„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 30 მარტის №129 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 30 მარტის №129 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 07/02/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/02/2022
ძალაში შესვლის თარიღი 08/02/2022
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017201
11
07/02/2022
ვებგვერდი, 08/02/2022
140130000.22.034.017201
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 30 მარტის №129 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №11

2022 წლის 7 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 30 მარტის №129 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 30 მარტის №129 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 31/03/2016, 140130000.22.034.016512) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) კომპეტენციის ფარგლებში დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენის (ბაქო-სუფსის ნავთობსადენი, მათ შორის, სუფსის ნავთობის ტერმინალი), ასევე, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის, სამხრეთკავკასიური გაზსადენისა (ბაქო-თბილისი-ერზრუმი) და მათი ინფრასტრუქტურული ობიექტების (შემდგომ – დასაცავი ობიექტი) დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამ მიზნით შესაბამისი კომპლექსური ღონისძიებების, მათ შორის, კონტრტერორისტული და კონტრდაზვერვითი ღონისძიებების განხორციელება;“.

2. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ 1“ ქვეპუნქტი:

„გ1) ადმინისტრაცია (განყოფილება);“.

3. მე-8 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-2 პუნქტის „ა“-„ე“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

4. მე-9 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) III განყოფილება.“;

ბ) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს გარდაბნის, მცხეთისა და კასპის მუნიციპალიტეტების მონაკვეთზე გამავალი დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენის (ბაქო-სუფსის ნავთობსადენი), ასევე, მისი ინფრასტრუქტურული ობიექტების დაცვას და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას;“.

5. მე-10 მუხლის მე-2 პუნტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე მცხეთის, კასპის, გარდაბნის, რუსთავის, მარნეულის, თეთრიწყაროს, წალკის, ბორჯომისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების მონაკვეთზე გამავალი დასაცავი ობიექტების წინააღმდეგ მიმართული სხვა ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას, ანალიტიკურ დამუშავებასა და გამოყენებას;“.

6. მე-11 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 1 მუხლი:

მუხლი 111

ადმინისტრაცია (განყოფილება):

ა) უზრუნველყოფს დეპარტამენტის საქმისწარმოებას, დეპარტამენტის ბეჭდების, შტამპების, ლუქებისა და ნომრიანი ბლანკების აღრიცხვას და შენახვა-დაცულობას;

ბ) უზრუნველყოფს ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის გადაგზავნას;

გ) ორგანიზებას უწევს სამინისტროს მიერ დაგეგმილ სპორტულ, სადღესასწაულო და სხვა ღონისძიებებში დეპარტამენტის თანამშრომელთა მონაწილეობას;

დ) კომპეტენციის ფარგლებში უგზავნის ან/და გამოითხოვს ინფორმაციას როგორც  სამინისტროს დანაყოფებიდან, ასევე სხვადასხვა უწყებებიდან;

ე) ახორციელებს საქმისწარმოების კონტროლს დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებში.“.

7. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს გარდაბნის, რუსთავის, მარნეულის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტების მონაკვეთზე გამავალი მილსადენების ­ დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენის (ბაქო-სუფსის ნავთობსადენი), ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და სამხრეთკავკასიური გაზსადენის (ბაქო-თბილისი-ერზრუმი), ასევე, მათი ინფრასტრუქტურული ობიექტების დაცვას და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 8 თებერვლიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური