დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის N34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28 |
| დოკუმენტის მიმღები | გურჯაანის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 04/02/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/02/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.166.016523 |
|
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ.“ ქვეპუნქტის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლისა და 22-ე უხლის შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №34 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: „www.matsne.gov.ge“, 24/11/2017, 010260020.35.166.016331) შეტანილ იქნეს ცვლილებები და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მერიის სამსახურებია: ა) ადმინისტრაციული სამსახური, რომელსაც აქვს შემდეგი განყოფილებები: ა. ა) ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება; ა.ბ) მოქალაქეთა მომსახურებისა და საქმისწარმოების განყოფილება; ა.გ) საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება; ა.დ) მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობის კოორდინაციის განყოფილება; ა.ე) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება. ბ) შიდა აუდიტის სამსახური; გ) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური, რომელსაც აქვს ბავშვის უფლებათა დაცვის განყოფილება; დ) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური; ე) ეკონომიკის სამსახური, რომელსაც აქვს შემდეგი განყოფილებები: ე.ა) ქონების მართვის, სახელმწიფო პროექტებისა და ეკონომიკის განყოფილება; ე.ბ) შესყიდვების განყოფილება; ე.გ) საერთაშორისო პროექტებისა და ტურიზმის განყოფილება; ვ) საფინანსო -საბიუჯეტო სამსახური, რომელსაც აქვს შემდეგი განყოფილებები: ვ.ა) ბიუჯეტის დაგეგმარების და სახაზინო განყოფილება; ვ.ბ) ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება; ზ) კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური, რომელსაც აქვს შემდეგი განყოფილებები: ა) კულტურის, განათლების და ძეგლთა დაცვის განყოფილება; ბ) სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება; თ) იურიდიული სამსახური; ი) ზედამხედველობის სამსახური, რომელსაც აქვს შემდეგი განყოფილებები: ი.ა) სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილება; ი.ბ) ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილება; კ) ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახური, რომელსაც აქვს შემდეგი განყოფილებები: კ.ა) სივრცითი მოწყობის, მშენებლობისა და არქიტექტურის განყოფილება; კ.ბ) ინფრასტრუქტურის განყოფილება.“. 2. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა , მერიის საქმისწარმოების, საკადრო საკითხთა, ადამიანური რესურსების მართვის, მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობის კოორდინაციის, მერიის საინფორმაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა, აგრეთვე, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა.“. 3. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ფუნქციებია: ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება; უსახლკაროთა რეგისტრაცია და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფა, ბავშვის უფლებათა დაცვა.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები