დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 02 ნოემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | თიღვის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/02/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/02/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.35.145.016188 |
|
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” 41-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს : |
| მუხლი 1 |
|
„თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 02 ნოემბრის №28 დადგენილების (www.matsne.gov.ge 05/11/2015, 190040000.35.145.016118) 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. განესაზღვროს თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილებათა განხორციელებისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურება (ზღვრული ოდენობა) თვეში 510 (ხუთასათი) ლარის ოდენობით: ა) საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისათვის; ბ) საკრებულოს კომისიებში მონაწილეობის მისაღებად; გ) ამომჩევლებთან ან/და საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირებთან შეხვედრისათვის“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2022 წლის 01 თებერვლიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები