„COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის სოციალური მხარდაჭერის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 8 ნოემბრის №1960 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის სოციალური მხარდაჭერის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 8 ნოემბრის №1960 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2424
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/12/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/02/2022
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025946
2424
30/12/2021
ვებგვერდი, 02/02/2022
000000000.00.003.025946
„COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის სოციალური მხარდაჭერის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 8 ნოემბრის №1960 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2424

2021 წლის  30  დეკემბერი 

ქ. თბილისი

„COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის სოციალური მხარდაჭერის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 8 ნოემბრის  1960 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის სოციალური მხარდაჭერის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 8 ნოემბრის №1960 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და განკარგულების:

1. პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდგი შინაარსის 1 1  პუნქტი:

„11. 50 წლისა და მეტი ასაკის საქართველოს მოქალაქე, რომელიც 2022 წლის 1 იანვრიდან  2022 წლის 31 იანვრის ჩათვლით ახალი კორონავირუსული დაავადების − COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით პირველადად (ორი დოზის აცრის შემთხვევაში, პირველი დოზით ვაქცინაცია) აიცრება საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრების ადმინისტრირებაზე უფლებამოსილ სამედიცინო დაწესებულებებში, მასობრივი ვაქცინაციის ცენტრებში არსებულ ამცრელ კაბინეტებში ან აიცრება გამსვლელი ბრიგადების მეშვეობით, ავტომატურად ხდება ერთჯერადი სოციალური დახმარების – 200 (ორასი) ლარის მიმღები.“.

2. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ განკარგულების პირველი და 11 პუნქტების შესრულების უზრუნველსაყოფად:

ა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო (შემდგომში – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო) განკარგულების პირველი და 11 პუნქტებით გათვალისწინებული პირების პირველადად აცრის შემდეგ უზრუნველყოფს ჯანდაცვის ერთიანი ელექტრონული სისტემის იმუნიზაციის ელექტრონულ მოდულში განთავსებული შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის (შემდგომში – სოციალური მომსახურების სააგენტო) კალენდარული თვის განმავლობაში ორჯერ, ურთიერთშეთანხმებული ფორმატით;

ბ) სოციალური მომსახურების სააგენტო ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოდან ინფორმაციის მიღებიდან მომდევნო 5 სამუშაო დღის ვადაში ვალდებულია, უზრუნველყოს განკარგულების პირველი და 11 პუნქტებით გათვალისწინებული თანხის ჩარიცხვა ბენეფიციარისათვის სს „ლიბერთი ბანკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მხარეთა (სოციალური მომსახურების სააგენტო და სს „ლიბერთი ბანკი“) შეთანხმების შესაბამისად. სოციალური მომსახურების სააგენტო არ ახდენს ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის გადადარებას ან სხვაგვარ დამუშავებას.“.

3.  მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება განხორციელდება სამინისტროსთვის შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. იმ ბენეფიციარების დაფინანსება, რომელთა სოციალური დახმარების გაცემა ვერ მოხერხდება 2021 წლის განმავლობაში, განხორციელდება 2022 წლის ასიგნებების ფარგლებში.“.

 

პრემიერ-მინისტრი                                                             ირაკლი ღარიბაშვილი