„მევენახეობა-მეღვინეობის პრაქტიკაში ტექნოლოგიური და ბუნებრივი დანაკარგების ზღვრული ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 5 მარტის №2-206 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„მევენახეობა-მეღვინეობის პრაქტიკაში ტექნოლოგიური და ბუნებრივი დანაკარგების ზღვრული ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 5 მარტის №2-206 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2-110
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 17/02/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/02/2022
სარეგისტრაციო კოდი 340050000.22.023.016709
2-110
17/02/2022
ვებგვერდი, 17/02/2022
340050000.22.023.016709
„მევენახეობა-მეღვინეობის პრაქტიკაში ტექნოლოგიური და ბუნებრივი დანაკარგების ზღვრული ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 5 მარტის №2-206 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-110

2022 წლის 17 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„მევენახეობა-მეღვინეობის პრაქტიკაში ტექნოლოგიური და ბუნებრივი დანაკარგების ზღვრული ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 5 მარტის №2-206 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ :


მუხლი 1

„მევენახეობა-მეღვინეობის პრაქტიკაში ტექნოლოგიური და ბუნებრივი დანაკარგების ზღვრული ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და  სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 5 მარტის №2-206 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge,  05/03/2019 სარეგისტრაციო კოდი 340050000.22.023.016574) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „მევენახეობა-მეღვინეობის პრაქტიკაში ტექნოლოგიური და ბუნებრივი  დანაკარგების ზღვრული ოდენობების“ მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5.  მეღვინეობის პრაქტიკაში ტექნოლოგიური და ბუნებრივი დანაკარგების  ზღვრული  ოდენობები

 

 

 

 

ოპერაცია

მოცემულ ოპერაციაზე გადაცემული მოცულობის (რაოდენობის) მიმართ დანაკარგის დასაშვები მაქსიმალური ოდენობა,

(%-ში)

 

  1.  

ღვინო

 

ა)

შენახვა რეზერვუარში ( ყოველთვიურად)

0,05

ბ)

შენახვა ქვევრში (ყოველთვიურად)

0,075

გ)

დაძველება, შენახვა კასრებში (ყოველთვიურად)

0,2

დ)

კუპაჟის, ეგალიზაციის, ასამბლაჟის დროს ღვინის გადატუმბვა საკუპაჟე ჭურჭელში,  გადარევა და გადატუმბვა საკუპაჟე ჭურჭლიდან                                                                         ( 0,09+0,06+0,09)

 

0,24

ე)

კუპაჟის დროს ღვინის გადატუმბვა საკუპაჟე ჭურჭელში,  გადარევა, გაწებვა და გადატუმბვა დასაწდომ  ჭურჭელში  (0,09+0,06+0,07+0,09)

 

0,31

ვ)

ფილტრაცია ფილტრკარტონის გამოყენებით                    (0,09+0,15)

0,24

ზ)

ფილტრაცია დიატომიტის გამოყენებით                            (0,09+0,03)

0,12

თ)

სიცივით დამუშავება დაყოვნებით                                     (0,09+0,17)

0,26

ი)

სითბოთი დამუშავება დაყოვნების გარეშე                           (0,09+0,11)

0,20

კ)

ჩამოსხმა

0,37

2.

სპირტები, დისტილატები

ა)

ღვინის გამოხდა პირველ ნახადად ან ღვინის დისტილატად  პერიოდული ქმედების აპარატზე, სადისტილაციო ღვინოში უწყლო სპირტის შემცველობის მიმართ

                    1,3

ბ)

პირველ ნახადის გამოხდა ღვინის დისტილატად ან ჭაჭის დისტილატად პერიოდული ქმედების აპარატზე,  გამოსახდელ  პირველ ნახადში უწყლო სპირტის შემცველობის მიმართ

                    1,35

გ)

ღვინის გამოხდა ღვინის დისტილატად უწყვეტი ქმედების აპარატზე, ღვინოში უწყლო სპირტის შემცველობის მიმართ

                    1,35

დ)

შენახვა რეზერვუარში (ყოველთვიურად ა.ა.), სპირტებსა და დისტილატებში უწყლო სპირტის შემცველობის მიმართ

0,05

ე)

დაძველება ცისტერნაში ტკეჩზე (ყოველთვიურად ა.ა.), დისტილატებში უწყლო სპირტის შემცველობის მიმართ

0,08

ვ)

დაძველება კასრში  (ყოველთვიურად, ა.ა.),  დისტილატებში უწყლო სპირტის შემცველობის მიმართ

0,33

ზ)

ცისტერნაში ჟანგბადის დოზირებული მიწოდება,  დისტილატებში უწყლო სპირტის შემცველობის მიმართ

0,1

3.

სპირტებისა და დისტილატების დანაკარგები სპირტიანი სასმელების დამზადებისას

 

ა)

გადატუმბვა ერთი ჭურჭლიდან მეორეში

0,16

ბ)

დარევა (ეგალიზაციის, კუპაჟის, გაწებვის დროს)

0,07

გ)

ფილტრაცია (შეწოვა საფილტრავი მასალის ფენის მიერ და უშუალოდ ფილტრზე)

0,09

დ)

გაწებვა

0,08

ე)

სიცივით დამუშავება დაყოვნებით

0,3

4.

სპირტიანი სასმელები

ა)

შენახვა რეზერვუარში (ყოველთვიურად)

0,04

ბ)

შენახვა კასრში (ყოველთვიურად)

0,23

გ)

ჩამოსხმა

                    0,54

 

5.

 

 

კონცენტრირებული ყურძნის ტკბილი

 

 

ა)

 შენახვა კონტეინერში, კასრში, ცისტერნაში (ყოველთვიურად)

0,06

6.

შესაფუთი მასალები

 

ა)

შუშის ბოთლი (ჩამოსხმისას)

0,5

ბ)

კერამიკის  ბოთლი (ჩამოსხმისას)

0,5

გ)

საცობი (ჩამოსხმისას)

0,5

დ)

ჩაჩი (ჩამოსხმისას)

0,5

ე)

ეტიკეტი (გაფორმებისას)

0,5

ვ)

ყუთი (შეფუთვისას)

0,5

ზ)

ცვილი (გაფორმებისას)

0,5

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიოთარ შამუგია