„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 მარტის №136 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 07/02/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/02/2022
ძალაში შესვლის თარიღი 08/02/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 03/02/2026
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017200
10
07/02/2022
ვებგვერდი, 08/02/2022
140130000.22.034.017200
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 მარტის №136 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №10

2022 წლის 7 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 მარტის №136 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 მარტის №136 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/03/2016, 140130000.22.034.016517) დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების და გადამზადების სამმართველოსა და I, II და III სამმართველოების მოსამსახურეთათვის დამატებითი სწავლებების ჩატარებას;“;

ბ) „ვ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ1) შესაბამისი დანაყოფის მეშვეობით უზრუნველყოფს ყაზარმულ/ცვლიან რეჟიმზე არსებული ობიექტის უსაფრთხოებას და საჭიროებისამებრ ახორციელებს წვრთნებისათვის მოსამზადებელ სამუშაოებს;“;

გ) „ვ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ2“ ქვეპუნქტი:

„ვ2) უზეუნველყოფს დეპარტამენტის, სამინისტროს სხვა დანაყოფის ან სხვა სახელმწიფო უწყების მიმართვის საფუძველზე ცერემონიალებსა ან/და სარიტუალო ღონისძიებებში მონაწილეობას;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 8 თებერვლიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური