„მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 02
დოკუმენტის მიმღები მარნეულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 15/02/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/02/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 24/09/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.159.016490
02
15/02/2022
ვებგვერდი, 16/02/2022
010250040.35.159.016490
„მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მარნეულის მუნიციპალიტეტი
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №02

2022 წლის 15 თებერვალი

ქ. მარნეული

 

„მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, ბ.ა) ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–20  მუხლის მე-4 პუნქტის  საფუძველზე მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის  №42 დადგენილებაში (სარეგისტრაციო კოდი: 010260000.35.159.016284  24.11.2017):
1. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს წევრს, საკრებულოს მიერ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან უნაზღაურდება საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯები.

2. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 23-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს კომისია არის საკრებულოს მუდმივმოქმედი ორგანო, რომელიც იქმნება საკრებულოში საკითხების წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს მერიის სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების  კონტროლის მიზნით.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 23-ე მუხლის მეშვიდე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საკრებულოს წევრი, გარდა საკრებულოს თავმჯდომარისა, ვალდებულია იყოს ერთი, მაგრამ არა უმეტეს ორი კომისიის წევრი. საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია იყოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის შეადგენლობაში, მაგრამ ჯამში არაუმეტეს ორი კომისიისა“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან გიორგაძე