დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 ივლისის №445 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 56 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/02/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/02/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040110040.10.003.023264 |
|
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 ივლისის №445 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 ივლისის №445 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/07/2020, 040110040.10.003.022162) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში:
1. მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. განსაკუთრებულ შემთხვევებში, მინისტრის გადაწყვეტილებით, ამ დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირს შეიძლება, გადაეცეს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობი ამავე დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემზღუდველი პირობების გაუთვალისწინებლად, თუ: ა) ამ პირის მიერ სრულყოფილად არის წარდგენილი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია; ბ) ეს საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართობი ექვემდებარება საკუთრებაში გადაცემას ამ დებულების მიხედვით; გ) არ მიმდინარეობს დავა ამ ფართობზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით; დ) სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულ დოკუმენტში არ არის მითითებული ამ ფართობზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაცია.“. 2. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კომისიის მიერ ამ დებულების მე-5 მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით მიღებული ან ამ დებულების მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მინისტრის წერილობითი გადაწყვეტილების საფუძველზე, მინისტრი ან მისგან უფლებამოსილი თანამდებობის პირი გასცემს საკუთრების უფლების მოწმობას (დანართი №1).“. 3. დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი №1 საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკუთრების უფლების მოწმობა №
________________ გაცემის თარიღი
მესაკუთრე/თანამესაკუთრეები1: ______________________________ ______________________ პირადი ნომერი
მესაკუთრისათვის/თანამესაკუთრეებისათვის საკუთებაში გადაცემული:
1. საცხოვრებელი ფართობი: ____________________ _____________________ ________________ ადგილმდებარეობა საკადასტრო კოდი2 ფართობი
2. არასაცხოვრებელი ფართობი: ____________________ _____________________ ________________ ადგილმდებარეობა საკადასტრო კოდი2 ფართობი
3. მიწის ნაკვეთი: ____________________ _____________________ ________________ ადგილმდებარეობა საკადასტრო კოდი2 ფართობი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის კომისიის/მინისტრის გადაწყვეტილება: _____________ _____________ თარიღი ნომერი
მოწმობა ძალაშია საფუძველსა და ხელმომწერი თანამდებობის პირის უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად.
მოწმობა შედგენილია ერთ ეგზემპლარად, რომელიც ინახება მოწმობის გამცემ ორგანოში. საკუთრების უფლების მოწმობის დედნის დამოწმებული თითო ეგზემპლარი ინახება მესაკუთრესთან/თითოეულ თანამესაკუთრესთან.
უფლებამოსილი თანამდებობის პირის სახელი, გვარი და ხელმოწერა.
_________________ 1მოწმობაში მიეთითება ყველა მესაკუთრე. 2საკადასტრო კოდი მიეთითება, თუ უძრავი ნივთი რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები