დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტის 1999 წლის 8 ნოემბრის №263 ბრძანებაში “აქციზური მარკის ნომინალური ღირებულების დამტკიცების შესახებ” დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 168 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 13/06/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 61, 17/06/2002 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 24/11/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.120.000.11.117.005.353 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.120.000.11.117.005.353
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №168
2002 წლის 13 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტის 1999 წლის 8 ნოემბრის №263 ბრძანებაში ”აქციზური მარკის ნომინალური ღირებულების დამტკიცების შესახებ“ დამატებების შეტანის თაობაზე
„საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის I პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ლუდის აქციზური მარკების ბეჭდვასა და მიწოდებაზე 2002 წლის 26 აპრილს ჩატარებული ტენდერის შედეგად ლუდის აქციზური მარკების დაბეჭდვის ფასის ცვლილების გამო, ვბრძანებ:
1. საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტის 1999 წლის 8 ნოემბრის №263 ბრძანების პირველ პუნქტში არსებულ ცხრილს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 გრაფა:
| N | აქციზური მარკის სახეობა | დაბეჭდვის, ტრანსპორტირებისა და განბაჟების ხარჯები | მიმოქცევასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები | ნომინალური ღირებულება | |
|
|
| აშშ დოლარებში | ლარებში | ლარებში | ლარებში |
| 5 | ლუდის (ახალი აქციზური მარკა) | 5,10 | 9,94 | 0,98 | 10,92 |
2. ზემოაღნიშნული ცხრილის მე-4 გრაფის მოქმედების ვადა განისაზღვროს ძველი ნიმუშის ლუდის აქციზური მარკის სრულ ამოწურვამდე.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. გოგიაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები