„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 74
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/02/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/02/2022
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.023282
74
15/02/2022
ვებგვერდი, 17/02/2022
040030000.10.003.023282
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №74

2022 წლის 15 თებერვალი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2010 წლის 20 აგვისტოს №255 დადგენილებაში (სსმ, 103, 24/08/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ბიურო უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სასამართლო-საექსპერტო მომსახურების განხორციელების მიზნით, გამოითხოვოს, მიიღოს და დაამუშაოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების  განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში დაცული პერსონალური მონაცემები: ფიზიკური პირის ფოტოსურათი/ ფოტოსურათები (თუ მონაცემთა ბაზაში დაცულია რამდენიმე ფოტოსურათი), სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, დაბადების ადგილი, პირადი ნომერი, პირადი ხელმოწერა, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელება, მოწმობის გაცემის თარიღი, მოწმობის მოქმედების ვადა, მისამართი, რეგისტრაციის თარიღი, მოქალაქეობა, სქესი. კონკრეტული მიზნის შესაბამისად პროპორციული მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ბიუროს.“.

2. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „1“, „2“, „3ქვეპუნქტები:

„ტ1) უფლებამოსილია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვროს ბიუროს თანამშრომელთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის პირობები და თანაგადახდის ლიმიტები,  რომელიც ფინანსდება ბიუროს მიერ;

2) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჭიროების შემთხვევაში, ბიუროს თანამშრომლებისათვის განსაზღვრავს სოციალური დაცვის დამატებით საჭიროებებს, შეღავათებსა და კომპენსაციებს: საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით განსაზღვრული პირველი რიგის მემკვიდრეების გარდაცვალების შემთხვევაში; თანამშრომლის ან მისი ოჯახის წევრის ავადმყოფობის შემთხვევაში და სხვა საპატიო მიზეზის გათვალისწინებით, რაც ბიუროს უფროსის დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს. თანამშრომელს გამოეყოფა (ხოლო მისი გარდაცვალების შემთხვევაში – მის პირველი რიგის მემკვიდრეს) ერთჯერადი ფულადი დახმარება, თანამშრომლის თანამდებობრივი სარგოს არაუმეტეს ორმაგი ოდენობით;

3) იღებს გადაწყვეტილებას ბიუროს იმ თანამშრომლის საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფაზე/ბინის ქირავნობაზე, რომელსაც უწევს სხვა მუნიციპალიტეტში სამსახურებრივი გადაადგილება, რაც დაკავშირებულია ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან. თანამშრომლის საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის წესისა და პირობების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მტკიცდება ბიუროს უფროსის ბრძანებით.“.   

3. მე-5 მუხლის  მე-2 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.  ბიუროს უფროსის მოადგილე იმავდროულად შეიძლება, იყოს ბიუროს სტრუქტურული დანაყოფის უფროსი.“.

4. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ბიუროს უფროსის არყოფნის ან სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს ბიუროს უფროსის პირველი მოადგილე  ან ერთ-ერთი მოადგილე, ბიუროს უფროსის ბრძანების საფუძველზე.“.

5. 23-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი