დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის N60 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 27 |
| დოკუმენტის მიმღები | გურჯაანის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 04/02/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/02/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.166.016522 |
|
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №60 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ.“ პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლისა და 22-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №60 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: „www.matsne.gov.ge“, 27/12/2017, 010260020.35.166.016357) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება; ბ) მოქალაქეთა მომსახურებისა და საქმისწარმოების განყოფილება; გ) საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება; დ) მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობის კოორდინაციის განყოფილება; ე) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება.“. 2. დებულების მე-3 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. გამართულ კომუნიკაციას მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა კომუნიკაციას მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან; მერიის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;“. 3. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი: „მუხლი 51. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების ფუნქციები მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების ფუნქციებია: 1. მერიის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა. 2. ადმინისტრაციული შენობის, შენობაში არსებული მოძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო საშუალებების მოვლისა და დაცვის, კომუნიკაციების, განათების, გათბობისა და სხვა სისტემების მოვლა-პატრონობის, სისუფთავისა და სანიტარული მდგომარეობის დაცვით ღონისძიებების განხორციელება. 3. შეხვედრებისა და თათბირების ტექნიკური უზრუნველყოფა. 4. უზრუნველყოფს მერიის მომარაგებას აუცილებელი ნივთებით, სამშენებლო, საკანცელარიო და სხვა დანარჩენი აუცილებელი ინვენტარით. 5. კომპიუტერული ტექნიკის მოვლა-პატრონობა, საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამების გამართულად მუშაობის ტექნიკური უზრუნველყოფა. 6. შრომის უსაფრთხოების საკითხების ორგანიზება. 7. სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა. 8. საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები