„მარტვილის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 26 ნოემბრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მარტვილის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 26 ნოემბრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები მარტვილის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 11/02/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/02/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.109.016361
2
11/02/2022
ვებგვერდი, 14/02/2022
010250020.35.109.016361
„მარტვილის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 26 ნოემბრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მარტვილის მუნიციპალიტეტი
 

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2

2022 წლის 11 თებერვალი

ქ. მარტვილი

 

,,მარტვილის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 26 ნოემბრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„მარტვილის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 26 ნოემბრის №13 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 30/11/2021, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.109.016355) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საქართველოს  ორგანული  კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის  მე-3  და მე-4 პუნქტების, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის:
ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  ,, გ) მოქალაქეების ერთჯერადი დახმარება;“;

ბ) მე-4 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,მუხლი 4.  მოქალაქეების ერთჯერადი დახმარება;“;

გ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,1. მოქალაქეების ერთჯერადი დახმარება ითალისწინებს:“;

დ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,თ) მოქალაქეების ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 ლარის ოდენბით.“;

ე) მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის ,,ე“ და ,,ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) დედ-მამით ობლის, მარჩენალდაკარგული მრავალშვილიანი (3 და მეტი შვილი, ერთ-ერთი მაინც 18 წლის) ოჯახის წევრის შემთხვევაში  შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

 ვ) სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრის, რომელსაც აქვს მინიჭებული 0-დან 65 000 -ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა,შემთხვევაში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც ოჯახის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება მარტვილის მუნიციპალიტეტი;“;

ვ) მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის ,,დ“, ,,ე“ და ,,ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) მოქალაქე (გარდა სრულწლოვანი დევნილისა), რომელიც სხვადასხვა მიზეზების გამო უსახლკაროდ დარჩა და მარტოხელა დედის შემთხვევაში - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ოჯახის თითოეულ წევრზე (ბენეფიციარის და მისი ოჯახის წევრების) საკუთრებაში არ უნდა ფიქსირდებოდეს უძრავი ქონება;

ე) ოჯახს, რომლის საცხოვრებელი სახლი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია, არ ფლობს სხვა საცხოვრებელ ფართს, გარდა დაზიანებული სახლისა, და არ ექვემდებარება აღდგენას) - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ოჯახის თითოეულ წევრზე(ბენეფიციარის საკუთრებაში უნდა ფიქსირდებოდეს უძრავი ქონება);

ვ)  მარტოხელა დედა, ძალადობის მსხვერპლად აღიარებული პირის შემთხვევაში- შესაბამისი სტატუსის დამადსტურებელი დოკუმენტაცია;“;

ზ) მე-4 მუხლის მე-9 პუნქტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,9. მოსახლეობის ერთჯერადი ფულადი დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:“;

თ) მე-6 მუხლის ,,ა.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა.დ) საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გაცემული ცნობა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევან სურმავა