შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის გამარტივებული საბაჟო დერეფნის შესახებ

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის გამარტივებული საბაჟო დერეფნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 18/231
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 07/07/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/02/2022
ძალაში შესვლის თარიღი 12/02/2022
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016680
18/231
07/07/2021
ვებგვერდი, 22/02/2022
480610000.03.030.016680
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის გამარტივებული საბაჟო დერეფნის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

შეთანხმება

საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის

გამარტივებული საბაჟო დერეფნის შესახებ


საქართველოს მთავრობა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში ცალკეული  „მხარედ“, ხოლო ერთობლივად „მხარეებად“ წოდებულნი,

 

1994 წლის 13 იანვარს ქ. ანკარაში ხელმოწერილი „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო საქმეში ურთიერთდახმარებისა და თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების შესაბამისად,

 

ისწრაფვიან რა, გააძლიერონ მხარეებს შორის თანამშრომლობა, მხარეების სახელმწიფო ეკონომიკური და სოციალური ინტერესების დაცვის მიზნით,

 

აღიარებენ რა, მხარეების სახელმწიფოებს შორის გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალებებისა და საქონლის საბაჟო კონტროლის ეფექტიანობის გაზრდის აუცილებლობას,

მიზნად ისახავენ რა, მხარეების სახელმწიფოებს შორის გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის განხორციელების ფორმალობების შემცირებასა და გამარტივებული პირობების შექმნას, 

 მიზნად ისახავენ რა, გამარტივებული საბაჟო დერეფნის (გსდ) შექმნას და მის უსაფრთხოებას,

 

 თანხმდებიან შემდეგზე:


ზოგადი დებულებები

მუხლი 1

მხარეები ანიჭებენ უფლებას, შემდგომში საბაჟო უწყებებად წოდებულ მხარეების  საბაჟო უწყებების წინამდებარე შეთანხმების განხორციელებაზე:

 

- საქართველოში: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს

- თურქეთის რესპუბლიკაში: თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროს.

 

მიზანი

მუხლი 2

ამგვარად, მხარეები მათი ერთობლივი ვაჭრობის გამარტივების მიზნით, შეთანხმდნენ დააფუძნონ გამარტივებული საბაჟო დერეფანი (შემდგომში ხსენებული როგორც „გსდ“).

გამარტივებული საბაჟო დერეფანი (გსდ) დაფუძნებულია მნიშვნელოვანი საქონლის შესახებ ინფორმაციის გაცვლაზე, რომელიც ეხება საქონლის ექსპორტს ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ მეორე ხელშემკვრელ მხარესთან, მათ შორის ინფორმაციას სატრანსპორტო საშუალებების შესახებ, მხარეების საბაჟო უწყებებს შორის ინფორმაციის გაცვლის ტექნოლოგიების შესაბამისად.

მოქმედების სფერო

მუხლი 3

  1. გასაცვლელი ინფორმაციის შინაარსი ჩამოყალიბებულია წინამდებარე შეთანხმების დანართის შესაბამისად, რომელიც არის ამ შეთანხმების განუყოფელი ნაწილი.
  2. ინფორმაციის გაცვლა მოხდება იმ ოპერაციებზე, რომლებსაც ახორციელებენ გსდ მოსარგებლე ეკონომიკური ოპერატორები.
  3. გსდ გამოყენებადი უნდა იყოს ყველა ტიპის სატრანსპორტო საშუალებებზე და საქონლის ყველა სახეობაზე. 
  4. გსდ უნდა გამოიყენონ ქართულმა და თურქულმა ეკონომიკურმა ოპერატორებმა ნებაყოფლობით.
  5. წინამდებარე შეთანხმების არც ერთი დებულება არ უნდა განიმარტოს, ისე რომ ზიანი მიადგეს ამ დერეფნის ნებაყოფლობით ბუნებას.
  6. გსდ უნდა იყოს გამჭვირვალე, პროგნოზირებადი და არადისკრიმინაციული ხასიათის. გსდ-ს ფუნქციონირებამ არ უნდა გამოიწვიოს უსამართლო კონკურენცია.

ეკონომიკური ოპერატორების შეღავათები

მუხლი 4

ეკონომიკური ოპერატორები, რომლებიც სარგებლობენ გსდ-ით ისარგებლებენ შემდეგი შეღავათებით:

ა) მხარეების ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად საბაჟო გამშვებ პუნქტებზე პრიორიტეტი;

ბ) გამარტივებული საბაჟო ფორმალობები, სადაც შესაძლებელია, მათ შორის ცალკეული დერეფანი, რაც მიმართულია გაფორმების შემცირებულ დროზე;

გ)  შემცირებული  ფიზიკური დათვალიერება, გარდა იმ შემთხვევისა, სადაც ადგილი აქვს შესაძლო საბაჟო სამართალდარღვევას და უკანონო ვაჭრობას.

 

ინფორმაციის და დოკუმენტების გამოყენება

მუხლი 5

  1. მხარეების საბაჟო უწყებებს შორის გადაადგილებული საქონლის და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო გაფორმების და საბაჟო კონტროლის განხორციელების მიზნით, საბაჟო უწყებებმა უნდა უზრუნველყონ ამ შეთანხმების ფარგლებში მიღებული ინფორმაციის გამოყენება.
  2. საბაჟო უწყებების მიერ მიღებული ინფორმაცია უნდა იყოს გამოყენებული მხოლოდ საბაჟო მიზნებისთვის და არ უნდა გადაეცეს მესამე მხარეს, ინფორმაციის წარმდგენი მხარის სახელმწიფო საბაჟო უწყების წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. ეს დებულება რჩება ძალაში შეთანხმების შეწყვეტის ან დასრულების შემდეგ.
  3. მხარეების საბაჟო უწყებებმა მათ სახელმწიფოებს შორის გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების შესახებ ინფორმაციის ელექტრონული გაცვლის დროს უნდა გამოიყენონ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ნორმები, სტანდარტები და რეკომენდაციები, ასევე მხარეების ეროვნული კანონმდებლობა, მათ შორის ინფორმაციის გაცვლის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.
  4. მხარეებს შორის ინფორმაციის ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად, საბაჟო უწყებებმა უნდა აცნობონ ერთმანეთს, ინფორმაციის გაცვლისას გამოწვეული მნიშვნელოვანი შეუსაბამო ან/და ყალბი მონაცემების მიღება, იმ შემთხვევაში, თუ ირღვევა ეროვნული საბაჟო კანონმდებლობა.

ინფორმაციის გაცვლის იმპლემენტაციის პროცესი

მუხლი 6

  1. მხარეებმა უნდა განსაზღვრონ შესაბამისი საბაჟო თანამდებობის პირების სია, რომლებსაც უფლებამოსილება ექნებათ, აწარმოონ კომუნიკაცია შესაბამის საკონტაქტო პირებთან შემდეგი მიზნებისთვის:

ა) შეიმუშაონ და შეათანხმონ ინფორმაციის გაცვლის დოკუმენტი, ტექნიკური პირობების, მონაცემთა დამუშავებისა და გადაცემის ტექნოლოგიების, აგრეთვე, მონაცემთა უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ;

ბ) გადაწყვიტონ ამ შეთანხმების იმპლემენტაციისას წარმოშობილი ტექნიკური პრობლემები.

  1. ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ინფორმაციის გაცვლის ტექნოლოგიების შემუშავებისათვის, მხარეებმა უნდა მოამზადონ და განახორციელონ საცდელი პროექტი, რომლის ხანგრძლივობა შეადგენს 6 (ექვს) თვეს ამ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ. ვადა შესაძლებელია გახანგრძლივდეს მხარეთა წერილობითი შეთანხმებით.

საცდელი პროექტის პირველი 3 (სამი) თვის განმავლობაში მხარეები თანხმდებიან:

ა) ინფორმაციის გაცვლის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებზე;

ბ) გასაცვლელი მონაცემების ნუსხაზე, სტრუქტურასა და ფორმატზე;

გ) ინფორმაციის უსაფრთხოების მოთხოვნებზე;

დ) მხარეთა შორის თანამშრომლობის განხორციელების პროცედურაზე.

  1. საბაჟო ორგანოების მიერ შესაბამისი ადმინისტრაციების განსაზღვრა, რომლებშიც განხორციელდება საბაჟო ოპერაციები იმ საქონელთან დაკავშირებით, რომლის ტრანსპორტირება ხდება ამ შეთანხმების შესაბამისად.

ა) მხარეები წერილობით აცნობებენ ერთმანეთს საცდელი პროექტის განხორციელებისათვის მზადყოფნისა და ამ პროექტში მონაწილე საბაჟო ადმინისტრაციების შესახებ;

ბ) მომდევნო 3 (სამი) თვის განმავლობაში, მხარეები განახორციელებენ ამ შეთანხმების პრაქტიკულ რეალიზაციას;

გ) ინფორმაციის გაცვლა განხორციელდება მხარეთა შორის შეთანხმებული ინფორმაციის გაცვლის ტექნიკური მახასიათებლების დოკუმენტის შესაბამისად.

 

სხვა საკითხები

მუხლი 7

 

ამ შეთანხმების დებულებები არ უნდა ახდენდეს გავლენას, მხარეების სხვა საერთაშორისო შეთანხმებებით და კონვენციებით ნაკისრ უფლებებსა და ვალდებულებებზე.

 

დავების მოგვარება

მუხლი 8

 

  1. წინამდებარე შეთანხმების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ნებისმიერი დავა უპირატესად უნდა მოგვარდეს წინამდებარე შეთანხმების იმპლემენტაციაზე პასუხისმგებელი კომპეტენტური უწყებების მიერ, კონსულტაციების ან/და მოლაპარაკებების გზით. ამგვარი პროცესით მოუგვარებელი საკითხები უნდა გადაწყდეს დიპლომატიური არხების მეშვეობით.
  2. წინამდებარე შეთანხმებაში ინტერპრეტაციის, იმპლემენტაციის და ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, ყოველ მხარეს შეუძლია მოითხოვოს კონსულტაციები მეორე მხარისგან, ან იმ შესაძლო დავის მოგვარება, რომელიც შესაძლოა  წარმოიქმნას.
  3. ნებისმიერი მოლაპარაკება ან კონსულტაცია, რომელიც უნდა გაიმართოს მხარეებს შორის ამ მუხლის 1-ლი ან მე-2 პუნქტის შესაბამისად უნდა დაიწყოს წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან ოცი (20) დღის ვადაში, თუ არ არის სხვაგვარად გადაწყვეტილი.

 

დამატებები და ცვლილებები

მუხლი 9

 

  1. შეთანხმებაში ნებისმიერი დამატება და ცვლილება შესაძლოა განხორციელდეს მხარეების მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე.
  2. ამგვარი დამატებები და ცვლილებები შესრულდება ცალკე ოქმის სახით, რომელიც იქნება წინამდებარე შეთანხმების განუყოფელი ნაწილი და ძალაში შევა ამ შეთანხმების მე-10 მუხლის დებულებების შესაბამისად. ამასთან, ინფორმაციის გაცვლის ტექნიკური მახასიათებლების შესახებ დოკუმენტში, ცვლილებები  შევა მხოლოდ მხარეების საბაჟო უწყებების მიერ წერილობითი თანხმობით.

 

ძალაში შესვლა და მოქმედების შეწყვეტა

მუხლი 10

 

  1. წინამდებარე შეთანხმება, ძალაში შედის მხარეთა მიერ ამ შეთანხმების ძალაში შესვლისთვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ, დიპლომატიური არხებით უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღებიდან ოცდამეათე  (30) დღეს.
  2. წინამდებარე შეთანხმება გაფორმებულია განუსაზღვრელი ვადით და ნებისმიერ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს ეს შეთანხმება, მისი შეწყვეტის შესახებ  დიპლომატიური არხებით  წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. ამგვარი შემთხვევის დროს,  წინამდებარე შეთანხმების შეწყვეტა მოხდება ამგვარი შეტყობინების თარიღიდან სამ (3) თვეში. შეწყვეტის შესახებ შეტყობინებამ არ უნდა მოახდინოს გავლენა უკვე დაწყებულ ტრანზიტის ოპერაციებზე. შეწყვეტამ არ უნდა მოახდინოს გავლენა შეწყვეტის პროცესის დროს მიმდინარე პროცედურებზე, რომელიც უნდა დასრულდეს არსებული დებულებების შესაბამისად.

 

დასტურად ამისა, ამ შეთანხმებას ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.

 

შესრულებულია ქ. ბათუმში, 2021 წლის 7 ივლისს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, თურქულ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.   

 

საქართველოს მთავრობის

სახელით

ლევან კაკავა

თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის

სახელით

რიზა თუნა თურაგაი


დანართი

გასაცვლელი ინფორმაციის ჩამონათვალი

 

- ექსპორტის განმახორციელებელი საბაჟო ორგანოს კოდი

- გამგზავნი/ექსპორტიორის სახელი და საიდენტიფიკაციო ნომერი

- საქონელი

საერთო შეფუთვები

ომერი და თარიღი

საქონლის მიმღები

იდენტიფიკაცია, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ქვეყანა  გაგზავნის პუნქტში

კონტეინერი

მიწოდებული საქონელი

იდენტიფიკაცია, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ქვეყანა, საზღვრის კვეთისას

ვალუტის კოდი და ინვოისზე მითითებული ჯამური თანხა

გასვლის ოფისის კოდი

შეფუთვები და საქონლის აღწერილობა (მარკა და ნომერი, კონტეინერის №, რაოდენობა და სახეობა)

საქონლის №

სასაქონლო კოდი (10 ციფრი)

წარმოშობის ქვეყნის კოდი

მთლიანი მასა – კგ

მასა წმინდა

დამატებითი ერთეულები

დამატებითი ინფორმაცია/წარმოდგენილი დოკუმენტები/სერტიფიკატები და ნებართვები

გამგზავრების ოფისის კოდი

ინვოისის ნომერი და თარიღი

სატრანსპორტო დოკუმენტის სახელი და ნომერი

თანდართული დოკუმენტების ნომერი

სატრანსპორტო დოკუმენტის თარიღი

წარმოშობის ქვეყნის მონაცემები

საბაჟო ღირებულება.