ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები ხაშურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/02/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/02/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.143.016624
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
4
03/02/2022
ვებგვერდი, 04/02/2022
010250050.35.143.016624
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ
ხაშურის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (04/02/2022 - 02/02/2023)

 

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4

2022 წლის 3 თებერვალი

ხაშური

 

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4  პუნქტების, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, ,,ნორმატუიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
დამტკიცდეს ,,ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ელექტრონული საქმისწარმოების წესი“ დანართი №1-ის შესაბამისად (თან ერთვის).

 

 

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 6 ოქტომბრის №19 დადგენილება ,,ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge; 07.10.2020; 010250050.35.143.016594).

 

 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

 

 


ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენინო ლიპარტელიანი



დანართი №1

 

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ელექტრონული საქმისწარმოების წესი

 


მუხლი 1. რეგულირების სფერო

 

1. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ელექტრონული საქმისწარმოების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში მერია) „სახაზინო (საბიუჯეტო)  დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის №64 დადგენილების შესაბამისად, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით საქმისწარმოების განხორციელების პირობებს.

2. მერიის საქმისწარმოებაში გამოყენებული ელექტრონული დოკუმენტების სახეები, მათი გაფორმების სტანდარტები განისაზღვრება ა(ა)იპ ,,მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ ავტომატიზებული დოკუმენტბრუნვის MSDA პროგრამით, აგრეთვე ავტომატიზებული ელექტრონული პროგრამით MMS „მუნიციპალიტეტის მართვის სისტემა“.

3. მერიაში ელექტრონული საქმისწარმოების სისტემისა და მოქმედი კანონმდებლობის გარდა, გამოიყენება ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 სექტემბერის №93 განკარგულება „ხაშურის მუნიციპალიტეტის ორგანოებში საქმისწარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“.  

 


მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

 

ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ  შემდეგი მნიშვნელობა:

1. ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა – ელექტრონული დოკუმენტების გაცვლის სისტემა, რომლის მონაწილეთა შორის არსებული ურთიერტობები რეგულირდება ამ წესითა და სხვა ნორმატიული  აქტებით;

2. ავტორიზაცია – მერიის შესაბამისი უფლებაოსილი თანამშრომლის  რეგისტრაციის შედეგად მიღებული „მომხმარებლის სახელისა“ და პაროლის მეშვეობით ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში შესვლა, რომლითაც მერიის თანამშრომელი  ადასტურებს საკუთარ ვინაობას და ახორციელებს ელექტრონულ დოკუმენტზე ხელმოწერას;

3. ციფრული ხელმოწერა – „ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ხელმოწერა;

4. ელექტრონული დოკუმენტი – ელექტრონული, ოპტიკური ან მსგავსი საშუალების გამოყენებით შექმნილი, გაგზავნილი, მიღებული ან/და შენახული წერილობითი ინფორმაცია;

5. განცხადება  – დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა;

6. სამართლებრივი აქტი – მერიის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე ელექტრონული ან/და მატერიალური ფორმით გამოცემული სამართლებრივი აქტი;

7. დაინტერესებული მხარე – ნებისმიერი  ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომელთანაც დაკავშირებითაც გამოცემულია სამართლებრივი აქტი, აგრეთვე, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს სამართლებრივი აქტი, ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება.

8. პირადი გვერდი – განმცხადებლის ინდივიდუალური გვერდი ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში, სადაც ფიქსირდება მისი დოკუმენტბრუნვა.  

 


მუხლი 3. ადმინისტრაციული წარმოების დაწყება და განცხადების წარდგენა

 

1. მერიის მიერ ელექტრონული საშუალებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყება  შესაძლებელია მერიაში წარდგენილი დაინტერესებული პირის განცხადებით (შემდგომში განმცხადებელი) ან/და მერიის ინიციატივით;

2. მერიაში განცხადების წარდგენის შემდეგ, მერიის ელექტრონულ საქმისწარმოებაზე პასუხისმგებელი პირი უზრუნველყოფს განცხადების (თანდართულ დოკუმენტაციასთან  ერთად, ასეთის არსებობის შემთხვევაში) განთავსებას, ატვირთვას, ელექტრონული დოკუმენტბრნვის სისტემაში;

3. განცხადება მოწმდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

4. განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის ნამდვილობაზე ან/და ორიგინალიდან მათ შესაბამისობაზე  პასუხისმგებლობა ეკისრება განმცხადებელს;

5. ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით მერიის შესაბამის სამსახურებს განცხადება და თანდართული დოკუმენტები არ გადაეგზავნება, თუ განმცხადებელი ვერ უზრუნველყოფს განცხადებაზე მიბმული ყველა სავალდებულო ველის შევსებას, რაც გულისხმობს საკითხის განხილვისათვის საჭირო ყველა დოკუმენტის  ან/და ინფორმაციის მიწოდებას.

6. თუ განმცხადებელი  მერიას  არ წარუდგენს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს, ან ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, მერია განმცხადებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დამატებითი დოკუმენტის ან/და ინფორმაციის წარდგენისათვის. ვადის ამოწურვის შემთხვევაში მერია მოქმედებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 


მუხლი 4. განცხადების განხილვა და სამართლებრივი აქტის გამოცემა

 

1. მერიის მიერ ელექტრონული საშუალებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყება შესაძლებელია მერიაში წარდგენილი დაინტერესებული პირის განცხადებით (შემდგომში განმცხადებელი) ან/და მერიის ინიციატივით.

2. მერიაში განცხადების წარდგენის შემდეგ, საქმისწარმოებაზე პასუხისმგებელი პირი უზრუნველყოფს განცხადების (თანდართულ  დოკუმენტაციასთან ერთად, ასეთის არსებობის შემთხვევაში) განთავსებას, ატვირთვას ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში;

3. განცხადება მოწმდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

4. განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის ნამდვილობაზე ან/და ორიგინალთან მათ შესაბამისობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება განმცხადებელს;

5. ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით მერიის შესაბამის სამსახურებს განცხადება და თანდართული დოკუმენტები არ გადაეგზავნება, თუ განმცხადებელი ვერ უზრუნველყოფს განცხადებაზე მიბმული ყველა სავალდებულო ველის შვსეებას, რაც გულისხმობს საკითხის განხილვისათვის საჭირო ყველა დოკუმენტის ან/და ინფორმაციის მიწოდებას.

6. თუ განმცხადებელი მერიას არ წარუდგენს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს, ან ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, მერია განმცხადებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დამატებითი დოკუმენტის ან/და ინფორმაციის წარდგენისათვის. ვადის  ამოწურვის შემთხვევაში მერია მოქმედებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

7. ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული მხარის მონაწილეობას უზრუნველყოფს მერიის საქმისწარმოების განყოფილება.

 

 


მუხლი 5. განცხადების განხილვის ვადები

 

განცხადების განხილვის ვადის დინება აითვლება მისი ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში განთავსების/ატვირთვის შემდგომი დღიდან. ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით კანონმდებლობით დადგენილი ვადების ათვლისას საქართველოს ორგანული კანონის „შრომის კოდექსით“ განსაზღვრული უქმე და დასვენების დღეები არ იანგარიშება.