დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 18 სექტემბრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5 |
| დოკუმენტის მიმღები | კასპის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 18/02/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/02/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.35.149.016468 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” 41-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
|
„კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 18 სექტემბრის №29 დადგენილების (www.matsne.gov.ge 23/09/2015, 190040000.35.149.016261) 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. განესაზღვროს კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილებათა განხორციელებისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურება (ზღვრული ოდენობა) თვეში 670 (ექვსასსამოცდათი) ლარის ოდენობით: ა) საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისათვის; ბ) საკრებულოს კომისიებში მონაწილეობის მისაღებად; გ) ყოველი თვის (20 რიცხვიდან მომდევნო თვის 20 რიცხვამდე) განმავლობაში ამომრჩევლებთან არანაკლებ სამი შეხვედრისათვის, საიდანაც არანაკლებ ორი შეხვედრა უნდა დასტურდებოდეს საკრებულოს წევრის მოხსენებითი ბარათით და არანაკლებ ერთი შეხვედრა – შესაბამისი აქტით (არანაკლებ სამი ამომრჩევლის ხელმოწერით დადასტურებული აქტი)“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2022 წლის 3 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები