დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 17 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 09/02/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/02/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140070000.22.034.017205 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 17 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 17 იანვრის №4 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 17/01/2019, 140070000.22.034.016833) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის 67-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 67. თადარიგის მოწმობა 1. მიუხედავად მისი სტრუქტურული დაქვემდებარებისა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემიდან დათხოვნილ პირს, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ან სააგენტოს წარდგინების საფუძველზე „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 2016 წლის პირველი სექტემბრიდან დანიშნული აქვს სახელმწიფო კომპენსაცია, მისი მოთხოვნის საფუძველზე, მინისტრის მიერ დამტკიცებული ნიმუშის შესაბამისად, ეძლევა თადარიგის მოწმობა, სადაც სპეციალურ წოდებას ემატება სიტყვა „თადარიგის“. 2. თადარიგის მოწმობა არ გაიცემა პირზე, რომელიც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემიდან დათხოვნილ იქნა დანაშაულის ან სხვა არამართლზომიერი ქმედების ჩადენის გამო ან რომელსაც სახელმწიფო კომპენსაცია შეჩერებული ან შეწყვეტილი აქვს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლით.“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები