დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების (ძირითადად, ძაღლები და კატები) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 24 ნოემბერის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 33 |
| დოკუმენტის მიმღები | გურჯაანის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 04/02/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/02/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.166.016528 |
|
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების (ძირითადად, ძაღლები და კატები) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 24 ნოემბერის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს „გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების (ძირითადად, ძაღლები და კატები) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 24 ნოემბერის №14 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: www.matsne.gov.ge, 26/11/2021, 010250050.35.166.016508) შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“ 2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის „გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების (ძირითადად, ძაღლები და კატები) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის“: ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პატრონიანი ცხოველი – ცხოველი, რომელსაც მოცემული პერიოდისათვის ჰყავს მეპატრონე და იმყოფება მეპატრონის კონტროლქვეშ. აგრეთვე ცხოველი რომელსაც ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მინიჭებული აქვს პატრონიანი ცხოველის სტატუსი.“ ბ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ცხოველს პატრონიანის სტატუსი ენიჭება მეპატრონის მიერ წინამდებარე წესით განსაზღვრული პირობებით, ცხოველის რეგისტრაციის მომენტიდან.“ გ) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) დამხმარე არაძირითადი საქმიანობის სახით, სხვადასხვა შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით კერძო პირებისათვის მომსახურების გაწევა (შინაურ ცხოველთა ტრანსპორტირება, დროებით მოვლა-პატრონობა, აგრეთვე სააგენტოს წესდებით გათვალისწინებული სხვა სახის მომსახურება) შესაბამისი საფასურით;“ დ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ა(ა)იპ „მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის კახეთის ინტერმუნიციპალური სააგენტო“ წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 21-ე მუხლის და 1061 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად შექმნილ, წევრობაზე დაფუძნებლ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს, რომელიც იქმნება მუნიციპალიტეტების (გურჯაანი, თელავი, ახმეტა, საგარეჯო, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარლი, დედოფლისწყარო) ერთობლივი საქმიანობის განხორციელების ორგანიზებისათვის;“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები