„ლატარიის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში თანხის ანგარიშზე შეტანის და ანგარიშიდან გატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 26 თებერვლის №41 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 48
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 18/02/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/02/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2022
სარეგისტრაციო კოდი 040170310.22.033.017554
48
18/02/2022
ვებგვერდი, 21/02/2022
040170310.22.033.017554
„ლატარიის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში თანხის ანგარიშზე შეტანის და ანგარიშიდან გატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 26 თებერვლის №41 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 
საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №48

2022 წლის 18 თებერვალი

ქ. თბილისი

„ლატარიის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში თანხის ანგარიშზე შეტანის და ანგარიშიდან გატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 26 თებერვლის №41 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„ლატარიის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში თანხის ანგარიშზე შეტანის და ანგარიშიდან გატანის წესის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 26 თებერვლის №41 ბრძანებით დამტკიცებულ (www.matsne.gov.ge, 01/03/2021, სარეგისტრაციო კოდი: 040170310.22.033.017446 ) წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მოთამაშე – „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირი, რომელიც თამაშობაში მონაწილეობს მოგების მიღების მიზნით, გარდა, ამავე კანონის მე-3 მუხლის „ბ1“ და „ბ3“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისა;“.

2. მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) არ დაუშვას მოთამაშის მიერ მისი სათამაშო ანგარიშიდან სხვა მოთამაშის სათამაშო ანგარიშებზე თანხის გადარიცხვა/გადატანა;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 1 მარტიდან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი