“სახელმწიფო შესყიდვით შეძენილი და ჰუმანიტარული დახმარების გზით მიღებული ვადაგასული და გაუვარგისებული სამკურნალო საშუალებების ჩამოწერა-განადგურების შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 20 აპრილის №168/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

  • Word

დოკუმენტის ნომერი 158/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 28/05/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 58, 11/06/2002
ძალის დაკარგვის თარიღი 13/10/2009
სარეგისტრაციო კოდი 470.060.000.11.119.005.335
  • Word
158/ნ
28/05/2002
სსმ, 58, 11/06/2002
470.060.000.11.119.005.335
“სახელმწიფო შესყიდვით შეძენილი და ჰუმანიტარული დახმარების გზით მიღებული ვადაგასული და გაუვარგისებული სამკურნალო საშუალებების ჩამოწერა-განადგურების შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 20 აპრილის №168/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.060.000.11.119.005.335

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №158/ნ

2002 წლის 28 მაისი

ქ. თბილისი

”სახელმწიფო შესყიდვით შეძენილი და ჰუმანიტარული დახმარების გზით მიღებული ვადაგასული და გაუვარგისებული სამკურნალო საშუალებების ჩამოწერა-განადგურების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 20 აპრილის №168/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციასთან დაკავშირებით ვადაგასული და გაუვარგისებული სამკურნალო საშუალებების ჩამოწერა-განადგურების მუდმივმოქმედი კომისიის განახლების მიზნით, ვბრძანებ:

1. ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული კომისია ჩამოყალიბდეს შემდეგი შემადგენლობით:

ა) იაგორ კალანდაძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;

ბ) ალექსანდრე თომაძე – წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

გ) ქეთევან ბარამიძე – სამედიცინო დახმარების, ფარმაცევტული საქმიანობისა და ნარკოტიკების ლეგალურ ბრუნვაზე კონტროლის ინსპექციის უფროსის მოადგილე;

დ) ნანა გორგასლიძე – წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის ფარმაცევტული საქმის ორგანიზაციის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, კომისიის მდივანი;

ე) მირიან მურჯიკნელი – საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსი;

ვ) ირაკლი ნატროშვილი – შეზღუდული პასუხიმგებლობის საზოგადოება ”წამლის ხარისხის კონტროლის ცენტრის“ დირექტორი;

ზ) კოტე ოჩიგავა – პარლამენტთან ურთიერთობის და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

თ) ნატა ყაზახაშვილი – პროგრამების მართვის დეპარტამენტის უფროსი;

ი) თემურ ჩხეტია – სამედიცინო დახმარების, ფარმაცევტული საქმიანობისა და ნარკოტიკების ლეგალურ ბრუნვაზე კონტროლის ინსპექციის უფროსი;

კ) თემურ ჯაფარიძე – გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე;

ლ) ჯემალ ჯინჯოლავა – წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. გამყრელიძე