„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 15 დეკემბრის №589 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 07/02/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/02/2022
ძალაში შესვლის თარიღი 08/02/2022
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.034.017202
12
07/02/2022
ვებგვერდი, 08/02/2022
010240030.22.034.017202
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 15 დეკემბრის №589 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №12

2022 წლის 7 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 15 დეკემბრის №589 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 15 დეკემბრის №589 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 15/12/2017, 010240030.22.034.016687) დამტკიცებული დებულების:

1. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) მასობრივი სპორტული, კულტურული და სხვა ღონისძიებების უსაფრთხოდ ჩატარების უზრუნველყოფა.“.

2. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“ ქვეპუნქტი:

„კ1) უზრუნველყოფს მასობრივი სპორტული, კულტურული და სხვა ღონისძიებების უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას;“.

3. მე-7 მუხლს  დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) სპორტული და კულტურული ღონისძიებების უსაფრთხოების სამმართველო;“.

4. მე-10 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 მუხლი:

მუხლი 101

1. სპორტული და კულტურული ღონისძიებების უსაფრთხოების სამმართველოს შემადგენლობაშია:

ა) კულტურული და სხვა ღონისძიებების განყოფილება;

ბ) ფეხბურთისა და სხვა სპორტული ღონისძიებების განყოფილება.

2. სპორტული და კულტურული ღონისძიებების უსაფრთხოების სამმართველო:

ა) შესაბამისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე, დაგეგმილი მასობრივი სპორტული, კულტურული ან/და სხვა ღონისძიებების (შემდგომ − ღონისძიება) უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ახდენს ინფორმაციის წინასწარ მოძიებას, შეგროვებას, ანალიზსა და შესაძლო რისკის შემცველი გარემოებების გამოვლენას;

ბ) სამინისტროს სისტემის შესაბამის დანაყოფებთან ერთად შეიმუშავებს ღონისძიების უსაფრთხოების სამოქმედო გეგმას და უზრუნველყოფს მისი შესრულების კოორდინაციას;

გ) უზრუნველყოფს ღონისძიების ორგანიზატორთან კავშირსა და კოორდინაციას;

დ) ღონისძიების ორგანიზატორთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეიმუშავებს ღონისძიებაზე მოქალაქეთა შესვლა-გასვლის წესს და უზრუნველყოფს მის კონტროლს;

ე) ახდენს ღონისძიებების დროს  გამოვლენილი საფრთხისა და სამართალდარღვევის შესახებ მონაცემების შეგროვებასა და ანალიზს;

ვ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე ადმინისტრაციის უფროსის/უფროსის მოადგილის მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ დავალებებს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 8 თებერვლიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური