დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მოლდოვას რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს შორის ჯანმრთელობის დაცვისა და მედიცინის მეცნიერებათა სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5-16 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 09/07/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/02/2022 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/10/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480610000.03.030.016679 |
|
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და მოლდოვას რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო (შემდეგში „მხარეებად“ წოდებულნი), სურთ რა, კომპეტენციის ფარგლებში განავითარონ ნაყოფიერი თანამშრომლობა თავიანთ ქვეყნებს შორის ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო მეცნიერებათა სფეროში საქართველოსა და მოლდოვას კანონმდებლობის ფარგლებში, საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკას შორის 1997 წლის 28 ნოემბერს ხელმოწერილი თანამშრომლობისა და მეგობრობის ხელშეკრულების საფუძველზე, თანხმდებიან შემდეგზე:
მუხლი 1 1. მხარეები ორმხრივი თანასწორუფლებიანობისა და სარგებლიანობის საფუძველზე ხელს შეუწყობენ ჯანმრთელობის დაცვისა და მედიცინის სფეროში თანამშრომლობას. 2. თანამშრომლობის სფეროები განისაზღვრება ერთობლივად ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით.
მუხლი 2 მხარეები მაქსიმალურად შეეცდებიან, ხელი შეუწყონ: a. ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გაცვლას ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე საერთო ინტერესებიდან გამომდინარე; b. სპეციალისტების გაცვლას სწავლისა და კონსულტაციების გამართვის მიზნით; c. კონტაქტების დამყარებას მხარეების შესაბამის დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს შორის; d. ინფორმაციის გაცვლას ჯანმრთელობის დაცვისა და მედიცინის მეცნიერების სფეროში ტექნოლოგიური მიღწევების შესახებ, ჯანდაცვის სისტემაში ახალი სამედიცინო და ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვის, ფარმაცევტული სისტემის რეგულაციისა და ახალი ფარმაცევტული ნაწარმის დანერგვის შესახებ; e. მედიცინისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროებში თანამშრომლობის სხვა ფორმებს, რომლებზეც მიღწეული იქნება შეთანხმება.
მუხლი 3 მხარეები გაცვლიან ინფორმაციას თავიანთ ქვეყნებში ჯანმრთელობის დაცვისა და მედიცინის მეცნიერების სფეროში არსებული პრობლემების თაობაზე საერთაშორისო კონგრესებისა და სიმპოზიუმების ჩატარების შესახებ და ერთი მხარის მოთხოვნის საფუძველზე მეორე მხარე მიაწვდის მას აღნიშნულ ღონისძიებებთან დაკავშირებულ მასალებს.
მუხლი 4 მხარეთა შესაბამისი ორგანოები გაცვლიან ინფორმაციას ჯანმრთელობის დაცვის სფეროში არსებული სამედიცინო ლიტერატურისა და ფილმების შესახებ, ასევე ჯანდაცვისა და მედიცინის დარგში ნებისმიერ სხვა წერილობით, ვიზუალურ ან აუდიო-ვიზუალურ საინფორმაციო მასალებს მხარეთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 5 წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმით გათვალისწინებული ღონისძიებები განხორციელდება ორივე მხარის შესაბამის ბიუჯეტში არსებული სახსრების გათვალისწინებით.
მუხლი 6 1. აღნიშნული ურთიერთგაგების მემორანდუმით გათვალისწინებულ თანმშრომლობას მხარეები ახორციელებენ წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის, მათი სახელმწიფოების ტერიტორიაზე მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის, საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპებისა და ნორმების და მათი სახელმწიფოების მიერ ნაკისრი სხვა საერთაშორისო ვალდებულებების დაცვით. 2. მხარეები ითანამშრომლებენ თანასწორუფლებიანობის, ორმხრივი სარგებლიანობის, მიღებული შედეგების გაზიარებისა და ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვით, საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად.
მუხლი 7 მემორანდუმის დებულებები გავლენას არ ახდენს მხარეთა იმ უფლება-მოვალეობებზე, რომლებიც გამომდინარეობს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებში მხარეთა მონაწილეობიდან.
მუხლი 8 1. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი ძალაში შედის მხარეთა მიერ მემორანდუმის ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან მომდევნო თვის პირველ დღეს. 2. ურთიერთგაგების მემორანდუმი იდება ხუთი (5) წლის ვადით და ავტომატურად განახლდება მომდევნო ხუთწლიანი პერიოდებით, თუ რომელიმე მხარე ექვსი თვით ადრე, დიპლომატიური არხების მეშვეობით, წერილობით არ აცნობებს მეორე მხარეს თავისი განზრახვის შესახებ შეწყვიტოს წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის მოქმედება.
მუხლი 9 წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტების სახით, წარმოადგენს ამ მემორანდუმის განუყოფელ ნაწილს და ძალაში შედის მემორანდუმის მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. შესრულებულია ქ. რუსთავში 2012 წლის 9 ივლისს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, მოლდოვურ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. მხარეთა მიერ წინამდებარე მემორანდუმის დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები