დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ერედვის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 16 დეკემბრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | ერედვის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/02/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/02/2022 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.147.016263 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლი მე-4 პუნქტის საფუძველზე, ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ერედვის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 16 დეკემბრის №6 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/12/2021; 190020020.35.147.016256) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 1. ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 2. ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 3. ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს ერედვის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის შემოსავლები 2,222.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
დ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 4. ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2022 წლის გადასახადები 0.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
ე) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 5. ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2022 წლის გრანტები 2222.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
ვ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 6. ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2022 წლის სხვა შემოსავლები 0,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
ზ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 7. ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს ერედვის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის ხარჯები 2,205.3 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
თ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 8. ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს ერედვის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 86.2 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 86.2 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
ბ) განისაზღვროს ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 0.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
ი) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 9. ერედვის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში განისაზღვროს ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
კ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 10. ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო განისაზღვროს ერედვის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო თანდართული რედაქციის შესაბამისად: ათას ლარებში
ლ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 11. ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს ერედვის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 0.0 ათასი ლარის ოდენობით. ათას ლარებში
მ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 13. ერედვის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 67-ე მუხლის თანახმად, ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 9.0 ათასი ლარის ოდენობით. სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა განხორციელდეს ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. განისაზღვროს ერედვის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი 9.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
ნ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-17 მუხლის 5.1.7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 5.1.7 დევნილთა ოჯახების დახმარება (ქვეპროგრამის კოდი 05 01 07) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობა (მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: ა) ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ დევნილი ოჯახების დახმარება, რომლებიც ჩასახლებულნი არიან დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში, ერთჯერადად ბიუჯეტიდან გაეწევათ დახმარება სოციალური პროგრამის ფარგლებში სასურსათო კალათით. ბ) ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ დევნილ ოჯახებს, რომლებიც არ ცხოვრობენ დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში, ერთჯერადად ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევათ სოციალური პროგრამის ფარგლებში და სასურსათო კალათის ნაცვლად მიეცემათ ფულადი დახმარება. ო) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 18. ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2022 წლის ასიგნებები განისაზღვროს, ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები