დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის რეგულირების საფასურის ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე’’ სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის 2018 წლის 29 ივნისის N5 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსი |
| მიღების თარიღი | 18/02/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/02/2022 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 07/03/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 380040030.76.089.016001 |
|
„სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის რეგულირების საფასურის ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის 2018 წლის 29 ივნისის №5 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის რეგულირების საფასურის ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის 2018 წლის 29 ივნისის №5 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 02/07/2018; სარეგისტრაციო კოდი: 380040030.68.080.016005) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-5 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 4 იანვრის №1-1/2 ბრძანების მე-4 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:“. 2. ბრძანებით დამტკიცებული ,,სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის რეგულირების საფასურის ანგარიშგების წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის რეგულირების საფასურის გადამხდელი ვალდებულია საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) წარუდგინოს ანგარიშგება ელექტრონული სახით ამ წესის დანართი №1-ითა და დანართი №2-ით განსაზღვრული ფორმების შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები