დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მოთხოვნების/სტანდარტების დადგენის/სამოქმედოდ შემოღების შესახებ, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მაძიებლის/ნებართვის მფლობელის მიერ თავის საქმიანობაში გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქცია/მომსახურება, POS ტერმინალი ან/და ნებისმიერი სხვა მოწყობილობა“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 1 ოქტომბრის №243 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 51 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 21/02/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/02/2022 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/03/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 040170310.22.033.017557 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„მოთხოვნების/სტანდარტების დადგენის/სამოქმედოდ შემოღების შესახებ, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მაძიებლის/ნებართვის მფლობელის მიერ თავის საქმიანობაში გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქცია/მომსახურება, POS ტერმინალი ან/და ნებისმიერი სხვა მოწყობილობა“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 1 ოქტომბრის №243 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 02/10/2020, სარეგისტრაციო კოდი: 040170310.22.033.017377) დამტკიცებულ „სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მოთხოვნებში/სტანდარტებში“ (დანართი №1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; 2. მე-4 მუხლის: ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) მოიპოვოს და შეინახოს მოთამაშის დასტური იმის შესახებ, რომ საქართველოში მოთამაშის მინიმალური დაშვებული ასაკი არის 25 წელი საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში, 18 წელი უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის შემთხვევაში და რომ მოთამაშეს ეკრძალება ანგარიშით სარგებლობის უფლების მინიჭება ნებისმიერი სხვა პირისთვის;“; ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) ოპერატორებს, შიდა კონტროლის ფარგლებში, უნდა გააჩნდეთ მოთამაშეთა მიერ ანგარიშის შექმნის, მოდიფიკაციის, შეჩერების და დაბლოკვის ნათლად ჩამოყალიბებული პროცედურა;“. 3. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 12. ანგარიშის შეჩერება/დაბლოკვა 1. მოთამაშის ანგარიშის შეჩერება/დაბლოკვა შესაძლებელია შემდეგ შემთხვევებში: ა) მოთამაშის მოთხოვნით; ბ) უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნით; გ) ოპერატორის მიერ, თუ დადასტურდა ანგარიშზე ნებისმიერი უკანონო აქტივობა. 2. თუ სათამაშო ანგარიში შექმნილია იმ პირის მიერ, რომელსაც „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ეკრძალება აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობა, ოპერატორი ვალდებულია დაბლოკოს ანგარიში. 3. ოპერატორი ვალდებულია აცნობოს მოთამაშეს ელფოსტის, მოკლე ტექსტური შეტყობინების ან/და ანგარიშზე შესვლისას შესაბამისი შეტყობინების მეშვეობით, რომ ანგარიში ჩერდება/იბლოკება, რა შეზღუდვები ვრცელდება ანგარიშზე და რა ქმედებებია საჭირო იმისათვის, რომ ანგარიშის შეჩერება/დაბლოკვა თავიდან იქნეს აცილებული (ასეთი ქმედებების შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში), გარდა იმ შემთხვევისა, როცა ანგარიში შეჩერდა/დაიბლოკა მოთამაშის მოთხოვნით. 4. ანგარიშის შეჩერების შემთხვევაში სისტემამ არ უნდა მისცეს მოთამაშეს ფსონის განთავსების შესაძლებლობა. 5. ანგარიშის დაბლოკვის შემთხვევაში სისტემამ არ უნდა მისცეს მოთამაშეს: ა) ფსონის განთავსების შესაძლებლობა; ბ) ანგარიშზე თანხის შეტანის შესაძლებლობა; გ) ანგარიშიდან თანხის გამოტანის შესაძლებლობა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ანგარიში იბლოკება ოპერატორის მიერ იმ საფუძვლით, რომ სათამაშო პლატფორმაზე ანგარიში შექმნილია პირის მიერ, რომელსაც „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ეკრძალება აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობა; დ) ანგარიშის წაშლის ან ნებისმიერი ცვლილების შესაძლებლობა. 6. შეჩერებულ/დაბლოკილ ანგარიშს შეიძლება დაუბრუნდეს აქტიური სტატუსი, როდესაც: ა) შეჩერების/დაბლოკვის პერიოდი გავიდა (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ბ) უფლებამოსილმა ორგანომ გასცა შესაბამისი თანხმობა ანგარიშის აქტივაციის შესახებ; გ) მოთამაშემ სრულად შეასრულა გამოსასწორებელი ქმედებები, ასეთის არსებობის შემთხვევაში; დ) აღმოფხვრილია გარემოება, რომლის საფუძველზეც „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად პირს ეკრძალებოდა აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობა. 7. იმ პირის სათამაშო ანგარიშზე განთავსებული თანხების დაბრუნების მიზნით, რომელსაც „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ეკრძალება აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობა, ოპერატორი ვალდებულია, სათამაშო ანგარიშის დაბლოკვის დღიდან მიიღოს გონივრული ზომები შესაბამისი მოთამაშის მოსაძებნად, კერძოდ, მოთამაშის მობილური ტელეფონის/ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაუგზავნოს მას შეტყობინება, მის მიერ ანგარიშიდან გასატანი თანხის ნაშთის ოდენობისა და გატანის ბოლო ვადის მითითებით. სათამაშო ანგარიშზე განთავსებული თანხების გატანის წესი განისაზღვრება „ლატარიის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში თანხის ანგარიშზე შეტანის და ანგარიშიდან გატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 26 თებერვლის №41 ბრძანებით. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული თანხები ჩაითვლება მიტოვებულად და მათზე გავრცელდება ამ წესის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნები, თუ დაბლოკილი ანგარიშიდან აღნიშნული თანხების გატანა არ მოხდება მოთამაშის მიერ, სათამაშო ანგარიშის დაბლოკვიდან 90 დღის განმავლობაში. თანხის გატანა დაუშვებელია იმ პირის მიერ, რომელიც არ არის ვერიფიცირებული კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 1 მარტიდან.
|
|
დოკუმენტის კომენტარები