დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის N61 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25 |
| დოკუმენტის მიმღები | გურჯაანის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 04/02/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/02/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260040.35.166.016520 |
|
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №61 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ.“ პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლისა და 22-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №61 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: www.matsne.gov.ge, 27/12/2017, 010260040.35.166.016358) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) კულტურის, განათლების და ძეგლთა დაცვის განყოფილება; ბ) სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება;“. 2. დებულების მე-4 მუხლი ჩამოყლიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. კულტურის, განათლების და ძეგლთა დაცვის განყოფილების ფუნქციები განყოფილება უზრუნველყოფს: 1. სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მართვას. 2. მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვას. 3. წინადადებების შემუშავებას კულტურისა და განათლების დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე. 4. ადგილობრივი თვითმყოფადობის, შემოქმედებითი საქმიანობისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და განვითარებას. 5. ძეგლთა დაცვის სფეროში ადმინისტრირებისა და ანალიტიკური სამუშაოების განხორციელებას. 6. ისტორიულ და კულტურის ძეგლთა დაცვის საკითხთა მუნიციპალური პროგრამის შემუშავებას, აღნიშნულ პროგრამათა კოორდინაციას. 7. მუნიციპალური ისტორიული და კულტურული ძეგლების, ტურისტული ობიექტებისა და ბილიკების მართვას. 8. ისტორიული ძეგლების აღრიცხვას, ინფორმაციის დამუშავებასა და საჭიროების შემთხვევაში ისტორიული ძეგლების მოვლა-პატრონობის მიზნით შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურებისათვის ინფორმაციის მიწოდებას. 9. მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“. 3. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 მუხლი: „მუხლი 5. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ფუნქციები სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ფუნქციებია: 1. მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების მართვა. 2. სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება. 3. სპორტის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია. 4. მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების, საცურაო აუზების, სპორტული კომპლექსების მართვა. 5. მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა. 6. წინადადებების შემუშავება სპორტული დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე. 7. წინადადებების შემუშავება ახალგაზრდობის და გენდერული თანასწორობის საკითხებზე. 8. ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და მუნიციპალურ პროგრამათა მომზადება. 9. ახალგაზრდობის პრობლემების შესწავლა, წინადადებათა შემუშავება არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. 10. მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები