დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 5 აპრილის №28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 10 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
მიღების თარიღი | 11/02/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/02/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 120340000.22.026.016966 |
|
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 5 აპრილის №28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 5 აპრილის №28 ბრძანებით (ვებგვერდი, 05/04/2017, სარეგისტრაციო კოდი: 120340000.22.026.016479) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) წყალზე სამოქმედო არეალში სპეციალური ოპერაციების დავალებათა უზრუნველყოფა, შესაბამისი მოთხოვნის/დავალების საფუძველზე, საძიებო-სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობა, ფეთქებადსაშიში საგნებისაგან/ნივთიერებებისაგან გაწმენდისა და განაღმვითი სამუშაოების ჩატარება, წყლის ფსკერის დათვალიერებისა და შესაბამისი უსაფრთხოების ზომების გატარების ორგანიზება.“. 2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „გ.გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.დ“ ქვეპუნქტი: „გ.დ) შესაბამისი მოთხოვნის/დავალების საფუძველზე, საძიებო-სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობა.“; ბ) „დ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ.გ) წყალზე სამოქმედო არეალში სპეციალური ოპერაციების დავალებათა უზრუნველყოფა, შესაბამისი მოთხოვნის/დავალების საფუძველზე, საძიებო-სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობა, ფეთქებადსაშიში საგნებისაგან/ნივთიერებებისაგან გაწმენდისა და განაღმვითი სამუშაოების ჩატარება, წყლის ფსკერის დათვალიერებისა და შესაბამისი უსაფრთხოების ზომების გატარების ორგანიზება.“; გ) „ზ.დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ.ე“ ქვეპუნქტი: „ზ.ე) შესაბამისი მოთხოვნის/დავალების საფუძველზე, საძიებო-სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობა.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები