დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 დეკემბრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | აჟარის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 04/02/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/02/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.102.016196 |
|
„აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 დეკემბრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 დეკემბრის №3 დადგენილებაში სსმ, 71, 30/12/2010, 010250040.35.102.016002) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) საკრებულოს თავმჯდომარის და მოადგილის არჩევა და თანამდებობიდან გადაყენება, ასევე კომისიის თავმჯდომარის არჩევა და თანამდებობიდან გადაყენება, კომისიის შემადგენლობის ცნობად მიღება, კომისიის დებულების დამტკიცება და მასში ცვლილების შეტანა“; ბ) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ცნობად იღებს საკრებულოს კომისიის შემადგენლობაში შეტანილ ცვლილებებს, კოორდინაციას უწევს საკრებულოს კომისიების, დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობას; საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების სამუშაო გეგმებს. ამტკიცებს საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის მიერ განსაზღრულ და წარდგენილ საკრებულოს კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს“. გ) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 23-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციათა წარმომადგენლობისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც გაერთიანებული არ არიან არცერთ ფრაქციაში. დ) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 23-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობასა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია და ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო“. ე) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 23-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი: „9. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მიერ მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებში მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცებიდან 3 დღის ვადაში ფრაქცია თავისი გადაწყვეტილებით წარადგენს კომისიაში წევრებს“. ვ) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 23-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი: „10. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიაში წევრის წარდგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის გადაწყვეტილება ეცნობება მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიას და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს. საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია ამოწმებს ფრაქციის მიერ კომისიაში წევრის წარდგენის სისწორეს და საჭიროების შემთხვევაში ახდენს სათანადო რეაგირებას. ფრაქციის მიერ კომისიაში წარდგენილი წევრი კომისიაში დანიშნულად მიიჩნევა აღნიშნული ფაქტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მიერ ცნობად მიღების მომენტიდან. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, რომელიც გაერთიანებული არ არის არცერთ ფრაქციაში, კომისიის წევრი ხდება ამ პუნქტით დადგენილი წესით, პირადი განცხადების საფუძველზე“. ზ) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 23-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი: „11. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციაში განხორციელებული ცვლილებები გავლენას ახდენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიაში ფრაქციათა პროპორციულ წარმომადგენლობაზე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია 1 კვირის ვადაში განსაზღვრავს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარუდგენს პროპორციული წარმომადგენლობის ახალ კვოტებს“. თ) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს უფლება არა აქვთ, შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია“. ი) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 35-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. დაუშვებელია ფრაქციებად გაერთიანება ეროვნული, რელიგიური, პროფესიული, პირადი ან ტერიტორიული (საცხოვრებელი ადგილის) ნიშნით. ფრაქციის შექმნა შესაძლებელია როგორც პარტიულ, ისე არაპარტიულ საფუძველზე“. კ) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 35-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი: „12. ფრაქცია რეგისტრაციამდე თავისი შემადგენლობიდან ირჩევს ფრაქციის თავმჯდომარეს და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე(ებ)ს. ფრაქციის თავმჯდომარე ფრაქციის რეგისტრაციისათვის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიას მიმართავს განცხადებით. განცხადებაში აღინიშნება ფრაქციის სახელწოდება, მისი თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილ(ებ)ისა და ფრაქციის წევრთა ვინაობა. განცხადება ხელმოწერილი უნდა იქნეს ფრაქციის ყველა წევრის მიერ. განცხადებას თან უნდა დაერთოს ფრაქციის მიერ მიღებული ფრაქციის წესდება“. ლ) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 35-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 პუნქტი: „13. ფრაქციის რეგისტრაციის საკითხს ახლად არჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე დაუყოვნებლივ განიხილავს საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია (ხოლო მუდმივი კომისიის შექმნამდე – დროებითი სამანდატო კომისია) და დასკვნას წარუდგენს საკრებულოს ბიუროს. საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ვალდებულია, დროებითი სამანდატო კომისის დასკვნის წარდგენისთანავე დაუყოვნებლივ აცნობოს საკრებულოს სხდომას ფრაქციის დაფუძნების შესახებ. საკრებულო, საკრებულოს თავმჯდომარის ამ განცხადებას იღებს ცნობად კენჭისყრის გარეშე და ფრაქცია ითვლება რეგისტრირებულად. მოგვიანებით დაფუძნებული ფრაქციის რეგისტრაციისათვის ამ მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრული განცხადება და ფრაქციის წესდება გადაეცემა საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიას. საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია განცხადების და ფრაქციის წესდების წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს ფრაქციის დაფუძნების შესაბამისობას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 30-ე მუხლის მოთხოვნებთან და საკრებულოს ბიუროს წარუდგენს შესაბამის დასკვნას. ახალი ფრაქციის შექმნის საკითხი შეიტანება საკრებულოს უახლოეს სხდომის დღის წესრიგში და განიხილება რიგგარეშედ. საკრებულო საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დადებითი დასკვნის შემთხვევაში დასკვნას იღებს ცნობად კენჭისყრის გარეშე და ფრაქცია ითვლება რეგისტრირებულად. საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში, საკრებულო ფრაქციის შექმნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კენჭისყრით. საკრებულოს მიერ ფრაქციის შექმნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში ფრაქცია ითვლება რეგისტრირებულად“. მ) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 35-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 პუნქტი: „14. ფრაქციაში ახალი წევრის მიღების, ფრაქციიდან წევრის გასვლის ან გარიცხვის, ფრაქციის წესდებაში ცვლილების, ფრაქციის თავმჯდომარის შეცვლის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიას. თუ ფრაქციიდან წევრთა გასვლის ან გარიცხვის შედეგად მასში გაერთიანებული დარჩა საკრებულოს 3 წევრზე ნაკლები, ფრაქცია ითვლება გაუქმებულად, რასაც საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია უახლოეს სხდომაზე აცნობებს საკრებულოს“. ნ) დადგენილებით დამტკიცებულ რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 351 მუხლი: „351. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ორგანოებში მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის წარმომადგენლობა 1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის მიერ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ორგანოში ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობაზე წარდგენილი წევრი საქმიანობას წყვეტს ფრაქციის გაუქმების, მისი ფრაქციიდან გასვლის ან გარიცხვის, ფრაქციის მიერ მისი ამ ორგანოდან გაწვევის შესახებ განცხადების მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მიერ ცნობად მიღების მომენტიდან. ფრაქციას უფლება აქვს, ახალი კანდიდატურა წარადგინოს. 2. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის შექმნის, გაუქმების, ფრაქციაში წევრთა შესვლის, ფრაქციიდან წევრთა გასვლის ან გარიცხვის შემთხვევაში ფრაქციაში განხორციელებული ცვლილებები გავლენას ახდენს ფრაქციათა პროპორციულ წარმომადგენლობაზე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია განსაზღვრავს პროპორციული წარმომადგენლობის ახალ კვოტებს. 3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციებისთვის პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების გაზრდის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს ორგანოებში ფრაქციის წარმომადგენლობის პერსონალურ საკითხებს წყვეტს შესაბამისი ფრაქცია. 4. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციას შეუმცირდა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები, იგი ვალდებულია ხელახლა, ახალი კვოტების შესაბამისად წარადგინოს ფრაქციის წევრები მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამის ორგანოში“. ო) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 36-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) მიიღოს გადაწყვეტილება ფრაქციების კოალიციასთან ან სხვა ფრაქციასთან გაერთიანების, ფრაქციის გაუქმების, ფრაქციის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“. პ) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ფრაქციის ხელმძღვანელია ფრაქციის თავმჯდომარე. ფრაქციის თავმჯდომარის და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების, არჩევის, გადარჩევის და ფრაქციის შიდა ორგანიზაციული მუშაობის საკითხები განისაზღვრება ფრაქციის წესდებით“. ჟ) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 104-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 104. საკრებულოს კომისიის შემადგენლობის დამტკიცების წესი 1. საკრებულოს კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება საკრებულოს ფრაქციათა წარმომადგენლობისა და საკრებულოს იმ წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც გაერთიანებული არ არიან არც ერთ ფრაქციაში. საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობასა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია ამ რეგლამენტით დადგენილი წესით და ამტკიცებს საკრებულოს ბიურო, ხოლო ახალარჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე მათ განსაზღვრავს და ამტკიცებს საკრებულო. 2. საკრებულოს კომისიებში საკრებულოს ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს დამტკიცებიდან 3 დღის ვადაში ფრაქცია თავისი გადაწყვეტილებით წარადგენს კომისიაში წევრებს. 3. საკრებულოს კომისიაში წევრის წარდგენის შესახებ საკრებულოს ფრაქციის გადაწყვეტილება ეცნობება საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიას და საკრებულოს ბიუროს. საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია ამოწმებს ფრაქციის მიერ კომისიაში წევრის წარდგენის სისწორეს და საჭიროების შემთხვევაში ახდენს სათანადო რეაგირებას. ფრაქციის მიერ კომისიაში წარდგენილი წევრი კომისიაში დანიშნულად მიიჩნევა აღნიშნული ფაქტის საკრებულოს ბიუროს მიერ ცნობად მიღების მომენტიდან. საკრებულოს წევრი, რომელიც გაერთიანებული არ არის არცერთ ფრაქციაში, კომისიის წევრი ხდება ამ პუნქტით დადგენილი წესით, პირადი განცხადების საფუძველზე. 4. თუ საკრებულოს ფრაქციაში განხორციელებული ცვლილებები გავლენას ახდენს საკრებულოს კომისიაში ფრაქციათა პროპორციულ წარმომადგენლობაზე, საკრებულოს შესაბამის საკითხთა კომისია 1 კვირის ვადაში განსაზღვრავს და საკრებულოს ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარუდგენს პროპორციული წარმომადგენლობის ახალ კვოტებს. 5. საკრებულოს წევრი ვალდებულია იყოს საკრებულოს ერთი კომისიის შემადგენლობაში მაინც და უფლება აქვს იყოს მხოლოდ ორი კომისიის წევრი. კომისიის თავმჯდომარე არ შეიძლება იმავდროულად იყოს საკრებულოს სხვა კომისიის თავმჯდომარეც“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები