„ქონების მმართველის უფლებამოსილებებისა და მათი განხორციელების წესისა და ფორმის დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №390 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქონების მმართველის უფლებამოსილებებისა და მათი განხორციელების წესისა და ფორმის დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №390 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 49
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/02/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/02/2022
სარეგისტრაციო კოდი 040110050.10.003.023257
49
01/02/2022
ვებგვერდი, 03/02/2022
040110050.10.003.023257
„ქონების მმართველის უფლებამოსილებებისა და მათი განხორციელების წესისა და ფორმის დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №390 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №49

2022 წლის 1 თებერვალი

ქ. თბილისი

„ქონების მმართველის უფლებამოსილებებისა და მათი განხორციელების წესისა და ფორმის დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №390 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ქონების მმართველის უფლებამოსილებებისა და მათი განხორციელების წესისა და ფორმის დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №390 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/09/2012, 040110050.10.003.017062) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ქონების მმართველის უფლებამოსილებებისა და მათი განხორციელების წესისა და ფორმის“:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ქ.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქ.დ) საწარმოების მიერ ფილიალების დაფუძნება/დაშლა;“;

ბ) „ქ.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქ.ვ) საწარმოების რეორგანიზაცია, დაშლა, რეაბილიტაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა;“.

2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სააგენტო უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების დელეგირება განახორციელოს სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებულ საწარმოზე, სახელმწიფო ორგანოზე ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი