საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2013 წლის 11 თებერვლის № 1 ბრძანებით დამტკიცებული ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულებაში ცვლილების განხორციელების შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2013 წლის 11 თებერვლის № 1 ბრძანებით დამტკიცებული ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულებაში ცვლილების განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი
მიღების თარიღი 22/02/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/02/2022
სარეგისტრაციო კოდი 010240040.45.050.016010
9
22/02/2022
ვებგვერდი, 23/02/2022
010240040.45.050.016010
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2013 წლის 11 თებერვლის № 1 ბრძანებით დამტკიცებული ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულებაში ცვლილების განხორციელების შესახებ
საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი
 

საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის

ბრძანება №9

2022 წლის 22 თებერვალი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის  საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2013 წლის 11 თებერვლის № 1 ბრძანებით დამტკიცებული ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულებაში ცვლილების განხორციელების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 73-ე მუხლის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის 1-1/1570 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის   საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს დებულების“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტების, სსიპ – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2013 წლის 11 თებერვლის 1 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების“ მე-7 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ: 


მუხლი 1
განხორციელდეს ცვლილება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2013 წლის 11 თებერვლის 1 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების“ მე-4 მუხლში, ამოღებულ იქნას მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი და მე-5 პუნტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და სააგენტოს იურისტი ანგარიშვალდებულნი არიან სააგენტოს გენერალური დირექტორის წინაშე.“.

მუხლი 2
საჯარო სამართლის იურიდიული პირის  საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2013 წლის 11 თებერვლის №1 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების“ სხვა მუხლები და პუნქტები დარჩეს უცვლელი.
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოს გენერალური დირექტორიდავით ტყემალაძე