დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქ. ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 23 ოქტომბრის N3/468 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 05/03 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 09/02/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/02/2022 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/04/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.088.016029 |
|
„ქ. ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 23 ოქტომბრის N3/468 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ქ. ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 23 ოქტომბრის N3/468 ბრძანებაში (სსმ, 147, 30/10/2006, სარეგისტრაციო კოდი: 040.030.000.22.028.009.509) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქ. ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის დებულების“:
ა) მე-4 მუხლის მე-7 და 71 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების, უფლებამოსილების შეწყვეტის ან მის მიერ მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის 71 და 72 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, დროებით მოვალეობის შემსრულებელს სარეკომენდაციო საბჭოს ან სამხატვრო საბჭოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარდგინებით, ან საკუთარი შეხედულებით ნიშნავს მინისტრი.
71. თუ მოქმედი სამხატვრო ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის მომენტში ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი დანიშნული არ არის, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის დანიშვნამდე არაუმეტეს 3 თვის ვადით, მინისტრის შეხედულებით, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელისა და თეატრის დირექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებლად ინიშნება: „72. ამ მუხლის 71 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელისა და თეატრის დირექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშნულ პირს, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, შესაძლებელია შეუწყდეს უფლებამოსილება ამ მუხლის 71 პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლამდე. ასეთ შემთხვევაში, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელისა და დირექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებლად, მინისტრის შეხედულებით, ინიშნება ამ მუხლის 71 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი პირი, ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის დანიშვნამდე არაუმეტეს ამ პუნქტის შესაბამისად გათავისუფლებული პირის უფლებამოსილების დარჩენილი მაქსიმალური ვადით.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები