დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2022 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ” ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 22 დეკემბრის N28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | ყვარლის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 17/02/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/02/2022 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.164.016432 |
|
,,ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2022 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ” ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 22 დეკემბრის N28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2022 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ” ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 2021 წლის 22 დეკემბრის N28 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 23/12/2021, 010250050.35.164.016427), კერძოდ:
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის სახელწოდების შემდეგ პირველი მუხლის სათაურს ზემოთ ჩანაწერი: ,,ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამის მიმოხილვა“ ამოღებული იქნას. 2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,, 2) ახალშობილ ბავშვთა ოჯახების ერთჯერადი დახმარების ქვეპროგრამა დახმარება გაიცეს ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ახალშობილზე, თუ ახალშობილის ერთ-ერთი მშობელი მაინც არის რეგისტრირებული ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. 2021 წლის ბოლოს (ვისაც არ უსარგებლია ანალოგიური დახმარებით) და 2022 წელში ახალდაბადებული ბავშვის ოჯახებზე, დახმარება გაიცემა დაბადებიდან ექვსი თვის ვადაში. პირველ ბავშვზე გაიცემა - 200 ლარი, მეორე ბავშვზე - 250 ლარი, ორი ტყუპის დაბადების შემთხვევაში – 450 ლარი. ქვეპროგრამით სარგებლობისათვის საჭირო დოკუმენტაცია: ა) მშობლის განცხადება; ბ) ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები; გ) მარტოხელა მშობლის შემთხვევაში, სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) ერთ-ერთი მშობლის საბანკო ანგარიშის ნომერი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები