„2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 77
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/02/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/02/2022
სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.023285
77
17/02/2022
ვებგვერდი, 17/02/2022
470000000.10.003.023285
„2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №77

2022 წლის 17 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 იანვრის №4 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/01/2022, 470000000.10.003.023211) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“ დანართ №20-ის („ახალი კორონავირუსული დაავადების COVID-19-ის მართვა“, პროგრამული კოდი:  27 03 03 10 01):

ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. მე-3 მუხლის „ა.გ“ ქვეპუნქტის მოსარგებლეები არიან „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა1“ − „ა4“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირები.“;

ბ)  მე-3 მუხლის:

ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.გ“ ქვეპუნქტი:

„ა.გ) კოვიდ და საკარანტინო სასტუმროებით, დაცვითა და ტრანსპორტირებით, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების, მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქის ან/და მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების სამოქალაქო სექტორის კლინიკებში მოწყობილ საკარანტინო სივრცეებში განთავსებისა და კვებით უზრუნველყოფას (გარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა, სადაც შესაბამისი ღონისძიებებით უზრუნველყოფა განხორციელდება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით გათვალისწინებული ასიგნებებიდან);“;

ბ.ბ) „ე“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) COVID-19-ის საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევათა იდენტიფიცირების, სწორი რეფერალის, ბინაზე მეთვალყურეობის, პროცესის მონიტორინგის, ვაქცინაციის ხელშეწყობის ღონისძიებების უზრუნველყოფას, ცენტრალური ონლაინკლინიკების მეშვეობით. მომსახურება მოიცავს ჰოლდინგის მიერ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების (არაუმეტეს 500 ერთეულისა) შრომის ანაზღაურებას, ასევე პროცესის ადმინისტრირებისთვის საჭირო საქონლისა და მომსახურების უზრუნველყოფას;“;

გ) მე-4 მუხლის:

გ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) „ა.ბ“ და „ა.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურება ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯით;“;

გ.ბ) „დ.ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ.ლ) „გ.თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება ანაზღაურდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით. ამასთან, მომსახურების ანაზღაურების ერთეულს წარმოადგენს ბინაზე დისტანციურად მართული ერთი კოვიდდადებითი პაციენტი და შეადგენს 5 ლარს (მ. შ. არანაკლებ 90%-ისა − სახელფასო ფონდი, 10% − ადმინისტრაციული ხარჯი);“;

დ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების (კოვიდ და საკარანტინო სასტუმრო მომსახურება, დაცვა, ტრანსპორტირება, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების, მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქის ან/და მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების სამოქალაქო სექტორის კლინიკებში მოწყობილ საკარანტინო სივრცეებში განთავსება და კვება) შესყიდვას ახორციელებს სსიპ − ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ტექნიკური მხარდაჭერითა და „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულების შესაბამისად, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ან „დ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამ პუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვებთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულებების მიმართ არ გავრცელდეს ამავე წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით, მე-11 მუხლის პირველი და 1​​​​​1 პუნქტებით, მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებითა და ასევე მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები.“;

ე) მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი განისაზღვრება მე-5 მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად;“;

ვ) მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტების, ასევე „ე“ და „ი“ ქვეპუნქტების განმახორციელებელია ა(ა)იპ – საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი.

2.  პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ“, „გ“, „დ“, „ვ“, „ზ“, „თ“ „კ“, „რ“ და „ს“ ქვეპუნქტების განმახორციელებელია სააგენტო. ამასთან, პროგრამის მე-3 მუხლის „ა.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვისა და დაფინანსების ღონისძიებები ხორციელდება სსიპ − ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ, „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის“ მე-4 მუხლის 82 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისაგან ურთიერთშეთანხმებული ფორმატით მიღებული დოკუმენტაციის საფუძველზე.“;

ზ)  მე-9 მუხლის:

ზ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტების, ასევე „ბ“, „გ“, „ზ“, „კ“ და „ს“ ქვეპუნქტების მიმწოდებელი ვალდებულია, შესაბამისი საანგარიშგებო დოკუმენტაცია წარადგინოს განმახორციელებელთან არაუგვიანეს შესრულებული სამუშაოს თვის მომდევნო თვის 25 რიცხვისა.“;

ზ.ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებლის ინსპექტირების აქტი, შესრულებული სამუშაოს (მომსახურების ვადის) დასრულებიდან არაუგვიანეს 2 კვირის ვადაში, სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ წარედგინება სსიპ − ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს, რომლის საფუძველზეც, მიმწოდებელსა და სსიპ − ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს შორის ინსპექტირების აქტის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2022 წლის 15 თებერვლიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე,   გარდა პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ და „გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტებისა. ამასთან, დადგენილების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2022 წლის 15 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე, ხოლო დადგენილების პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2022 წლის 10 თებერვლიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

 


 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი