,,ხაშურის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ’’ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 აგვისტოს №17 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ხაშურის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ’’ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 აგვისტოს №17 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები ხაშურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/02/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/02/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 09/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.143.016626
6
03/02/2022
ვებგვერდი, 04/02/2022
010250000.35.143.016626
,,ხაშურის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ’’ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 აგვისტოს №17 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ხაშურის მუნიციპალიტეტი
 

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2022 წლის 3 თებერვალი

ხაშური

 

,,ხაშურის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ’’ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 აგვისტოს №17 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის  საკრებულო  ადგენს:

 


მუხლი 1
„ხაშურის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 აგვისტოს №17 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/08/2017წ., 010250000.35.143.016425) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის „ხაშურის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების“ მე-3  მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3.  საბჭოს სტრუქტურა

1.  საბჭოს   შემადგენლობაში   თანამდებობრივად შედიან:   საკრებულოს   თავმჯდომარე,   საკრებულოს   თავმჯდომარის მოადგილეები,  საკრებულოს  კომისიების  თავმჯდომარეები,  საკრებულოს  ფრაქციის  თავმჯდომარეები, საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება იყვნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირები და სხვა მოსამსახურეები. აგრეთვე   შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

3.  საბჭოზე  გასატან  საკითხებს  ამზადებს  და დღის  წესრიგის  პროექტს  ადგენს  საბჭოს  მდივანი, მუნიციპალიტეტის მერიის გენედერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი პირის რეკომენდაციების გათვალისწინებით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენინო ლიპარტელიანი