთის რეგიონული სამმართველო დასავლეთის რეგიონული სამმართველო ახორციელებს ამ დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ფუნქციებს, გარდა ამავე პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფუნქციისა.“. 5. მე-8 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. დისციპლინური დევნის I და II სამმართველო“; ბ) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დისციპლინური დევნის I და II სამმართველო:“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 22 თებერვლიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები