„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N10/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 30/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 18/02/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/02/2022
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018138
30/ნ
18/02/2022
ვებგვერდი, 21/02/2022
430210000.22.022.018138
„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N10/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება  №30/ნ

2022 წლის 18 თებერვალი

ქ. თბილისი

„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N10/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებაში (სსმ, 14, 05/02/2010, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.014168) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან  სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის“:

  1. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, დაწესებულება უფლებამოსილია მიმართოს სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს და, მასთან შეთანხმებული ფორმით, გამოითხოვოს ინფორმაცია შიდა მობილობის უფლების მქონე პირთა მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვის თაობაზე დებულების  მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით ან/და მე-8 პუნქტით დადგენილ საგანში/საგნებში, შესაბამისი ქულის მითითებით. სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს მოთხოვნილი ინფორმაციის დაწესებულებისათვის გონივრულ ვადაში წარდგენას.”.

2. მე-10 მუხლის:

ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. ამ წესის 5 1 მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის, მართვის სისტემა უზრუნველყოფს მობილობის უფლების მქონე პირთა სიის ფორმირებასა და სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისათვის წარდგენას. სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ვალდებულია მართვის სისტემას ელექტრონულად მიაწოდოს ინფორმაცია იმ პირთა შესახებ, რომლებმაც 2005 წლიდან 2020 წლის ჩათვლით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებით გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი დებულების  მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით ან/და მე-8 პუნქტით დადგენილ საგანში/საგნებში, მათ მიერ მიღებული სკალირებული ქულის მითითებით.“;

ბ) მე-6 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. ამ წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, დაწესებულება უფლებამოსილია უზრუნველყოს შიდა მობილობის უფლების მქონე პირთა სიის ფორმირება და სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისათვის წარდგენა, მასთან შეთანხმებული ფორმით. სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ვალდებულია დაწესებულებას მიაწოდოს იმ პირთა შესახებ ინფორმაცია, რომელთაც 2005 წლიდან 2021 წლის ჩათვლით წარმატებით გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი დებულების  მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით ან/და მე-8 პუნქტით დადგენილ საგანში/საგნებში, შესაბამისი ქულის მითითებით.“.

მუხლი 2
 
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2022 წლის 1 თებერვლიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი