ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის – განათლების ხელშეწყობის, კულტურის ღონისძიებების, სპორტული ღონისძიებების და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის – განათლების ხელშეწყობის, კულტურის ღონისძიებების, სპორტული ღონისძიებების და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/02/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/02/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 25/08/2023
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.112.016470
4
21/02/2022
ვებგვერდი, 22/02/2022
190020020.35.112.016470
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის – განათლების ხელშეწყობის, კულტურის ღონისძიებების, სპორტული ღონისძიებების და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის – განათლების ხელშეწყობის, კულტურის ღონისძიებების, სპორტული ღონისძიებების და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4

2022 წლის 21 თებერვალი

ქ. ლანჩხუთი

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის – განათლების ხელშეწყობის, კულტურის ღონისძიებების, სპორტული ღონისძიებების და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის – განათლების ხელშეწყობის; კულტურის ღონისძიებების; სპორტული ღონისძიებების და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 იანვრის №1 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი matsne.gov.ge, 04/02/2021 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.112.016439) შევიდეს ცვლილება, კერძოდ:
ა) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის – განათლების ხელშეწყობის; კულტურის ღონისძიებების; სპორტული ღონისძიებების და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესის“ მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. წარმატებული სპორტსმენის, მწვრთნელის, ღვაწლმოსილი ვეტერანი სპორტსმენის დაჯილდოება

1.  წარმატებული სპორტსმენის ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს შემდეგი სახით:

ა) საქართველოს ჩემპიონატის: I ადგილი – 600 ლარი, II ადგილი – 400 ლარი, III ადგილი – 300 ლარი.

ბ) ევროპის ჩემპიონატის: I ადგილი – 800 ლარი, II ადგილი – 600 ლარი, III ადგილი – 500 ლარი.

გ) მსოფლიო ჩემპიონატის: I ადგილი – 1 000 ლარი, II ადგილი – 800 ლარი, III ადგილი – 600 ლარი.

დ) ოლიმპიური თამაშების I ადგილი – 2 000 ლარი, II ადგილი – 1 500 ლარი, III ადგილი – 1000 ლარი.

2. წარმატებული სპორტსმენის მწვრთნელის ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს შემდეგი სახით:

ა) საქართველოს ჩემპიონატის: I ადგილი – 400 ლარი, II ადგილი – 300 ლარი, III ადგილი – 200 ლარი.

 ბ) ევროპის ჩემპიონატის: I ადგილი – 600 ლარი, II ადგილი – 400 ლარი, III ადგილი – 300 ლარი.

 გ) მსოფლიო ჩემპიონატის: I ადგილი – 800 ლარი, II ადგილი – 600 ლარი, III ადგილი – 400 ლარი.

 დ) ოლიმპიური თამაშების: I ადგილი – 1500 ლარი, II ადგილი – 1200 ლარი, III ადგილი – 1000 ლარი.

3. წარმატებული გუნდის ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს შემდეგი სახით:  საქართველოს ოფიციალური ჩემპიონატის I – ადგილი 2 000 ლარი, II – ადგილი 1 500 ლარი, III – ადგილი 1 000 ლარი.

4. ღვაწლმოსილი ვეტერანი სპორტსმენის ფულადი ჯილდოს ოდენობა განისზღვროს საბიუჯეტო წლის მანძილზე ერთჯერადად გასაცემი თანხით – 300 ლარის ოდენობით.“

ბ) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის – განათლების ხელშეწყობის; კულტურის ღონისძიებების; სპორტული ღონისძიებების და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესის“ მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. ხელოვნების სხვადასხვა ჟანრის ინდივიდუალური შემსრულებლების, ხელოვნების წარმომადგენლობების, შემოქმედებითი დასების ხელმძღვანელი პირების დაჯილდოება.

1. ხლოვნების სხვადასხვა ჟანრის ინდივიდუალური შემსრულებლების ფულადი ჯილდოს  ოდენობა განისაზღვროს შემდეგი სახით:

ა) საქართველოს მასშტაბით ფესტივალ-კონკურსებზე გამარჯვების შემთხვევაში: I ადგილი – 300 ლარი, II  ადგილი – 200 ლარი,  III ადგილი – 100 ლარი.

ბ) საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსებზე გამარჯვების შემთხვევაში: I ადგილი – 500  ლარი, II  ადგილი – 300 ლარი,    III ადგილი – 200 ლარი.

2. ხელოვნების წარმომადგენლობების ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს შემდეგი  სახით:

ა) საქართველოს მასშტაბით ფესტივალ-კონკურსებზე გამარჯვების შემთხვევაში: I ადგილი  – 1000 ლარი, II  ადგილი – 800 ლარი,    III ადგილი – 600 ლარი.

ბ) საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსებზე გამარჯვების შემთხვევაში: I ადგილი – 1200 ლარი, II  ადგილი – 1000 ლარი, III ადგილი – 800 ლარი.

3. შემოქმედებითი დასების და ინდივიდუალური შემსრულებლების ხელმძღვანელი პირების ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს შემდეგი სახით:

ა) საქართველოს მასშტაბით ფესტივალ-კონკურსებზე გამარჯვების შემთხვევაში I ადგილი – 200 ლარი.

ბ) საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსებზე გამარჯვების შემთხვევაში I ადგილი – 300 ლარი.“.

გ) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის – განათლების ხელშეწყობის; კულტურის ღონისძიებების; სპორტული ღონისძიებების და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესის“ მე-6 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:    

,,მუხლი 6. გამარჯვებული გუნდის ან/და ინდივიდუალური მონაწილის დაჯილდოება.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ ორგანიზებული – საგანამანთლებლო, კულტურული, სპორტული და ახალგაზდული ღონისძიებების მონაწილე გამარჯვებული გუნდისა და ინდივიდუალური მონაწილის ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს შემდეგი სახით:

ა) გუნდი: I ადგილი - 500 ლარი; II ადგილი – 300 ლარი;

ბ) ინდივიდუალური მონაწილე: I ადგილი – 300 ლარი; II ადგილი – 200 ლარი; III ადგილი – 200 ლარი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2022 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკ ტაბიძე