დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტექნიკური რეგლამენტების: „მარიამჯვარის სახელმწიფო ნაკრძალის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ყაზბეგის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „გარდაბნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ჭაჭუნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ყორუღის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ივრის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „თუშეთის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ერუშეთის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესისა“ და „პონტოს მუხის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 16 იანვრის №84 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 70 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/02/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/02/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.023278 |
|
„ტექნიკური რეგლამენტების: „მარიამჯვარის სახელმწიფო ნაკრძალის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ყაზბეგის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „გარდაბნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ჭაჭუნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ყორუღის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ივრის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „თუშეთის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ერუშეთის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესისა“ და „პონტოს მუხის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 16 იანვრის №84 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტების: „მარიამჯვარის სახელმწიფო ნაკრძალის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ყაზბეგის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „გარდაბნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ჭაჭუნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ყორუღის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ივრის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „თუშეთის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ერუშეთის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესისა“ და „პონტოს მუხის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 16 იანვრის №84 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/01/2014, 300160070.10.003.017703) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ტექნიკური რეგლამენტების: „მარიამჯვარის სახელმწიფო ნაკრძალის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ყაზბეგის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „გარდაბნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ჭაჭუნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ყორუღის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ივრის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „თუშეთის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ერუშეთის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „პონტოს მუხის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესისა“ და „იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ დამტკიცების თაობაზე“. 2. პირველი მუხლის „ს“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. პირველი მუხლის „ფ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 4. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჩ“ ქვეპუნქტი: „ჩ) „ტექნიკური რეგლამენტი − იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“ (დანართი 26).“. 5. დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი 26:
„დანართი 26
ტექნიკური რეგლამენტი − იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი მუხლი 1. ზოგადი დებულებანი „იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“ წარმოადგენს „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტს, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრება იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცებამდე და წარმოადგენს იმერეთის მღვიმეების დაცულ ტერიტორიებზე დაშვებული საქმიანობის განმსაზღვრელ და სამენეჯმენტო ქმედებების დროებით სახელმძღვანელო დოკუმენტს. მუხლი 2. იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის რეგულირების სფერო იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი არეგულირებს იმერეთის მღვიმეების დაცულ ტერიტორიებზე არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვისა და გამოყენების საკითხებს. მუხლი 3. იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნები და ამოცანები 1. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნებია: ა) იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ტერიტორიის ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაციის, მასზე არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვის, ამ რესურსების გამოყენების, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობის განვითარების საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება; ბ) იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ეკოტურიზმის, ეკოლოგიური განათლების, მისი ინტერესებიდან გამომდინარე სამეცნიერო საქმიანობისა და რეკრეაციის სფეროში შესაძლებლობათა ზრდისათვის ხელშეწყობა; გ) იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების, განსაკუთრებით – კოლხური ტყის ეკოსისტემისა და გეოლოგიური, სპელეოლოგიური და პალეონტოლოგიური მნიშვნელობის ბუნების ძეგლების შენარჩუნება და დაცვა. 2. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი ამოცანებია: ა) ხელი შეუწყოს, ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად, იმერეთის მღვიმეების ტერიტორიის იშვიათი გეოლოგიური, სპელეოლოგიური და პალეონტოლოგიური მნიშვნელობის ბუნების ძეგლებისა და ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული ტერიტორიების დაცვასა და აღდგენას; ბ) უზრუნველყოს იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, განსაკუთრებით – საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა და ცხოველთა გენოფონდის დაცვა, მოვლა, აღდგენა; გ) ხელი შეუწყოს ბუნებრივ გარემოში რეკრეაციისა და ტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას; დ) იმერეთის მღვიმეთა დაცული ტერიტორიების ფარგლებში უზრუნველყოს მიწის, წყლის, კარსტული მღვიმეების, მათი ჰიდროლოგიური რეჟიმისა და მიკროკლიმატის შენარჩუნება და განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა. მუხლი 4. იმერეთის მღვიმეთა დაცული ტერიტორიების მდებარეობა და საერთო ფართობი 1. იმერეთის მღვიმეთა დაცული ტერიტორიები მდებარეობს იმერეთის რეგიონის წყალტუბოს, თერჯოლის, ხონისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე. 2. იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიები მოიცავს „იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ და „ბუნების ძეგლების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით განსაზღვრულ ფართობს, საზღვრებსა და შემდეგი დასახელების კატეგორიის დაცულ ტერიტორიებს: ა) სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალს; ბ) სათაფლიის აღკვეთილს; გ) პრომეთეს მღვიმის ბუნების ძეგლს; დ) თეთრი მღვიმის ბუნების ძეგლს; ე) ხომულის მღვიმის ბუნების ძეგლს; ვ) ცუცხვათის მღვიმოვანის ბუნების ძეგლს; ზ) ნავენახევის მღვიმის ბუნების ძეგლს; თ) იაზონის მღვიმის ბუნების ძეგლს; ი) საკაჟიის მღვიმის ბუნების ძეგლს; კ) წყალწითელას ხეობის ბუნების ძეგლს; ლ) ოკაცეს კანიონის ბუნების ძეგლს; მ) ოკაცეს ჩანჩქერის ბუნების ძეგლს; ნ) გაბზარული ტბის ბუნების ძეგლს; ო) საწურბლიის მღვიმის ბუნების ძეგლს; პ) სოლკოტის მღვიმის ბუნების ძეგლს; ჟ) დიდღელის მღვიმის ბუნების ძეგლს; რ) მელოურის მღვიმის ბუნების ძეგლს; ს) ბღერის მღვიმის ბუნების ძეგლს; ტ) ღლიანას მღვიმის ბუნების ძეგლს; უ) მუხურის ჩანჩქერის ბუნების ძეგლს. მუხლი 5. იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების მდებარეობა, დაშვებული საქმიანობა 1. სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა: ა) არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევისა; ბ) ტურისტულ-საგანმანათლებლო საქმიანობისა; გ) მონიტორინგის სამუშაოების განხორციელებისა; დ) სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიზნით ვიზიტორთა კონტროლირებადი და რეგლამენტირებული გადაადგილებისა; ე) სტიქიური უბედურების, კატასტროფისა და საგანგებო მდგომარეობის დროს, სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელების მიზნით, სათაფლიის ნაკრძალის ადმინისტრაციის პერსონალის ავტო, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილებისა; ვ) საკადასტრო სამუშაოების განხორციელებისა; ზ) უმოტორო ტრანსპორტით გადაადგილებისა; თ) ნაკრძალის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დაცვის რეჟიმის განხორციელებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარებისა. 2. სათაფლიის აღკვეთილში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა: ა) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევისა; ბ) მონიტორინგის სამუშაოების განხორციელებისა; გ) ტურისტულ-საგანმანათლებლო საქმიანობისა; დ) ბუნებრივი რესურსების აღრიცხვისა; ე) საკადასტრო სამუშაოების საქმიანობისა; ვ) სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიზნით, ვიზიტორთა კონტროლირებადი და რეგლამენტირებული გადაადგილებისა; ზ) დაცვისა და მოვლის ღონისძიებებისა, მათ შორის, არსებული ინფრასტრუქტურისა და ვიზიტორთა უსაფრთხოების მიზნით ერთეული ხემცენარეებისგან გაწმენდისა და სხვა საჭირო ღონისძიებებისა; თ) ბილიკების მოწყობისა და არსებული ბილიკების მოვლისა; ი) კეთილმოწყობილ მღვიმეში ვიზიტორთა ფეხით გადაადგილებისა გამყოლის (გიდი, ადმინისტრაციის თანამშრომელი) თანხლებით; კ) დაცვისა და ტურისტულ-საგანმანათლებლო საქმიანობისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნისა და კეთილმოწყობისა; ლ) მცენარეთა ცალკეული ნაწილების შეგროვებისა საჰერბარიუმე და კვლევითი საქმიანობის განსახორციელებლად. 3. შემდეგ ბუნების ძეგლებში – პრომეთეს მღვიმის ბუნების ძეგლში, თეთრა მღვიმის ბუნების ძეგლში, ხომულის მღვიმის ბუნების ძეგლში, ცუცხვათის მღვიმოვანის ბუნების ძეგლში, ნავენახევის მღვიმის ბუნების ძეგლში, იაზონის მღვიმის ბუნების ძეგლში, საკაჟიის მღვიმის ბუნების ძეგლში, საწურბლიის მღვიმის ბუნების ძეგლში, სოლკოტას მღვიმის ბუნების ძეგლში, დიდღელის მღვიმის ბუნების ძეგლში, მელოურის მღვიმის ბუნების ძეგლში, ბღერის მღვიმის ბუნების ძეგლში, ღლიანას მღვიმის ბუნების ძეგლში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა: ა) არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევისა; ბ) მონიტორინგის სამუშაოების განხორციელებისა; გ) ტურისტულ-საგანმანათლებლო საქმიანობისა; დ) ბუნებრივი რესურსების აღრიცხვისა; ე) საკადასტრო სამუშაოების საქმიანობისა; ვ) სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიზნით, ვიზიტორთა კონტროლირებადი და რეგლამენტირებული გადაადგილებისა; ზ) დაცვისა და მოვლის ღონისძიებებისა, მათ შორის, არსებული ინფრასტრუქტურისა და ვიზიტორთა უსაფრთხოების მიზნით ერთეული ხემცენარეებისგან გაწმენდისა და სხვა საჭირო ღონისძიებებისა; თ) ბილიკების მოწყობისა და არსებული ბილიკების მოვლისა; ი) კეთილმოწყობილ მღვიმეში ვიზიტორთა ფეხით გადაადგილებისა გამყოლის (გიდი, ადმინისტრაციის თანამშრომელი) თანხლებით; კ) დაცვისა და ტურისტულ-საგანმანათლებლო საქმიანობისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნისა და კეთილმოწყობისა. 4. წყალწითელას ხეობის, ოკაცეს კანიონის, ოკაცეს ჩანჩქერის, მუხურას ჩანჩქერისა და გაბზარული ტბის ბუნების ძეგლებში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა: ა) არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევისა და მონიტორინგისა; ბ) საგანმანათლებლო საქმიანობისა; გ) ბუნებრივი რესურსების აღრიცხვისა; დ) საკადასტრო სამუშაოების საქმიანობისა; ე) სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიზნით, ვიზიტორთა კონტროლირებადი და რეგლამენტირებული გადაადგილებისა; ვ) დაცვისა და მოვლის ღონისძიებებისა, მათ შორის, არსებული ინფრასტრუქტურისა და ვიზიტორთა უსაფრთხოების მიზნით ერთეული ხემცენარეებისგან გაწმენდისა და სხვა საჭირო ღონისძიებებისა; ზ) ბილიკების მოწყობისა და არსებული ბილიკების მოვლისა; თ) კეთილმოწყობილ ბილიკებზე ვიზიტორთა ფეხითა და ცხენით გადაადგილებისა, რთულ მონაკვეთებში გამყოლის (გიდი, ექსკურსიამძღოლი, ადმინისტრაციის თანამშრომელი) თანხლებით გადაადგილებისა; ი) დაცვისა და ტურისტულ-საგანმანათლებლო საქმიანობისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნისა და კეთილმოწყობისა. 5. სათაფლიის აღკვეთილში დაშვებულია „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობა.“. |
| მუხლი 2 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს მთავრობის 2014 წლის 16 იანვრის №84 დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტი – ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“ (დანართი 18) და „ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“ (დანართი 21). |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები