დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 აგვისტოს №33 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | ხარაგაულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/02/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/02/2022 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.128.016448 |
|
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 აგვისტოს №33 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 აგვისტოს №33 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი 25/08/2015, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.128.016234)
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით. „მუხლი 1. საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა) საკრებულოს წევრების ( გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მიერ საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისათვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა) განისაზღვროს თვეში არაუმეტეს 676 ლარით და 50 თეთრით“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.და მისი მოქმედება გავრცელდეს 2022 წლის პირველ იანვარს წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები