დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ თბილისში არსებული საარჩევნო ოლქების შესაბამისად, გარდა №6 სამგორის საოლქო საარჩევნო კომისიისა, შექმნილი სპეციალური ჯგუფების ფინანსური უზრუნველყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11/2002 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე |
| მიღების თარიღი | 20/05/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 50, 24/05/2002 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.230.000.09.010.005.308 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.230.000.09.010.005.308
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო
კომისიის დადგენილება №11/2002
2002 წლის 20 მაისი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში არსებული საარჩევნო ოლქებში შესაბამისად, გარდა №6 სამგორის საოლქო საარჩევნო კომისიისა, შექმნილი სპეციალური ჯგუფების ფინანსური უზრუნველყოფის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2002 წლის 18 მაისის განკარგულება №62/2002-ით შექმნილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპეციალური ჯგუფის ფინანსური უზრუნველყოფის შესახებ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
1. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ქალაქ თბილისში არსებული საარჩევნო ოლქების შესაბამისად, გარდა №6 სამგორის საოლქო საარჩევნო კომისიისა, შექმნილი სპეციალური ჯგუფების დაფინანსების ოდენობა განისაზღვროს თბილისის საოლქო საარჩევნო კომისიებისათვის, გარდა №6 სამგორის საოლქო საარჩევნო კომისიისა, გათვალისწინებული დაფინანსების ოდენობით.
2. ფულადი სახსრების განკარგვა და მათ მართლზომიერად გამოყენებაზე პასუხისმგებლობა დაეკისროს ქალაქ თბილისში არსებული საარჩევნო ოლქების შესაბამისად, გარდა №6 სამგორის საოლქო საარჩევნო კომისიისა, შექმნილი სპეციალური ჯგუფების ხელმძღვანელს და ბუღალტერს.
3. საფინანსო ანგარიშსწორებისათვის გამოყენებულ იქნეს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ფაქსიმელია, ოლქის ბეჭედი და საბანკო რეკვიზიტები.
კომისიის თავმჯდომარე ჯუმბერ ლომინაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები