საერთაშორისო შეთანხმება „ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირს შორის ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამაში „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს მონაწილეობის შესახებ“

საერთაშორისო შეთანხმება „ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირს შორის ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამაში „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს მონაწილეობის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 200/54
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 07/12/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/02/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/02/2022
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016678
200/54
07/12/2021
ვებგვერდი, 14/02/2022
480610000.03.030.016678
საერთაშორისო შეთანხმება „ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირს შორის ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამაში „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს მონაწილეობის შესახებ“
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

საერთაშორისო შეთანხმება

„ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირს შორის ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამაში „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს მონაწილეობის შესახებ“ 


საქართველო (შემდგომში „საქართველო“), ერთი მხრივ,

და ევროპული კომისია (შემდგომში „კომისია“), ევროკავშირის სახელით, მეორე მხრივ,

შემდგომში   „მხარეები“

ვინაიდან „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ“ შეთანხმების ოქმი III[1] „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ჩარჩო ხელშეკრულების შესახებ ევროკავშირის პროგრამებში საქართველოს მონაწილეობის ძირითადი პრინციპების თაობაზე“ (შემდგომში „ოქმი III“) ითვალისწინებს თითოეულ კონკრეტულ პროგრამაში საქართველოს მონაწილეობის კონკრეტულ პირობებს; კერძოდ, საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებსა და ევროპული კომისიას შორის დადებული შეთანხმების მეშვეობით, შესაბამისი პროგრამებით დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე განსაზღვრავს აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობისათვის გადასახდელ ფინანსურ კონტრიბუციას, აგრეთვე ანგარიშგებისა და შეფასების პროცედურებსა და პირობებს;

ვინაიდან ევროკავშირის პროგრამა „ჰორიზონტი ევროპა“ – კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა (შემდგომში პროგრამა „ჰორიზონტი ევროპა“) შეიქმნა ევროპარლამენტის და საბჭოს (EU) 2021/695 რეგულაციით[2];

ითვალისწინებენ რა ევროკავშირის ძალისხმევას უხელმძღვანელოს გლობალურ გამოწვევებზე რეაგირების პროცესს თავის საერთაშორისო პარტნიორებთან ძალების გაერთიანების გზით, ხალხისთვის, პლანეტისა და კეთილდღეობისთვის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, რომელიც შესულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დღის წესრიგში „გარდავქმნათ მსოფლიო: 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგი“, და აღიარებენ რა, რომ კვლევა და ინოვაცია წარმოადგენს ინოვაციებზე დაფუძნებული მდგრადი განვითარების, ეკონომიკური კონკურენტუნარიანობისა და მიმზიდველობის მამოძრავებელ ძირითად ძალასა და უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს;

აღიარებენ რა (EU) 2021/695 რეგულაციით განსაზღვრულ ზოგად პრინციპებს;

აღიარებენ რა, განახლებული ევროპული კვლევითი სივრცის  მიზნებს, ჩამოყალიბდეს საერთო სამეცნიერო და ტექნოლოგიური სივრცე, შეიქმნას კვლევისა და ინოვაციის ერთიანი ბაზარი, განმტკიცდეს და ხელი შეეწყოს უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობასა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლას,   მიმზიდველ კვლევით კარიერულ განვითარებას, გამარტივდეს მკვლევართა საერთაშორისო და  სექტორთაშორისი მობილობა, ხელი შეეწყოს სამეცნიერო ცოდნისა და ინოვაციის თავისუფალ მოძრაობას, უზრუნველყოფილ იქნეს აკადემიური თავისუფლებისა და სამეცნიერო კვლევის თავისუფლების პატივისცემა, ხელი შეეწყოს სამეცნიერო განათლებისა და კომუნიკაციის აქტივობებს, წახალისდეს მონაწილე ქვეყნების ეკონომიკების კონკურენტუნარიანობა და მიმზიდველობა, და რომ ასოცირებული ქვეყნები წარმოადგენენ მთავარ პარტნიორებს ამ ძალისხმევაში;

ხაზგასმით აღნიშნავენ რა ევროპული პარტნიორობების როლს ევროპის წინაშე მდგარი ყველაზე მწვავე გამოწვევების დაძლევის კუთხით, კვლევისა და ინოვაციის სფეროში ერთობლივი ინიციატივების განხორციელების გზით, რომლებიც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს კვლევისა და ინოვაციის სფეროში ევროკავშირის იმ პრიორიტეტების განხორციელებას, რომლებიც საჭიროებს კრიტიკული მასისა და გრძელვადიანი ხედვის არსებობას, და ასოცირებული ქვეყნების ჩართულობის მნიშვნელობას აღნიშნულ პარტნიორობებში;

ცდილობენ რა დაამკვიდრონ ურთიერთხელსაყრელი პირობები ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნისა და მხარეთა ინოვაციების ეკოსისტემების გაძლიერებისა და მხარდაჭერის მიზნით, რაც განხორციელდება საწარმოებისთვის დახმარების გაწევის გზით, რათა მათ შეძლონ მხარეთა ბაზრებზე ინოვაციების განხორციელება და ფართოდ დანერგვა, ხელი შეუწყონ ინოვაციების შეთვისებას, ასევე გავრცელებასა და ხელმისაწვდომობას, მათ შორის – შესაძლებლობათა გაძლიერების ღონისძიებებს;  

აღიარებენ რა, რომ ერთმანეთის კვლევისა და ინოვაციის პროგრამებში ორმხრივმა მონაწილეობამ საერთო სარგებელი უნდა უზრუნველყოს; და ამავე დროს ადასტურებენ რა, რომ მხარეები ინარჩუნებენ უფლებას შეზღუდონ ან გარკვეულ პირობებს დაუქვემდებარონ მონაწილეობა თავიანთი კვლევისა და ინოვაციის პროგრამებში, მათ შორის, ქმედებებში, რომლებიც დაკავშირებულია თავიანთ სტრატეგიულ აქტივებთან, ინტერესებთან, ავტონომიასთან ან უსაფრთხოებასთან;

ითვალისწინებენ რა, რომ საერთო მიზნები, ღირებულებები და კვლევისა და ინოვაციის სფეროში მხარეთა მტკიცე კავშირები, რომლებიც წარსულში „ჰორიზონტ 2020”-თან ასოცირების შესახებ შეთანხმების მეშვეობით დამყარდა, აგრეთვე, აღიარებენ რა მხარეთა საერთო სურვილს კიდევ უფრო განავითარონ, გააძლიერონ, სტიმულირება გაუწიონ და გააფართოონ არსებული ურთიერთობები და წინამდებარე დოკუმენტით გათვალისწინებული თანამშრომლობა,

შეთანხმდნენ შემდეგზე:


მუხლი 1

ასოცირების ფარგლები

1. საქართველო მონაწილეობას მიიღებს, როგორც ასოცირებული ქვეყანა,  და კონტრიბუციას განახორციელებს „ჰორიზონტი ევროპა“ პროგრამის  კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის („ჰორიზონტი ევროპა“ პროგრამა) ყველა ნაწილში, რომელიც მითითებულია (EU) 2021/695 რეგულაციის მუხლი 4-ში და ხორციელდება საბჭოს (EU) 2021/764[3] გადაწყვეტილებით, უახლესი რედაქციით, შექმნილი სპეციალური პროგრამის მეშვეობითა და ინოვაციისა და ტექნოლოგიის ევროპული ინსტიტუტისთვის შეტანილი ფინანსური კონტრიბუციის გზით.

2. ევროპარლამენტისა და საბჭოს 2021 წლის 20 მაისის 2021/819 რეგულაცია[4] და (EU) 2021/820 გადაწყვეტილება[5], უახლესი რედაქციით, გავრცელდება ცოდნისა და ინოვაციის გაერთიანებებში საქართველოში დაფუძნებული იურიდიული პირების მონაწილეობაზე.

 

მუხლი 2

„ჰორიზონტი ევროპა“ პროგრამაში მონაწილეობის პირობები

1. საქართველო მონაწილეობას მიიღებს „ჰორიზონტი ევროპა“ პროგრამაში, „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ“ შეთანხმებაში განსაზღვრული პირობების შესაბამისად, ასევე, ასოცირების შესახებ შეთანხმების ოქმი III-ის: „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ჩარჩო ხელშეკრულების შესახებ ევროკავშირის პროგრამებში საქართველოს მონაწილეობის ძირითადი პრინციპების თაობაზე“  და წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული ვადებისა და პირობების, წინამდებარე შეთანხმების   მუხლი 1-ში მითითებული სამართლებრივი აქტების, ასევე „ჰორიზონტი ევროპა“ პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სხვა წესის შესაბამისად, რომლებიც წარმოდგენილია ყველაზე უახლესი რედაქციით.

2. თუ ამ მუხლის პუნქტი 1-ში მითითებული ვადები და პირობები, მათ შორის  (EU) 2021/695 რეგულაციის  22(5) მუხლის განხორციელება სხვაგვარად არ ითვალისწინებს, საქართველოში დაფუძნებულ იურიდიულ პირებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ „ჰორიზონტი ევროპა“ პროგრამის არაპირდაპირ ქმედებებში იმ პირობებით, რომლებიც ევროკავშირში დაფუძნებული იურდიული პირების მიმართ მოქმედი პირობების ეკვივალენტურია, მათ შორის ევროკავშირის შემზღუდველი ზომების პატივისცემა.[6]

3. მანამ, სანამ გადაწყდება უფლებამოსილნი არიან თუ არა საქართველოში დაფუძნებული იურიდიული პირები მონაწილეობა მიიღონ ქმედებაში,  რომლებიც დაკავშირებულია ევროკავშირის სტრატეგიულ აქტივებთან, ინტერესებთან, ავტონომიასთან ან უსაფრთხოებასთან (EU) 2021/695 რეგულაციის  მუხლი 22(5)-ის შესაბამისად, კომისიამ შეიძლება მოითხოვოს კონკრეტული ინფორმაცია ან გარანტია, როგორიცაა:

  1. ინფორმაცია იმის შესახებ, მინიჭებული აქვს ან მიენიჭება თუ არა ევროკავშირში დაფუძნებულ იურიდიულ პირებს ნაცვალგებითი წვდომა საქართველოს არსებულ და დაგეგმილ იმ პროგრამებთან და პროექტებთან, რომლებიც „ჰორიზონტი ევროპა“ პროგრამით გათვალისწინებული შესაბამისი ქმედების ეკვივალენტურია
  2. ინფორმაცია იმის შესახებ მოქმედებს თუ არა საქართველოში ინვესტიციების სკრინინგის ეროვნული მექანიზმი და გარანტია იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ანგარიშს წარუდგენს და კონსულტაციებს გამართავს კომისიასთან ნებისმიერ შესაძლო შემთხვევაზე, სადაც ამგვარი მექანიზმის გამოყენებისას, მათთვის ცნობილი გახდება, საქართველოს ფარგლებს გარეთ დაფუძნებული ან მართული ორგანიზაციის მიერ იმ ქართულ იურიდიულ პირთან მიმართებაში, დაგეგმილ უცხოური ინვესტიციის/აქციების საკონტროლო პაკეტის ყიდვის შესახებ, რომელმაც მიიღო „ჰორიზონტი ევროპის“ დაფინანსება ევროკავშირის სტრატეგიულ აქტივებთან, ინტერესებთან, ავტონომიასთან ან უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ქმედებებში, იმ პირობით თუ კომისია საქართველოს მიაწვდის საქართველოში დაფუძნებული შესაბამისი იურიდიული პირების სიას, მათთან საგრანტო ხელშეკრულებების ხელმოწერის შემდეგ, და
  3. გარანტია იმისა, რომ საქართველოში დაფუძნებული ორგანიზაციების მიერ აღნიშნული ქმედებების ფარგლებში შემუშავებული არცერთი შედეგი, ტექნოლოგია, მომსახურება და პროდუქტი არ დაექვემდებარება შეზღუდვებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მათ ექსპორტზე ქმედების განმავლობაში და ქმედების დასრულებიდან ოთხი წლის მანძილზე. საქართველო გააზიარებს  ეროვნულ საექსპორტო შეზღუდვებს დაქვემდებარებული ობიექტების განახლებულ სიას ყოველწლიურად, ქმედების განმავლობაში და ქმედების დასრულებიდან ოთხი წლის მანძილზე.

4. საქართველოში დაფუძნებულ იურიდიულ პირებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ერთობლივი კვლევების ცენტრის (JRC) აქტივობებში იმ ვადებია და პირობების შესაბამისად, რომლებიც ევროკავშირში დაფუძნებული იურიდიული პირების მიმართ მოქმედი ვადების და პირობების ეკვივალენტურია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შეზღუდვები აუცილებელია იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს შესაბამისობა ამ მუხლის პუნქტები 2 და 3-ის განხორციელებიდან გამომდინარე მონაწილეობის ფარგლებთან.

5. თუ ევროკავშირი ახორციელებს „ჰორიზონტი ევროპა“ პროგრამას „ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ“ ხელშეკრულების მუხლები 185 და 187-ის გამოყენების გზით, საქართველოს და ქართულ იურიდიულ პირებს შეუძლიათ მონაწილეობა ზემოაღნიშნული ნორმების ფარგლებში შექმნილ იურიდიული სტრუქტურებში, ევროკავშირის იმ სამართლებრივი აქტების შესაბამისად, რომლებიც მიღებულ იქნა ან იქნება ამ იურიდიული სტრუქტურების შექმნის მიზნით. 

6. საქართველოს წარმომადგენლებს უფლება აქვთ დამკვირვებლების სტატუსით მონაწილეობა მიიღონ (EU) 2021/764 გადაწყვეტილების მუხლი 14-ში მითითებულ კომიტეტში, ხმის უფლების გარეშე და ისეთ საკითხებზე, რომლებიც შეეხება საქართველოს.

ეს კომიტეტები შეიკრიბებიან საქართველოს წარმომადგენლების დასწრების გარეშე კენჭისყრის დროს. საქართველო ინფორმირებული იქნება შედეგის შესახებ.

ამ პუნქტში მითითებული მონაწილეობა განხორციელდება იგივე ფორმით, მათ შორის ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მიღების პროცედურები, რაც ვრცელდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებზე.

7. ევროპული კვლევითი სივრცის კომიტეტსა და მის ქვეჯგუფებში საქართველოს წარმომადგენლობასა და მონაწილეობასთან დაკავშირებული უფლებები იქნება იგივე, რაც ვრცელდება ასოცირებულ ქვეყნებზე.

8. საქართველოს წარმომადგენლებს უფლება აქვთ დამკვირვებლების სახით მონაწილეობა მიიღონ ერთობლივი კვლევების ცენტრის (JRC) მმართველთა საბჭოში, ხმის მიცემის უფლების გარეშე. ამ პირობის დაცვით, ამგვარი მონაწილეობა დარეგულირდება იმავე წესებითა და პროცედურებით, რომლებიც ვრცელდება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა წარმომადგენლებზე, მათ შორის, გამოხატვის უფლებებსა და ინფორმაციისა და დოკუმენტების მიღების პროცედურებზე ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც შეეხება საქართველოს.

9. საქართველოს შეუძლია მონაწილეობა ევროპის კვლევითი ინფრასტრუქტურის  კონსორციუმში (ERIC), საბჭოს  (EC) 723/2009[7] რეგულაციისა (მასში ბოლოს შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით) და ევროპის კვლევითი ინფრასტრუქტურის  კონსორციუმის (ERIC) დამფუძნებელი სამართლებრივი აქტის შესაბამისად.

10. (EU) 2021/764 გადაწყვეტილების მუხლი 14-ში მითითებული კომიტეტის მუშაობაში, ან „ჰორიზონტი ევროპა“ პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებულ სხვა შეხვედრებში დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობის მიზნით, საქართველოს წარმომადგენლებისა და ექსპერტების მიერ გაწეული მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯები ანაზღაურდება ევროკავშირის მიერ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა წარმომადგენლების მიმართ მოქმედი პროცედურების შესაბამისად.

11. არსებული ნორმების ფარგლებში, მხარეები ყველა ძალისხმევას მიმართავენ წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ აქტივობებში მონაწილე მეცნიერების თავისუფალი გადაადგილებისა და ცხოვრების ხელშეწყობისა და ამგვარი საქმიანობისთვის გამიზნული საქონლისა და მომსახურებების ტრანსსასაზღვრო მოძრაობის გამარტივების მიზნით.

12. საქართველო განახორციელებს ყველა აუცილებელ ღონისძიებას, საჭიროების შემთხვევაში, იმისათვის, რომ უზრუნველყოს ამ შეთანხმებით განსაზღვრული აქტივობების განხორციელების მიზნით დადებული საგრანტო ხელშეკრულებების და/ან კონტრაქტების საფუძველზე ნაწილობრივ ან სრულად დაფინანსებული, საქართველოში შეძენილი ან საქართველოში იმპორტირებული საქონლის ან მომსახურების გათავისუფლება საქართველოში მოქმედი საბაჟო, იმპორტის და სხვა ფისკალური გადასახადებისგან, მათ შორის დღგ-სგან.   

 

მუხლი 3

ფინანსური კონტრიბუცია

1. „ჰორიზონტი ევროპა“ პროგრამაში საქართველოს ან ქართული იურიდიული პირების მონაწილეობა ითვალისწინებს საქართველოს მიერ ფინანსური კონტრიბუციის განხორციელებას პროგრამასა და ევროკავშირის საერთო ბიუჯეტის ფარგლებში ასანაზღაურებელი მართვის, განხორციელებისა და ოპერაციული ხარჯების დასაფარად (შემდგომში „ევროკავშირის ბიუჯეტი“).

2. ფინანსური კონტრიბუცია ხორციელდება შემდეგი ფორმით:

  1. ოპერაციული კონტრიბუცია; და
  2. მონაწილეობის საფასური.

3. ფინანსური კონტრიბუცია ხორციელდება წლიური გადასახადის ფორმით ერთი შენატანით, და მისი გადახდა უნდა მოხდეს არაუგვიანეს მაისის თვისა.

4. ოპერაციული კონტრიბუცია  ფარავს პროგრამით გათვალისწინებულ ოპერაციულ და ასევე დამატებით ხარჯებს და წარმოადგენს როგორც „ჰორიზონტი ევროპა“ პროგრამით ნაკისრ ვალდებულებებთან დაკავშირებული ხარჯების, ისე ბენეფიციარებისთვის გადასახდელი მხარდაჭერის თანხების დასაფარად დამტკიცებული ევროკავშირის საბიუჯეტო ასიგნებების გარდა გამოყოფილ თანხას, და იმ ფულად სახსრებს, რომლებიც შეესაბამება გაუქმებულ და შემდგომ აღდგენილ  ასიგნებებს, როგორც ეს მითითებულია  ევროპარლამენტისა და საბჭოს[8] (EU, Euratom) 2018/1046  რეგულაციის მუხლი 15(3)-ში, მასში ბოლოს შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით (შემდგომში „ფინანსური  რეგულაცია“) და გაზრდილია გარე შემოსავლების მეშვეობით, რომლებიც არ მომდინარეობს სხვა დონორების მიერ „ჰორიზონტი ევროპა“ პროგრამისთვის განხორციელებული ფინანსური კონტრიბუციებიდან.[9]

გარე შემოსავლებთან მიმართებაში, რომლებიც გამოყოფილ იქნა „ჰორიზონტი ევროპა“ პროგრამისთვის, კოვიდ-19 კრიზისის შემდგომი ეკონომიკური აღდგენის მხარდასაჭერად, „ევროკავშირის აღდგენის ინსტრუმენტის“ შექმნის შესახებ  საბჭოს (EU) 2020/2094 რეგულაციის მუხლი 3(1)-ის შესაბამისად,[10] ზემოაღნიშნული გაზრდილი თანხა უნდა შეესაბამებოდეს „ჰორიზონტი ევროპა“ პროგრამისთვის კომისიის მიერ შედგენილი ბიუჯეტის პროექტისთვის თანდართულ დოკუმენტებში მითითებულ წლიურ ასიგნებებს.

5. საწყისი ოპერაციული კონტრიბუცია განისაზღვრება კონტრიბუციის საზომს, რომელიც განისაზღვრება საბაზრო ფასებში საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტსა და საბაზრო ფასებში ევროკავშირს მთლიან შიდა პროდუქტის მაჩვენებლებს შორის ფარდობით. საბაზრო ფასებში მთლიანი შიდა პროდუქტი განისაზღვრება კომისიის სპეციალური სამსახურების მიერ წლიური კონტრიბუციის განხორციელების წლის წინა წელს საბიუჯეტო ანგარიშგებისთვის გამოყენებული ბოლო სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე.  აღნიშნული კონტრიბუციის საზომის გამოთვლის კორექტირება მოცემულია  დანართი I-ში.

6. საწყისი ოპერაციული კონტრიბუცია გამოითვლება კონტრიბუციის საზომის გამოყენებით ევროკავშირის ბიუჯეტიდან გამოყოფილი საწყისი ასიგნებების მიმართ, რომლებიც დამტკიცებულია შესაბამის წელს „ჰორიზონტი ევროპა“  პროგრამის დასაფინანსებლად და გაზრდილია ამ მუხლის  პუნქტი 4-ის შესაბამისად.

7. მონაწილეობის საფასური შეადგენს წლიური საწყისი ოპერაციული კონტრიბუციის 4%-ს, რომელიც გამოითვლება ამ მუხლის პუნქტები 5 და 6-ის შესაბამისად და მისი გადახდა ხდება ეტაპობრივად, დანართი I-ის შესაბამისად. მონაწილის შენატანი არ ექვემდებარება რეტროსპექტიულ ცვლილებებს ან კორექტირებებს.

8. N წლისთვის საწყისი ოპერაციული კონტრიბუცია შეიძლება კორექტირდეს ზრდის ან შემცირების მიმართულებით, რეტროსპექტიულად, ერთი ან რამდენიმე მომდევნო წლის განმავლობაში, N წლისთვის განსაზღვრული საბიუჯეტო ასიგნებების საფუძველზე, რომლებიც იზრდება ამ მუხლის პუნქტი 4-ის შესაბამისად. ამ მუხლის განხორციელების დეტალური ნორმები მოცემულია  დანართი I-ში.

9.  ევროკავშირი საქართველოს მიაწვდის ინფორმაციას თავისი ფინანსური მონაწილეობის შესახებ, რომელიც შეტანილია ევროკავშირის საბიუჯეტო და სავალო ვალდებულებათა მარეგულირებელი ორგანოებისთვის წარდგენილ საბიუჯეტო, ანგარიშგების, ეფექტიანობის და შეფასების ამსახველ ინფორმაციაში, რომელიც შეეხება „ჰორიზონტი ევროპა“ პროგრამას.  ამგვარი ინფორმაცია წარდგენილი უნდა იქნეს საქართველოსა და ევროკავშირის კონფიდენციალურობისა და მონაცემთა დაცვის წესები სათანადო დაცვით და არ უნდა იზღუდებოდეს ის ინფორმაცია, რომელზეც წვდომის უფლება  საქართველოს გააჩნია ამ შეთანხმების დანართი III-ის შესაბამისად.

10.  საქართველოს ყველა კონტრიბუცია ან ევროკავშირის მიერ გადარიცხული თანხები, და  გადასახდელი ან მიღებული თანხების დაანგარიშება განხორციელდება ევროში.

 

მუხლი 4

ავტომატური კორექტირების მექანიზმი

1. ავტომატური კორექტირების მექანიზმი N წლის საქართველოს საწყისი ოპერაციული კონტრიბუციისთვის, რომელიც კორექტირდება მუხლი 3(8)-ის შესაბამისად, იმოქმედებს და გამოითვლება N+2 წელს. ის დაეფუძნება საქართველოსა და ქართული იურიდიული პირების მონაწილეობის ეფექტიანობას „ჰორიზონტი ევროპა“ პროგრამის იმ კომპონენტებში, რომლებიც ხორციელდება N წლიდან გამოყოფილი და მუხლი 3(4)-ის შესაბამისად გაზრდილი ვალდებულებების ასიგნებებით დაფინანსებული კონკურენტული გრანტების მეშვეობით.

ავტომატური კორექტირების თანხა გამოითვლება შემდეგ თანხებს შორის არსებული სხვაობის მიხედვით:

  1. საქართველოს ან ქართულ იურიდიულ პირებთან გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულებების საფუძველზე  გამოყოფილი საწყისი თანხები, რომლებიც ფინანსდება N წლის ვალდებულებების ასიგნებებიდან, რომლებიც ექვემდებარება ზრდას მუხლი 3(4)-ის შესაბამისად; და

b) საქართველოს მიერ გადახდილი N წლის შესაბამისი ოპერაციული კონტრიბუცია, რომელიც კორექტირდება მუხლი 3(8)-ის შესაბამისად, გარდა არა-ინტერვენციული ხარჯებისა, რომლებიც ფინანსდება N წლის ვალდებულებების ასიგნებებიდან, რომლებიც ექვემდებარება ზრდას მუხლი 3(4)-ის შესაბამისად.

2. თუ  პუნქტი 1-ში მითითებული თანხა, იმისდა მიუხედავად ეს თანხა დადებითია თუ უარყოფითი, 8%-ით აღემატება მუხლი 3(8)-ის შესაბამისად კორექტირებულ შესაბამის საწყის ოპერაციულ კონტრიბუციას, კორექტირებას დაექვემდებარება საქართველოს N წლის საწყისი ოპერაციული კონტრიბუცია. საქართველოს მიერ გადასახდელი ან მიღებული თანხა, როგორც დამატებითი  კონტრიბუცია ან ავტომატური კორექტირების მექანიზმით შემცირებული საქართველოს კონტრიბუცია, უნდა აღემატებოდეს 8%-იან ზღვარს. დამატებით გადასახდელი ან ასანაზღაურებელი კონტრიბუციის გამოთვლისას, 8%-იან ზღვარს ქვემოთ თანხა მხედველობაში არ მიიღება.

3. ავტომატური კორექტირების მექანიზმის მოქმედების დეტალური წესები მოცემულია დანართში I.

 

მუხლი 5

ნაცვალგების პრინციპი

1. ევროკავშირში დაფუძნებულ იურიდიულ პირებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ საქართველოს პროგრამებსა და პროექტებში, რომლებიც „ჰორიზონტი ევროპა“ პროგრამის ეკვივალენტურია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. საქართველოს ეკვივალენტური პროგრამებისა და პროექტების არასრული სია მოცემულია დანართში II.

3. საქართველოს მიერ კავშირში დაფუძნებული იურიდიული პირების დაფინანსება ექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობას, რომელიც არეგულირებს კვლევისა და ინოვაციის პროგრამების და პროექტების ოპერირებას. იქ, სადაც დაფინანსება არ არის გათვალისწინებული, კავშირში დაფუძნებულ იურიდიულ პირებს შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ საკუთარი სახსრებით.

 

მუხლი 6

ღია მეცნიერება

მხარეები ორმხრივად შეუწყობენ ხელს და წაახალისებენ ღია მეცნიერების პრაქტიკებს თავიანთ პროგრამებსა და პროექტებში „ჰორიზონტი ევროპა“ პროგრამის წესებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

მუხლი 7

მონიტორინგი, შეფასება და ანგარიშგება  

1. „ჰორიზონტი ევროპა“ პროგრამის მონიტორინგთან და შეფასებასთან დაკავშირებით კომისიის, ევროპის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროსა (OLAF) და ევროკავშირის აუდიტორთა სასამართლოს ვალდებულებათა შეუზღუდავად, პროგრამაში საქართველოს მონაწილეობა  დაექვემდებარება უწყვეტ მონიტორინგს, საქართველოსა და კომისიას შორის არსებული პარტნიორობის საფუძველზე.

2. ეფექტიან ფინანსურ მართვასთან დაკავშირებული წესები, რომლებიც მოიცავს წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში ევროკავშირის დაფინანსებასთან დაკავშირებული ფინანსური კონტროლის, თანხების დაბრუნებისა და თაღლითობის წინააღმდეგ მიმართულ ზომებს, წარმოდგენილია დანართში III.

მუხლი 8

საქართველო-ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ერთობლივი კომიტეტი

1. ამგვარად იქმნება საქართველო-ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ერთობლივი კომიტეტი (შემდგომში „საქართველო-ევროკავშირის ერთობლივი კომიტეტი“). საქართველო-ევროკავშირის ერთობლივი კომიტეტის ფუნქციებია:

  1. წინამდებარე შეთანხმების განხორციელების შეფასება, შეჯამება და განხილვა, რაც კონკრეტულად მოიცავს შემდეგს:

(i) „ჰორიზონტი ევროპა“ პროგრამაში საქართველოს იურიდიული პირების მონაწილეობა და შედეგი;

(ii) თითოეულ მხარის იურიდიული პირებისთვის უზრუნველყოფილი (ორმხრივი) ღიაობის დონე, იმისათვის რომ მონაწილეობა მიიღონ მეორე მხარის პროგრამებსა და პროექტებში ;

(iii) ფინანსური კონტრიბუციის მექანიზმისა და ავტომატური კორექციის მექანიზმის განხორციელება მუხლები 3 და 4-ის შესაბამისად;

(iv) ინფორმაციის გაცვლა და შედეგების გამოყენებასთან, მათ შორის, ინტელექტუალური საკუთრების უფლებებთან დაკავშირებული ნებისმიერი შესაძლო საკითხის განხილვა.

  1. რომელიმე მხარის მოთხოვნის საფუძველზე, მხარეთა მიერ თავიანთ შესაბამის კვლევისა და ინოვაციის პროგრამებთან წვდომაზე, მათ შორის, კერძოდ, თავიანთ სტრატეგიულ აქტივებთან, ინტერესებთან, ავტონომიასთან ან უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ქმედებებზე დაწესებული ან დაგეგმილი შეზღუდვების  განხილვა;
  2. თანამშრომლობის გაუმჯობესებისა და განვითარების გზების განხილვა;
  3. კვლევასა და ინოვაციასთან და საერთო ინტერესის მქონე კვლევის დაგეგმვასთან დაკავშირებული პოლიტიკების სამომავლო მიმართულებებისა და პრიორიტეტების ერთობლივად განხილვა; და
  4. სხვა საკითხებთან ერთად, ახალი კანონმდებლობის, გადაწყვეტილებების ან კვლევისა და ინოვაციის ეროვნული პროგრამების შესახებ იმ ინფორმაციის გაცვლა, რომელიც დაკავშირებულია წინამდებარე შეთანხმების განხორციელებასთან.

2. საქართველო-ევროკავშირის ერთობლივი კომიტეტი, რომელიც ევროკავშირისა და საქართველოს წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება, დაამტკიცებს კომიტეტის მუშაობის საპროცედურო წესებს.

3. საქართველო-ევროკავშირის ერთობლივი კომიტეტის გადაწყვეტილებით, საგანგებო საფუძველზე, ექსპერტთა დონეზე შეიძლება შეიქმნას ნებისმიერი დამატებითი სამუშაო ჯგუფი/საკონსულტაციო ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს დახმარებას წინამდებარე შეთანხმების განხორციელების პროცესში. 

4. საქართველო-ევროკავშირის ერთობლივი კომიტეტი შეიკრიბება მინიმუმ წელიწადში ერთხელ, და თუ არსებული გარემოებები ამას მოითხოვს, რომელიმე მხარის მოთხოვნით. შეხვედრებს ორგანიზებასა და მასპინძლობას გაუწევს მონაცვლეობით ევროკავშირი და საქართველოს მთავრობა.

5. საქართველო-ევროკავშირის ერთობლივი კომიტეტი იმუშავებს მუდმივ საფუძველზე, ნებისმიერი საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით შესაბამისი ინფორმაციის გაცვლის გზით, კერძოდ, საქართველოს იურიდიული პირების მონაწილეობასთან/საქმიანობასთან დაკავშირებით. საჭიროების შემთხვევაში, საქართველო-ევროკავშირის ერთობლივ კომიტეტს შეუძლია თავისი ფუნქციები შეასრულოს წერილობით.

 

მუხლი 9

დასკვნითი დებულებები

1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შევა იმ დღეს, როდესაც მხარეები ერთმანეთს აცნობებენ ამ მიზნით აუცილებელი შიდა პროცედურების დასრულების შესახებ.

2. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის 2021 წლის 1 იანვრიდან. ის ძალაში რჩება იმდენ ხანს, რამდენიც აუცილებელია „ჰორიზონტი ევროპა“ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ყველა პროექტის, ქმედების, აქტივობების და მათი კომპონენტების, ევროკავშირის ფინანსური ინტერესების დასაცავად აუცილებელი ყველა ქმედებისა და მხარეთა შორის წინამდებარე შეთანხმების განხორციელებიდან გამომდინარე ყველა ფინანსური ვალდებულების დასასრულებლად.

3. საქართველოსა და ევროკავშირს შეუძლია წინამდებარე შეთანხმება გამოიყენოს დროებით, შიდა პროცედურებისა და კანონმდებლობის შესაბამისად. დროებითი გამოყენება დაიწყება იმ დღეს, როდესაც მხარეები ერთმანეთს აცნობებენ ამ მიზნით აუცილებელი თავიანთი შიდა პროცედურების დასრულების შესახებ.

4. თუ საქართველო ევროკავშირის სახელით მოქმედ კომისიას აცნობებს, რომ ის არ შეასრულებს წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესასვლელად აუცილებელ თავის შიდა პროცედურებს, წინამდებარე შეთანხმება შეწყვეტს დროებით საფუძველზე გამოყენებას კომისიის მიერ  ამგვარი შეტყობინების მიღების დღეს, რომელიც განიხილება როგორც მოქმედების შეწყვეტის დღე წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის.

5. წინამდებარე შეთანხმების გამოყენება შეიძლება შეაჩეროს ევროკავშირმა საქართველოს მიერ გადასახდელი ფინანსური კონტრიბუციის ნაწილობრივ ან სრულად გადაუხდელობის შემთხვევაში წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად.

გადაუხდელობის შემთხვევაში, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნას „ჰორიზონტი ევროპა“ პროგრამის განხორციელებას, კომისია გამოგზავნის შეხსენების ფორმალურ წერილს. თუ არ განხორციელდება გადახდა, შეხსენების ფორმალური წერილის მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, წინამდებარე შეთანხმების გამოყენების შეჩერების შესახებ ევროპული კომისია აცნობებს საქართველოს შეტყობინების ფორმალური წერილით, რომელიც ძალაში შევა საქართველოს მიერ ამგვარი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის შემდეგ. 

წინამდებარე შეთანხმების გამოყენების შეჩერების შემთხვევაში, საქართველოში დაფუძნებულ იურიდიულ პირებს არ ექნებათ უფლება მონაწილეობა მიიღონ საგრანტო კონტრაქტების გაფორმების პროცედურებში, რომლებიც შეჩერების ძალაში შესვლის მომენტისთვის არ დასრულებულა. გრანტის გაფორმების პროცედურა დასრულებულად ჩაითვლება, თუ აღნიშნული პროცედურის შედეგად მოხდა იურიდიული დოკუმენტების გაფორმება.

შეჩერება ზემოქმედებას არ მოახდენს შეჩერების ძალაში შესვლამდე საქართველოში დაფუძნებულ იურიდიულ პირებთან გაფორმებულ იურიდიული დოკუმენტებზე. ამგვარ იურიდიულ დოკუმენტებთან მიმართებაში წინამდებარე შეთანხმება ძალაში დარჩება.

ევროკავშირი საქართველოს დაუყოვნებლივ აცნობებს ევროკავშირის მიერ ფინანსური კონტრიბუციის მთლიანი თანხის მიღების შესახებ. შეჩერება გაუქმდება ამგვარი შეტყობინებისთანავე. 

შეჩერების გაუქმების დღიდან, საქართველოს იურიდიულ პირებს კვლავ ექნებათ უფლება მონაწილეობა მიიღონ აღნიშნული თარიღის შემდგომ და აღნიშნულ თარიღამდე დაწყებულ კონტრაქტების მინიჭების პროცედურებში, რომლებისთვისაც  განაცხადების შეტანის ვადა ჯერ არ გასულა.

6. თითოეულ მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოქმედება შეუწყვიტოს წინამდებარე შეთანხმებას თავისი განზრახვის შესახებ წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. მოქმედების შეწყვეტა ძალაში შევა ადრესატამდე წერილობითი შეტყობინების მისვლიდან სამი კალენდარული თვის შემდეგ. დღე, როდესაც ძალაში შევა მოქმედების შეწყვეტის დღე, განიხილება მოქმედების შეწყვეტის დღედ წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის.

7. თუ წინამდებარე შეთანხმება წყვეტს დროებით საფუძველზე გამოყენებას ამ მუხლის პუნქტი 4-ის შესაბამისად, ან მოქმედებას წყვეტს ამ მუხლის  პუნქტი 6-ის შესაბამისად, მხარეები თანხმდებიან, რომ

(a) პროექტები, ქმედებები, აქტივობები ან მათი კომპონენტები, რომლებთან მიმართებაში გაფორმდა იურიდიული დოკუმენტები წინამდებარე შეთანხმების დროებით საფუძველზე გამოყენების პერიოდში და/ან წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, და მანამ ,სანამ წინამდებარე შეთანხმების გამოყენება შეწყდება ან წინამდებარე შეთანხმება შეწყვეტს მოქმედებას, გაგრძელდება მათ დასრულებამდე წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების დაცვით;   

(b) წლიური ფინანსური კონტრიბუცია N წლისთვის, რომლის განმავლობაშიც წინამდებარე შეთანხმება წყვეტს დროებით საფუძველზე გამოყენებას ან წყვეტს მოქმედებას, სრულად იქნება გადახდილი მუხლი 3-ის შესაბამისად.  ოპერაციული შენატანი N წლისთვის, დარეგულირდება მუხლი 3(8)-ის შესაბამისად და ავტომატურად კორექტირდება წინამდებარე შეთანხმების  მუხლი 4-ის შესაბამისად. N წლისთვის გადახდილი მონაწილის შენატანი არ ექვემდებარება რეგულირებას ან კორექტირებას.;

(c) იმ წლის შემდგომ, რომლის განმავლობაშიც წინამდებარე შეთანხმება წყვეტს დროებით საფუძველზე გამოყენებას ან წყვეტს მოქმედებას, ის საწყისი ოპერაციული შენატანები, რომლებიც გადახდილ იქნა წინამდებარე შეთანხმების მოქმედების პერიოდში, დარეგულირდება მუხლი 3(8)-ის შესაბამისად და ავტომატურად კორექტირდება წინამდებარე შეთანხმების  მუხლი 4-ის შესაბამისად.

მხარეები ურთიერთშეთანხმებით დაარეგულირებენ წინამდებარე შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის ან დროებით გამოყენების შეწყვეტის ნებისმიერ სხვა შედეგს.

8. წინამდებარე შეთანხმებაში ცვლილებები შეიძლება შევიდეს მხოლოდ წერილობით,  მხარეთა ურთიერთთანხმობით. ცვლილებები ძალაში შევა იმავე პროცედურის დაცვით, რომელიც გამოიყენება წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესასვლელად.

9. წინამდებარე შეთანხმების დანართები წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.

წინამდებარე შეთანხმება შედგენილია ორ ეგზემპლარად, ქართულ და ინგლისურ ენებზე, თითოეული ტექსტი თანაბრად ავთენტურია. განსხვავებული ინტერპრეტაციის შემთხვევაში, ინგლისურენოვან ტექსტს მიენიჭება უპირატესი ძალა.

შესრულებულია, ქ. ბრიუსელში, 2021 წლის 7 დეკემბერს ორ დედნად, ქართულ და ინგლისურ ენებზე.

 

საქართველოს სახელით,

დოქტ. მიხეილ ჩხენკელი

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

კომისია ევროკავშირის სახელით,

მარია გაბრიელი

ინოვაციების, კვლევის, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის კომისარი

 

დანართი I: 2021-2027 წლების პროგრამაში „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ფინანსური კონტრიბუციის მარეგულირებელი წესები

დანართი II: საქართველოში ეკვივალენტური პროგრამების და პროექტების არასრული სია

დანართი III: ეფექტიანი ფინანსური მართვა

 

 

დანართი I

 2021-2027 წლების პროგრამაში „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ფინანსური კონტრიბუციის მარეგულირებელი წესები

 

  1. საქართველოს ფინანსური კონტრიბუციის გამოთვლა

1. „ჰორიზონტი ევროპა“ პროგრამაში საქართველოს ფინანსური კონტრიბუცია განისაზღვრება ყოველწლიურ საფუძველზე, „ჰორიზონტი ევროპა“ პროგრამის მართვის, განხორციელებისა და ოპერირებისათვის საჭირო ვალდებულებების ასიგნებებისთვის ევროკავშირის ბიუჯეტში  ყოველწლიურად გამოყოფილი თანხის პროპორციულად და დამატებით, და იზრდება წინამდებარე შეთახმების მუხლი 3(4)-ის შესაბამისად.

2. წინამდებარე შეთახმების მუხლი 3(7)-ში მითითებული მონაწილეობის საფასურის  გადახდა მოხდება ეტაპობრივად, შემდეგი სქემის მიხედვით: 

  2021: 0,5%;

  2022: 1%;

  2023: 1,5%;

  2024: 2%;

  2025: 2,5%;

  2026: 3%;

  2027: 4%.

3. წინამდებარე შეთახმების მუხლი 3(5)-ის შესაბამისად, საწყისი ოპერაციული კონტრიბუცია, რომელიც ექვემდებარება გადახდას საქართველოს მიერ „ჰორიზონტი ევროპა“ პროგრამაში მონაწილეობისთვის, შესაბამისი ფინანსური წლებისთვის გამოითვლება კონტრიბუციის საზომის კორექტირების გზით.

კონტრიბუციის საზომის კორექტირება განხორციელდება შემდეგნაირად:

კოეფიციენტი, რომელიც ზემოაღნიშნულ ფორმულაში კონტრიბუციის საზომის კორექტირების მიზნით გამოიყენება  0,12-ია.

4. წინამდებარე შეთახმების მუხლი 3(8)-ის შესაბამისად, N წლის ბიუჯეტის განხორციელებასთან დაკავშირებული პირველი კორექტირება შესრულდება N+1 წელს, როდესაც N წლის საწყისი ოპერაციული კონტრიბუცია კორექტირდება შემცირების ან გაზრდის მიმართულებით, იმ სხვაობის საფუძველზე, რომელიც არსებობს შემდეგ თანხებს შორის:

  1. კორექტირებული კონტრიბუცია, რომელიც გამოითვლება N წლის კორექტირებული კონტრიბუციის საზომის გამოყენების  გზით ქვემოთ მოცემულ თანხებთან მიმართებაში:
  1. საბიუჯეტო ვალდებულებების ასიგნებების თანხა, რომელიც ფინანსდება ევროკავშირის მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამისად, N წლისთვის გამოყოფილი ფულადი სახსრების ფარგლებში, და იმ ფულადი სახსრების ფარგლებში, რომლებიც შეესაბამება გაუქმებულ და შემდგომ აღდგენილ ვალდებულებების ასიგნებებს; და
  2. გარეშე შემოსავლების ფარგლებში გამოყოფილი ვალდებულებების ასიგნებები, რომლებიც არ მომდინარეობს სხვა დონორების მიერ „ჰორიზონტი ევროპა“ პროგრამისთვის განხორციელებული ფინანსური კონტრიბუციებიდან და რომლებიც ხელმისაწვდომი იყო N წლის ბოლოსთვის[11]. გარეშე შემოსავლებთან მიმართებაში, რომლებიც გამოყოფილ იქნა „ჰორიზონტი ევროპა“ პროგრამისთვის, კოვიდ-19 კრიზისის შემდგომი ეკონომიკური აღდგენის მხარდასაჭერად, „ევროკავშირის აღდგენის ინსტრუმენტის“ შექმნის შესახებ  საბჭოს (EU) 2020/2094 რეგულაციის მუხლი 3(1)-ის შესაბამისად,[12] კორექტირებული  კონტრიბუციის დაანგარიშების მიზნებისთვის, გამოყენებულ იქნება მრავალწლიურ ფინანსურ ჩარჩო პროგრამაში (MFF) მითითებული წლიური საორიენტაციო თანხები.
  1. საწყისი ოპერაციული კონტრიბუცია N წლისთვის.

 

N+2 წლიდან და ყოველ მომდევნო წელს, N წლის შემდგომ გამოყოფილი ფულადი სახსრების ფარგლებში დაფინანსებული და წინამდებარე შეთანხმების მუხლი 3(4)-ის შესაბამისად გაზრდილი ყველა საბიუჯეტო ვალდებულებების ასიგნების გადახდამდე ან გაუქმებამდე, და  „ჰორიზონტი ევროპა“ პროგრამის დასრულებიდან არაუგვიანეს  3 წლისა, ევროკავშირი N წელს კორექტირებული ოპერაციული კონტრიბუციის თანხას გამოთვლის საქართველოს ოპერაციული კონტრიბუციის შემცირების გზით იმ ოდენობის თანხით, რომელიც მიიღება N წლის კორექტირებული კონტრიბუციის საზომის გამოყენების გზით N წელს ევროკავშირის ბიუჯეტიდან განხორციელებული  ასიგნებებიდან თითოეულ წელს გაუქმებულ ასიგნებებთან მიმართებაში, ან რომელიც მიიღება გაუქმებული და შემდგომ კვლავ აღდგენილი ასიგნებებიდან.

თუ გაუქმდება N წლის გარეშე შემოსავლებიდან მიღებული ფულადი სახსრები (რაც მოიცავს ვალდებულებების ასიგნებებს, და, საბჭოს (EU) 2020/2094 რეგულაციის ფარგლებში გამოყოფილ თანხებთან მიმართებაში – მრავალწლიურ ფინანსურ ჩარჩო პროგრამაში (MFF) მითითებულ წლიურ საორიენტაციო თანხებს), რომლებიც არ მომდინარეობს სხვა დონორების მიერ „ჰორიზონტი ევროპა“ პროგრამისთვის განხორციელებული ფინანსური კონტრიბუციებიდან, საქართველოს ოპერაციული კონტრიბუცია შემცირდება გაუქმებულ თანხაზე N წლის შესწორებული კონტრიბუციის საზომის გამოყენებით მიღებული თანხით.

 

  1. საქართველოს ოპერაციული კონტრიბუციის ავტომატური კორექტირება 
  1. წინამდებარე შეთანხმების მუხლი 4-ში მითითებული ავტომატური კორექტირების თანხის გამოთვლის მიზნით, გამოყენებულ იქნება შემდეგი მოდალობები:

 

  1. „კონკურენტული გრანტები“ ნიშნავს კონკურსის საფუძველზე დაფინანსებული პროექტების ფარგლებში მინიჭებულ გრანტებს, როდესაც საბოლოო ბენეფიციარების გამოვლენა ხდება ავტომატური კორექტირების გამოთვლის მომენტში.  გამოირიცხება ფინანსური რეგულაციის მუხლი 204-ით განსაზღვრული   მესამე მხარეებისთვის ფინანსური მხარდაჭერის გაწევა;
  2. კონსორციუმთან იურიდიული ვალდებულებების დოკუმენტის ხელმოწერის პროცესში, აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებულ საწყის თანხად ჩაითვლება კუმულაციური თანხა, რომელიც გამოეყოფა ბენეფიციარებს, ანუ საქართველოს ორგანიზაციებს, საგრანტო შეთანხმების  საორიენტაციო ბიუჯეტის შესაბამისად;
  3. საკონკურსო გრანტების შესაბამისად იურიდიული ვალდებულებების დოკუმენტებით გათვალისწინებული ყველა თანხა დგინდება ევროპული კომისიის ელექტრონული სისტემის -  eCorda-ს გამოყენებით და ამოღებული იქნება N+2 წლის თებერვლის მეორე ოთხშაბათს;
  4. „არა-ინტერვენციული ხარჯები“ ნიშნავს პროგრამით და არა კონკურენტული გრანტებით გათვალისწინებულ ხარჯებს, მათ შორის, დამატებით დამხმარე ხარჯებს, პროგრამის მართვასთან დაკავშირებულ სპეციფიკურ ხარჯებს, ასევე სხვა აქტივობებთან დაკავშირებულ ხარჯებს[13];
  5. თანხები გამოყოფილი საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, როგორც იურიდიული პირებისთვის, რომლებიც წარმოადგენენ საბოლოო ბენეფიციარებს,[14] განიხილება როგორც არა-ინტერვენციული ხარჯები.

2. გამოყენებული უნდა იქნეს შემდეგი მექანიზმი:

  1. N წლის ვალდებულებების ასიგნებების განხორციელებასთან დაკავშირებით არსებული N წლის ავტომატური კორექტირებები, რომლებიც გაზრდილია წინამდებარე შეთანხმების მუხლი 3(4)-ის შესაბამისად, გამოყენებული უნდა იქნეს N+2 წელს წინამდებარე დანართის II მუხლის (1) პუნქტის (c) ქვეპუნქტში მითითებული e-Corda-ს სისტემიდან მოპოვებული N წლისა და N+1 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, მას შემდეგ რაც „ჰორიზონტი ევროპა“ პროგრამაში საქართველოს  კონტრიბუციაში განხორციელდება წინამდებარე შეთანხმების მუხლი 3(8)-ით გათვალისწინებული ნებისმიერ კორექტირება. შესაბამის თანხად  ჩაითვლება იმ კონკურენტული გრანტების თანხა, რომელთან დაკავშირებითაც არსებობს მონაცემები კორექციის გამოთვლის მომენტისთვის.
  2. დაწყებული N+2 წლიდან 2029 წლამდე, N წლისთვის ავტომატური კორექტირების თანხა გამოითვლება შემდეგ თანხებს შორის არსებული სხვაობის მიხედვით:
  1. საქართველოსთვის ან საქართველოს იურიდიული პირებისთვის N წლის ვალდებულებების სახით საბიუჯეტო ასიგნებების გამოყოფილი კონკურენტული გრანტების მთლიანი ოდენობა, და
  2. N წლისთვის საქართველოს კორექტირებული ოპერაციული კონტრიბუციის თანხა გამრავლებული შემდეგ  თანხებს შორის თანაფართობაზე:
  1. N წლისთვის გათვალისწინებული ვალდებულებების ასიგნებების ფარგლებში გამოყოფილი კონკურენტული გრანტების თანხა, რომელიც ექვემდებარება ზრდას წინამდებარე შეთანხმების მუხლი 3(4)-ის შესაბამისად; და
  2. N წლისთვის გათვალისწინებული ყველა სახის ავტორიზებული საბიუჯეტო ვალდებულებების ასიგნებების მთლიანი თანხა, არა-ინტერვენციული ხარჯების ჩათვლით.

 

  1. საქართველოს ფინანსური კონტრიბუციის გადახდა, საქართველოს ოპერაციულ კონტრიბუციაში ასახული კორექტირების თანხის გადახდა, და საქართველოს ოპერაციულ კონტრიბუციაში ავტომატური კორექტირების თანხის გადახდა

 

1. შეძლებისდაგვარად მოკლე დროში და არაუგვიანეს ფინანსურ წელს სახსრების გამოყოფის შესახებ პირველი განცხადების გაკეთებისას, კომისია საქართველოს შეატყობინებს შემდეგ  ინფორმაციას:

  1. ევროკავშირის ბიუჯეტში ვალდებულებების საბიუჯეტო ასიგნებების ოდენობის შესახებ, რომელიც დამტკიცებულია შესაბამისი წლისთვის და „ჰორიზონტი ევროპა“ პროგრამაში საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებული საბიუჯეტო მუხლებისთვის და, საჭიროების შემთხვევაში, იზრდება წინამდებარე შეთანხმების მუხლი 3(4)-ის შესაბამისად;

 

  1. წინამდებარე შეთახმების მუხლი 3(7)-ში მითითებული მონაწილეობის საფასურის ოდენობის შესახებ;
  2.  „ჰორიზონტი ევროპა“  პროგრამის განხორციელების დაწყების N+1 წლიდან,  N საბიუჯეტო წელს გამოყოფილი ვალდებულებების ასიგნებების მოცულობის შესახებ, რაც გაზრდილია   წინამდებარე შეთანხმების მუხლი 3(4)-ის შესაბამისად, და ასევე გაუქმებული ასიგნებების ოდენობის შესახებ;
  3.  „ჰორიზონტი ევროპა“  პროგრამის იმ ნაწილისთვის, რომლისთვისაც ამგვარი ინფორმაცია აუცილებელია ავტომატური კორექტირების თანხის გამოსათვლელად, საქართველოს იურიდიული პირების სასარგებლოდ გამოყოფილი ვალდებულებების ასიგნებების ოდენობის შესახებ, რომელიც ჩაშლილი იქნება შესაბამისი წლის საბიუჯეტო ასიგნებების მიხედვით, და ასევე – ასიგნებების საერთო ოდენობის შესაბამისად.

თავისი ბიუჯეტის პროექტის საფუძველზე, კომისია შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში და არაუგვიანეს ფინანსური წლის 1 სექტემბრისა წარადგენს ინფორმაციას შემდეგი წლისთვის პუნქტები (a) და (b)-ის შესაბამისად.

2. თითოეული ფინანსური წლის არაუგვიანეს აპრილისა კომისია გააკეთებს განცხადებას საქართველოსთვის თანხების გამოყოფის შესახებ, რომლებიც შეესაბამება მის კონტრიბუციას წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად.

თანხების გამოყოფის შესახებ თითოეული განცხადება ითვალისწინებს საქართველოს კონტრიბუციის გადახდას თანხების გამოყოფის შესახებ მოწოდების გაკეთებიდან არაუგვიანეს 30 დღისა.

წინამდებარე შეთანხმების განხორციელების პირველ წელს, კომისია გააკეთებს მხოლოდ ერთ განცხადებას თანხების გამოყოფის შესახებ, წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერიდან  60 დღის განმავლობაში.

3. 2023 წლიდან დაწყებული ყოველ წელს, თანხების გამოყოფის შესახებ განცხადება ასევე მოიცავს N-2 წელს გადასახდელი ოპერაციული კონტრიბუციის ავტომატური კორექტირების თანხას.

არაუგვიანეს აპრილისა თანხების გამოყოფის შესახებ გაკეთებული  განაცხადი შეიძლება ასევე მოიცავდეს საქართველოს მიერ გადახდილი ფინანსური კონტრიბუციის კორექტირებას კვლევისა და ინოვაციების სფეროში წინა ჩარჩო პროგრამ(ებ)ის განხორციელების, მართვისა და ოპერირების მიზნით, რომელშიც საქართველო იღებდა მონაწილეობას

2028, 2029 და 2030 თითოეული ფინანსური წლისთვის, საქართველოს მიერ 2026 და 2027 წლებში გადახდილ ოპერაციულ კონტრიბუციასთან დაკავშირებით გამოყენებული ავტომატური კორექციისა და წინამდებარე შეთანხმების მუხლი 3(8)-ის შესაბამისად განხორციელებული შესწორებების შედეგად მიღებული თანხის გადახდა ეკისრება საქართველოს.

4. საქართველო წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ თავის ფინანსურ კონტრიბუციას გადაიხდის წინამდებარე შეთანხმების  თანახმად, ამ დანართის პუნქტი (III)-ის შესაბამისად. საქართველოს მიერ დადგენილ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია გააგზავნის შეხსენების წერილს.

გადახდის ვადის დადგომის დღიდან ფინანსური კონტრიბუციის გადახდისას ნებისმიერი დაგვიანების შემთხვევაში, გადაუხდელ თანხაზე საქართველოს დაეკისრება პროცენტის გადახდა.

დადგენილ ვადაში გადაუხდელ თანხაზე დარიცხულ საპროცენტო განაკვეთად განისაზღვრება ევროპის ცენტრალური ბანკის  მიერ რეფინანსირების ძირითად ოპერაციებთან მიმართებაში გამოყენებული საპროცენტო განაკვეთი, როგორც ეს გამოქვეყნებულია ევროკავშირის ოფიციალური ჟურნალის C სერიაში, რომელიც ძალაშია იმ თვის პირველ კალენდარულ დღეს, როდესაც დგება გადახდის ვადა, გაზრდილი ერთნახევარი პროცენტული პუნქტით.

 

დანართი II

საქართველოში ეკვივალენტური პროგრამების და პროექტების არასრული სია

ქვემოთ მოცემული არასრული სია განიხილება, როგორც საქართველოში „ჰორიზონტი ევროპა“ პროგრამის ეკვივალენტური პროგრამები და პროექტები:

ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების პროგრამა (FR) – ადმინისტრირებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ;

გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების პროგრამა (AR) – ადმინისტრირებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ;

უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტების პროგრამა (DI) – ადმინისტრირებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ.

 

დანართი III

უსაფრთხო ფინანსური მართვა

ფინანსური ინტერესების დაცვა და აღდგენა

 

მუხლი 1
შემოწმება და აუდიტი

1. ევროკავშირს უფლება აქვს, ევროკავშირის ერთი ან რამდენიმე ინსტიტუტის ან ორგანოს მოქმედი აქტების შესაბამისად, ან როგორც ეს გათვალისწინებულია შესაბამის შეთანხმებებსა და/ან კონტრაქტებში, ჩაატაროს ტექნიკური, სამეცნიერო, ფინანსური ან სხვა ტიპის შემოწმება და აუდიტი საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი იმ ფიზიკური პირის, ან საქართველოში დაფუძნებული ნებისმიერი იმ იურიდიული პირის შენობაში, რომელიც იღებს ევროკავშირის დაფინანსებას, ასევე საქართველოში მცხოვრები ან დაფუძნებული ნებისმიერი იმ მესამე მხარის შენობაში, რომელიც ჩართულია ევროკავშირის დაფინანსების განხორციელებაში. ამგვარი შემოწმება და აუდიტი შეიძლება განხორციელდეს ევროკავშირის ინსტიტუტებისა და ორგანოების, კერძოდ, ევროპული კომისიისა და ევროპის აუდიტორთა სასამართლოს წარმომადგენელთა მიერ, ან ევროპული კომისიის მიერ უფლებამოსილი ნებისმიერი სხვა პირების მიერ.

2. ევროკავშირის ინსტიტუტებისა და ორგანოების, კერძოდ, ევროპული კომისიისა და ევროპის აუდიტორთა სასამართლოს წარმომადგენლებს და ევროპული კომისიის მიერ უფლებამოსილ ნებისმიერი სხვა პირებს უნდა ჰქონდეთ სათანადო წვდომა ლოკაციებთან, ნაშრომებთან და დოკუმენტებთან (როგორც ელექტრონული, ისე ნაბეჭდი ფორმით) და ამგვარი აუდიტის ჩასატარებლად აუცილებელ ყველა სახის ინფორმაციასთან, მათ შორის, უფლება მოიპოვონ აუდიტს დაქვემდებარებული ფიზიკური ან იურიდიული პირის, ან აუდიტს დაქვემდებარებული მესამე მხარის ხელთ არსებული ნებისმიერი დოკუმენტის ნაბეჭდი/ელექტრონული ასლი ან ამონაწერი, ან ნებისმიერ მონაცემთა მატარებელზე დატანილი ინფორმაცია.

3. საქართველო ხელს არ შეუშლის ან არ შეუქმნის რაიმე კონკრეტულ დაბრკოლებას პუნქტი 2-ში მითითებული წარმომადგენლებისა და სხვა პირების მიერ საქართველოში შესვლისა და ობიექტებზე წვდომის უფლების განხორციელებას წინამდებარე მუხლით გათვალისწინებულ თავიანთ მოვალეობათა შესრულებასთან დაკავშირებით.

4. შემოწმება და აუდიტი შესაძლებელია განხორციელდეს მუხლი 9(5)-ის შესაბამისად წინამდებარე შეთანხმების გამოყენების შეჩერების შემდეგ, დროებითი გამოყენების შეწყვეტის ან მოქმედების დასრულების შემდეგაც, ევროკავშირის ერთი ან რამდენიმე ინსტიტუტის ან ორგანოს მოქმედ აქტებში მითითებული პირობების დაცვით, როგორც ეს გათვალისწინებულია შესაბამის შეთანხმებებსა და/ან კონტრაქტებში რომლებიც, ევროკავშირის საბიუჯეტო ასიგნებების განხორციელების მიზნით,  გაფორმებულია ევროკავშირის მიერ იმ დღემდე, როდესაც ძალაში შედის წინამდებარე შეთანხმების გამოყენების შეწყვეტა მისი მუხლი 9(5)-ის შესაბამისად, დროებითი გამოყენების შეწყვეტა ან მოქმედების დასრულება.

 

მუხლი 2
ბრძოლა დარღვევების, თაღლითობისა და ევროკავშირის ფინანსური ინტერესების შემლახავი სხვა სისხლის სამართლის დანაშაულების წინააღმდეგ

1. ევროპული კომისია და ევროპის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ბიურო (OLAF) უფლებამოსილნი არიან საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელონ ადმინისტრაციული გამოძიება, მათ შორის, ადგილზე შემოწმებები და ინსპექციები.  ეს გამოძიებები ჩატარდება ევროკავშირის ერთი ან რამდენიმე ინსტიტუტის მოქმედი აქტებით განსაზღვრული პირობებისა და დებულებების შესაბამისად.

2. საქართველოს კომპეტენტური ორგანოები ევროპულ კომისიას ან ევროპის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს (OLAF) გონივრულ ვადებში აცნობებენ ნებისმიერი ფაქტის ან ეჭვის შესახებ, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა დარღვევასთან, თაღლითობასთან ან სხვა უკანონო საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელიც ლახავს ევროკავშირის ფინანსურ ინტერესებს.

3. ადგილზე შემოწმებები და ინსპექციები შეიძლება ჩატარდეს საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი იმ ფიზიკური პირის, ან საქართველოში დაფუძნებული ნებისმიერი იმ იურიდიული პირის შენობაში, რომელიც იღებს ევროკავშირის დაფინანსებას, ასევე საქართველოში მცხოვრები ან დაფუძნებული ნებისმიერი იმ მესამე მხარის შენობაში, რომელიც ჩართულია ევროკავშირის დაფინანსების განხორციელებაში.

4. ადგილზე შემოწმებები და ინსპექციები მომზადდება და განხორციელდება ევროპული კომისიის ან ევროპის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს (OLAF) მიერ, საქართველოს მთავრობის მიერ დანიშნულ საქართველოს კომპეტენტურ ორგანოსთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით. დანიშნულ ორგანოს წინასწარ ეცნობება შემოწმებებისა და ინსპექციების საგნის, მიზნისა და იურიდიული საფუძვლის შესახებ, რათა მან შესძლოს დახმარების გაწევა. ამ მიზნით, საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მოხელეებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ადგილზე შემოწმებებსა და ინსპექციებში.

5. საქართველოს ხელისუფლების თხოვნით, ადგილზე შემოწმებები და ინსპექციები შეიძლება ჩატარდეს ევროპულ კომისიასთან ან ევროპის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროსთან (OLAF)  ერთად.

6. კომისიის წარმომადგენლებსა და OLAF-ის პერსონალს ექნება წვდომა შესაბამის ოპერაციებთან დაკავშირებულ ყველა სახის ინფორმაციასთან და დოკუმენტაციასთან, მათ შორის, კომპიუტერულ მონაცემებთან, რომლებიც აუცილებელია ადგილზე შემოწმებებისა და ინსპექციების სათანადოდ ჩასატარებლად. კერძოდ, მათ ექნებათ შესაბამისი დოკუმენტების ასლების გადაღების შესაძლებლობა.

7. თუ ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან სხვა მესამე მხარე ეწინააღმდეგება ადგილზე შემოწმებებისა და ინსპექციების ჩატარებას, საქართველოს ხელისუფლება, შიდასახელმწიფოებრივი ნორმებისა და რეგულაციების შესაბამისად, დახმარებას გაუწევს ევროპულ კომისიას ან ევროპის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს (OLAF), რათა მათ შესძლონ თავიანთი ფუნქციების შესრულება ადგილზე შემოწმებებისა და ინსპექციების ჩატარებასთან დაკავშირებით. ეს დახმარება მოიცავს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პრევენციული ზომების გატარებას, კერძოდ,  მტკიცებულებების დაცვის მიზნით.

8. ევროპული კომისია ან ევროპის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ბიურო (OLAF) საქართველოს ხელისუფლებას აცნობებს ამგვარი შემოწმებებისა და ინსპექციების შედეგის შესახებ. კერძოდ, ევროპული კომისია ან ევროპის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ბიურო (OLAF) დაუყოვნებლივ აცნობებს საქართველოს კომპეტენტურ ორგანოს ნებისმიერი ფაქტის ან ეჭვის შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა ადგილზე შემოწმების ან ინსპექციის პროცესში გამოვლენილ დარღვევასთან დაკავშირებით.

9. საქართველოს სისხლისსამართლებრივი კანონმდებლობის გამოყენებისთვის რაიმე დაბრკოლების შექმნის გარეშე, ევროპულ კომისიას შეუძლია ადმინისტრაციული ზომების მიღება და ჯარიმების დაკისრება საქართველოს იმ იურიდიული ან ფიზიკური პირებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ პროგრამის ან საქმიანობის განხორციელებაში ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად.

10. წინამდებარე მუხლის სათანადოდ განხორციელების მიზნით, საქართველოს კომპეტენტური ორგანოები და ევროპული კომისია ან ევროპის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ბიურო (OLAF) რეგულარულად გაცვლიან ინფორმაციას, წინამდებარე შეთანხმების ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით, გამართავენ ერთმანეთთან კონსულტაციებს.

11. ევროპის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროსთან (OLAF) ეფექტიანი თანამშრომლობისა და ინფორმაციის გაცვლის მიზნით, საქართველო დანიშნავს საკონტაქტო პირს.

12. საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებსა და ევროპულ კომისიას ან ევროპის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს (OLAF) შორის ინფორმაციის გაცვლა განხორციელდება კონფიდენციალურობის მოთხოვნების გათვალისწინებით. ინფორმაციის გაცვლის პროცესში პირად მონაცემთა დაცვა მოხდება შესაბამისი წესების საფუძველზე.

13. საქართველოს ხელისუფლება ითანამშრომლებს ევროკავშირის  პროკურატურასთან, რათა მისცეს მას შესაძლებლობა შეასრულოს თავისი ფუნქციები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გამოძიების ჩატარების, სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებისა და ევროკავშირის ფინანსური ინტერესების დამაზიანებელი სისხლის სამართლის  დანაშაულების  ჩამდენ პირთა და თანამონაწილეთა მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის მიზნით.

 

მუხლი 3
ფინანსური ინტერესების აღდგენა და აღსრულება

1. ევროპული კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც ფულად ვალდებულებას აკისრებს იურიდიულ ან ფიზიკურ პირებს და არა სახელმწიფოებს „ჰორიზონტი ევროპა“ პროგრამიდან მომდინარე ნებისმიერ პრეტენზიასთან დაკავშირებით, ექვემდებარება აღსრულებას  საქართველოში. აღსრულების ბრძანება თან დაერთვის გადაწყვეტილებას, ყოველგვარი ფორმალობის გარეშე, გარდა საქართველოს მთავრობის მიერ ამ მიზნით დანიშნული ეროვნული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების ავთენტურობის შემოწმებისა. საქართველოს მთავრობა მის მიერ დანიშნული ეროვნული ორგანოს შესახებ აცნობებს კომისიას და ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს. მუხლი 4-ის შესაბამისად, ევროპულ კომისიას უფლება აქვს აღნიშნული დამტკიცებული გადაწყვეტილებების შესახებ აცნობოს უშუალოდ საქართველოში მცხოვრებ ფიზიკურ პირებს და საქართველოში დაფუძნებულ იურიდიულ პირებს. აღსრულება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და საპროცედურო წესების შესაბამისად.   

2. გადაწყვეტილებები და განჩინებები, რომლებიც ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გამოაქვს კონტრაქტში ან შეთანხმებაში შემავალი საარბიტრაჟო პუნქტის საფუძველზე, ევროკავშირის პროგრამებთან, აქტივობებთან, ქმედებებთან ან პროექტებთან დაკავშირებით, ექვემდებარება აღსრულებას საქართველოში ისეთივე წესით, როგორითაც (პუნქტი (1)-ში მითითებული ევროპული კომისიის გადაწყვეტილებები.

3. ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს იურისდიქციაში შედის  პუნქტი (1)-ში მითითებული ევროპული კომისიის გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება და მისი აღსრულების შეჩერება. ხოლო საქართველოს სასამართლოების იურისდიქციაში შედის საჩივრები აღსრულების საპროცედურო წესების დარღვევით მიმდინარეობის შესახებ.

 

მუხლი 4

კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცვლა

ევროკავშირის ინსტიტუტებსა და ორგანოებს, რომლებიც მონაწილეობენ „ჰორიზონტი ევროპა“ პროგრამის განხორციელებაში, ან პროგრამაზე კონტროლის უზრუნველყოფაში, უფლება აქვთ დაამყარონ პირდაპირი კომუნიკაცია, მათ შორის მონაცემთა ელექტრონული გაცვლის სისტემების მეშვეობით, საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ იმ ფიზიკურ პირთან, ან საქართველოში დაფუძნებულ ნებისმიერ იმ იურიდიულ პირთან, რომელიც იღებს ევროკავშირის დაფინანსებას, ასევე საქართველოში მცხოვრებ ან დაფუძნებულ ნებისმიერ იმ მესამე მხარესთან, რომელიც ჩართულია ევროკავშირის დაფინანსების განხორციელებაში. ამგვარ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და მხარეებს შეუძლიათ ევროკავშირის ინსტიტუტებსა და ორგანოებს პირდაპირ წარუდგინონ ყველა შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტი, რომელთა წარდგენაც მათ ევალებათ ევროკავშირის კანონმდებლობის საფუძველზე, რომელიც  ვრცელდება ევროკავშირის პროგრამაზე, და იმ კონტრაქტების ან შეთანხმებების  საფუძველზე, რომლებიც გაფორმებულია პროგრამის განხორციელების მიზნით.

 


[1] OJ L 261, 30.08.2014, გვ. 4.

[2] ევროპარლამენტისა და საბჭოს 2021 წლის 28 აპრილის 2021/695 რეგულაცია, რომელიც ქმნის „ჰორიზონტი ევროპა“ პროგრამას – კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა, რომელიც განსაზღვრავს მონაწილეობისა და გავრცელების წესებს, და რომელიც აუქმებს (EU) No 1290/2013 და (EU) No 1291/2013 რეგულაციებს (OJ L 170, 12.5.2021, გვ.1).

[3] საბჭოს 2021 წლის 10 მაისის (EU) 2021/764 გადაწყვეტილება რომელიც ქმნის  „ჰორიზონტი ევროპა“ პროგრამის – კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის განმახორციელებლ სპეციალურ პროგრამას და აუქმებს გადაწყვეტილებას  2013/743/EU (OJ L 167I, 12.5.2021, გვ.1).

[4] ევროპარლამენტისა და საბჭოს 2021 წლის 20 მაისის 2021/819 რეგულაცია ინოვაციისა და ტექნოლოგიის ევროპული ინსტიტუტის შესახებ (გადამუშავებული ვერსია) (OJ L 189, 28.5.2021, გვ. 61).

[5] ევროპარლამენტისა და საბჭოს 2021 წლის 20 მაისის (EU) 2021/820 გადაწყვეტილება ინოვაციისა და ტექნოლოგიის ევროპული ინსტიტუტის (EIT)  2021-2027 წლების სტრატეგიული ინოვაციის დღის წესრიგის შესახებ: ინოვაციური ნიჭისა და ევროპის პოტენციალის ხელშეწყობა,  რომელიც აუქმებს No 1312/2013/EU გადაწყვეტილებას (OJ L 189, 28.5.2021, გვ 91).

[6] ევროკავშირის შემზღუდველი ზომები მიღებულია ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების მუხლი 29-ის შესაბამისად ან ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების მუხლი 215-ის შესაბამისად.

[7] საბჭოს 2009 წლის 25 ივნისის (EC) No 723/2009 რეგულაცია ევროპის კვლევითი ინფრასტრუქტურის კონსორციუმთან (ERIC) დაკავშირებით გაერთიანების სამართლებრივი ბაზის შესახებ (OJ L 206, 8.8.2009, გვ. 1.).

[8] ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2018 წლის 18 ივლისის რეგულაცია (EU, Euratom) 2018/1046 კავშირის საერთო ბიუჯეტთან მიმართებაში მოქმედი ფინანსური წესების შესახებ, რეგულაციებში შესული ცვლილებები (EU) No 1296/2013, (EU) No  1301/2013, (EU) No 1303/2013, (EU) No 1304/2013, (EU) No 1309/2013, (EU) No 1316/2013, (EU) No 223/2014, (EU) No 283/2014, და გადაწყვეტილება No 541/2014/EU და გაუქმებული რეგულაცია (EU, Euratom) No 966/2012 (OJ L 193, 30.7.2018, გვ. 1.).

[9] ამაში შედის განსაკუთრებით რესურსები 2020 წლის 14 დეკემბრის საბჭოს რეგულაციით (EU) 2020/2094 დაფუძნებული ევროკავშირის აღდგენის ინსტრუმენტიდან, რომელიც აფუძნებს  ევროკავშირის აღდგენის ინსტრუმენტს COVID-19 კრიზისის შემდგომი აღდგენის მხარდაჭერის მიზნით (OJ L 433I, 22.12.2020, გვ. 23);

[10] OJ L 433I, 22.12.2020, გვ. 23.

[11] ამაში შედის განსაკუთრებით რესურსები 2020 წლის 14 დეკემბრის საბჭოს რეგულაციით (EU) 2020/2094 დაფუძნებული ევროკავშირის აღდგენის ინსტრუმენტიდან, რომელიც აფუძნებს  ევროკავშირის აღდგენის ინსტრუმენტს COVID-19 კრიზისის შემდგომი აღდგენის მხარდაჭერის მიზნით (OJ L 433I, 22.12.2020, გვ. 27);

[12] (OJ L 433I, 22.12.2020, გვ. 23;

[13] სხვა ქმედებები მოიცავს, სახელდობრ, შესყიდვებს, ჯილდოების გადაცემას, ფინანსურ ინსტრუმენტებს, ერთობლივი კვლევითი ცენტრის პირდაპირ აქტივობებს,  საწევრო გადასახადებს (OECD, Eureka, IPEEC, IEA), საექსპერტო მომსახურებას (პროექტების შეფასებისა და განხორციელების მონიტორინგისთვის), სხვა.

[14] საერთაშორისო ორგანიზაციები მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილება არა-ინტერვენციულ ხარჯებთან მიმართებით, თუ ისინი საბოლოო ბენეფიციარებს წარმოადგენენ. აღნიშნული არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაცია პროექტის კოორდინატორს წარმოადგენს (თანხებს ანაწილებს სხვა კოორდინატორებზე).