,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ” ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 4 მაისის №50 დადგენილებაში ცვლილების განხორციელების თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/02/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/02/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.167.016524
1
04/02/2022
ვებგვერდი, 07/02/2022
010250050.35.167.016524
,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ” ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 4 მაისის №50 დადგენილებაში ცვლილების განხორციელების თაობაზე
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
 
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №1

2022 წლის 4 თებერვალი

ქ.ლაგოდეხი

,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ” ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 4 მაისის №50 დადგენილებაში ცვლილების განხორციელების თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 უნქტის თანახმად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ა დ გ ე ნ ს:  

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცლილება „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 4 მაისის №50 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 010250050.35.167.016400  14/05/2018).
მუხლი 2
დადგენილების დანართით დამტკიცებული „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების“ მე-3 მუხლი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. საბჭოს შემადგენლობა

1. საბჭოს წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს 7-ზე ნაკლები. საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, საბჭოს მდივნის და სხვა წევრებისაგან.

2. საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს და ბრძანებით ამტკიცებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი.

3. საბჭოს თავმჯდომარეა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის  მოადგილე (სოციალური საკითხების კურატორი).

4. საბჭოს ჰყავს თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში  ასრულებს მის უფლება-მოვალეობებს.

5. საბჭოს შემადგენლობაში შედიან ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ორგანოების წარმომადგენლები, ასევე შეიძლება შედიოდნენ შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და სპეციალისტები.

6. საბჭოსთან შეიძლება შეიქმნას მუშა ჯგუფი, რომლის შემადგენლობასა და საქმიანობის ფორმებს განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის მერი.

7. საბჭოს წევრს უფლება აქვს სხდომის დაწყების წინ წერილობით წარუდგინოს თავისი პოზიცია თავმჯდომარეს სხდომაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც უნდა გაცხადდეს სხდომაზე და გათვალისწინებულ იქნეს გადაწყვეტილების მიღებისას.“.

მუხლი 3
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკარლო ჯამბურია